ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111214010, 19/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოსმთავრობა და თურქეთისრესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელმხარეებად“ წოდებულნი,

გამოხატავენ რა, საერთო სურვილს, გააღრმავონ ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ყველა სფეროში,

ითვალისწინებენ რა, 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის (შემდგომში „1996 წლის შეთანხმება“) და შემდგომ 2005 წლის 15 დეკემბრის ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას „1996 წლის 4 აპრილის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო შეთანხმებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“,

თავიანთი სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმოსვლის შემდგომი გამარტივების მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

     „მუხლი 1

უვიზო მიმოსვლა

1) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ უვიზოდ შევიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოველი შესვლიდან არაუმეტეს 90 დღისა. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქემ უნდა დატოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია.

    2) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც სურთ გააგრძელონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავიანთი ყოფნის ვადა, ვალდებულნი არიან, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე, მიმართონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, ტერიტორიაზე ყოფნის სათანადო ნებართვის მოსაპოვებლად, ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3) ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოებს შორის მიმოსვლა დასაშვებია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან და შემდგომი მოქმედი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში:

საქართველოს მოქალაქეებისთვის:

i საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტითა და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად);

ii. საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

iii. მეზღვაურის წიგნაკი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ეკიპაჟის განრიგისა ან მისი ამონაწერის არსებობისას; მანქანაკითხვადი);

iv. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სერტიფიკატი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; შესაბამისი გენერალური დეკლარაციის ან საფრენოსნო დავალების არსებობისას. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტითა და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად მანქანაკითხვადი);

v. საქართველოში დასაბრუნებლად სამგზავრო მოწმობა;

 

     თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის:

i. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტითა და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად);

ii. არსებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ერთენოვანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის გამოყენებულ იქნება ზემოაღნიშნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ამოქმედებამდე;

iii. სამოქალაქო პასპორტი;

iv. მეზღვაურის წიგნაკი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ეკიპაჟის განრიგისა ან მისი ამონაწერის არსებობისას; მანქანაკითხვადი);

v. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სერტიფიკატი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; შესაბამისი გენერალური დეკლარაციის ან საფრენოსნო დავალების არსებობისას. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტითა და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად მანქანაკითხვადი);

vi. თურქეთში დასაბრუნებელი სამგზავრო დოკუმენტი;

4) თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა ორენოვანი „შესვლა/გასვლის“ დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება როგორც თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის, ასევე იქიდან გამოსვლის თარიღი.“.

    მუხლი 2

მუხლი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

     „მუხლი 2

მგზავრობა პირადობის მოწმობებით

პირველი მუხლით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მეშვეობით მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის მიმოსვლის მიზნით. მესამე სახელმწიფოში გამგზავრების მიზნით გამოყენებული უნდა იქნეს მოქმედი ეროვნული პასპორტი.“.

    მუხლი 3

მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

     „მუხლი 10

ინფორმაციის გაცვლა და დავების მოგვარება

1) ხელშემკვრელი მხარეები გაცვლიან ინფორმაციას ამ შეთანხმების განხორციელებასა და მისი გამოყენების პრაქტიკული შედეგების ანალიზთან დაკავშირებით.

2) ამ შეთანხმების განხორციელების კონტროლის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთშეთანხმებით ქმნიან სამუშაო ჯგუფებს. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სურვილის შესახებ შექმნან სამუშაო ჯგუფები და გამართონ შეხვედრები.

3) წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა მოგვარდება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.“.

    მუხლი 4

წინამდებარე ოქმი წარმოადგენს 1996 წლის 4 აპრილის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო შეთანხმების” განუყოფელ ნაწილს და ის ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შედასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს.

შესრულებულია ქ. სარფში, 2011 წლის 31 მაისს, ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის        თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის    

               სახელით                                                            სახელით

    გ. კერვალიშვილი                            ელჩი, ალი ნაჩი ქორუ

საქართველოს ფინანსთა               თურქეთის რესპუბლიკის საგარეო

მინისტრის მოადგილე               საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილე