„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრი №833 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№980
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111215003, 16/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №980

2011 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო)დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრი ს№833 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო)დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2009,№160,მუხ. 2024) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბ რ ძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო)დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო)თანდართული დებულება.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო)დებულება.”.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო) (შემდგომ – ოფისი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ –სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (ტექსტში შემდგომში –მინისტრი) და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.”.

5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ოფისს აქვს ბეჭედი, ტიტულიანი ბლანკი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).”.

6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების და მათი აპარატების საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და კონტროლი, ხოლო მათი დიპლომატიური საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით;”.

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების და მათი აპარატების ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფის კოორდინაცია;

3. საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) დიპლომატიური საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით;

4.    კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტებულ მესამე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან საქართველოს თავდაცვის ატაშატებისა და სამინისტროს წარმომადგენლობის (მათი აპარატების) თანამშრომლობის წარმართვა და კოორდინირება, შესაბამისი დირექტივების შემუშავება;”.

8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„9. კოორდინაციის გაწევა სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობაზე, ხელის შეწყობა მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფისათვის, სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარსადგენად.”.

9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ოფისის შემადგენლობაში შედიან საქართველოს თავდაცვის ატაშეები, სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლები და საშტატო ნუსხით განსაზღვრული სხვა მოსამსახურეები, რომელთა ფუნქცია მოვალეობები განისაზღვრება „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.”.

10. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განიხილავს თავდაცვის ატაშეს, სამინისტროს წარმომადგენლის აპარატებში შტატგარეშე თანამშრომლების (ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი) სამსახურში აყვანის საკითხს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია