სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება – საგზაო კომპანია „თბილისის“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე, 2012 წლის 6 იანვარს 1300 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება – საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33ა (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).
საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1. საზოგადოების აქციონერებზე განაწილებული დივიდენდის გაცემის შესახებ.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 26 დეკემბერი. სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს – საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან – შპს „კაპიტალ-რეგისტრთან“ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (ჭავჭავაძის გამზ. №55, ტელ.: 230384).
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2011 წლის 6 იანვარს 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და წარმომადგენლობის შემთხვევაში – მინდობილობა.
აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაც ი ის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33ა, ტელ.: 2 931909
სს – საგზაო კომპანია „თბილისის”
დირექტორი გ. სურამელაშვილი