საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსკანონი
საქართველოსსაბაჟოკოდექსშიცვლილებებისადადამატებებისშეტანისთაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1.საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 75-ე მუხლის პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები:
,,ან ჩაეთვლება გადასახდელების გადამხდელს საბაჟო გადასახდელების გადახდის ანგარიშში".
2. 86-ე მუხლის პირველ ნაწილს ბოლოში დაემატოს წინადადება ,,(გარდა 23-ე თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“.
3. 87-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დეკლარანტი შეიძლება იყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი ან საბაჟო ბროკერი.".
4. 88-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ). უზრუნველყოს საბაჟო გადასახდელების გადახდა;“.
5. 111-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,ექვემდებარება დეკლარირებასა და საბაჟო მოსაკრებლების გადახდას".
6. 114-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვა „გაფორმების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,გაფორმებისათვის საჭირო“;
ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვე პუნქტში სიტყვა „გირაო“ შეიცვალოს სიტყვებით „საბანკო გარანტია“;
გ) მე-7 ნაწილში სიტყვა „განცხადების“ შეიცვალოს სიტყვით „ლიცენზიის“.
7. 115-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „გაფორმების“ შეიცვალოს სიტყვ ებ ით „გაფორმებისათვის საჭირო“, ხოლო მე-2 ნაწილში – სიტყვებით „გაფორმებისათვის საჭირო ოპერაციების“.
8. 118-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვების „სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სახმელეთო“, ხოლო წინადადება „(გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“ შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
„გარდა:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) მილსადენი ტრანსპორტის საშუალებით ან/და ელექტროგადამცემი ხაზებით გადასაადგილებელი, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სვლით გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, თუ ამ საშუალებებით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი არ გადაიზიდება;“.
9. 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „გირაო“ შეიცვალოს სიტყვებით „საბანკო გარანტია“, ხოლო მე-6 ნაწილში სიტყვა „განცხადების“ – სიტყვით „ლიცენზიის“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედ უარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 25 მაისი.
N891-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.05.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №891. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.000.921.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №891, 25.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.921 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15310/