საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.03.2001
ძალის დაკარგვა 13.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №117
სარეგისტრაციო კოდი 010220000.05.002.002031
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 03/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №117
2001 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახური (შემდგომში _ სამსახური) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით და ამ დებულებით. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საქართველოს კანონებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის და წინამდებარე დებულებით დაკისრებულ ამოცანებს.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავალებების შესრულება;
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისათვის წინადადებების შემუშავება სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით;
გ) ნორმატიული აქტების პროექტების კანონებთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებისა და განკარგულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების პროექტების ექსპერტიზა;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
გ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელზე შემოსული მასალების განხილვა და დასკვნების მომზადება;
დ) სამართლებრივი რეფორმის ცალკეული მიმართულების შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ წარდგენილი წინადადებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, აგრეთვე, სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების განხილვა და მომზადება;
ე) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალური რეესტრის წარმოება;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მიერ ნორმატიული აქტების გამოცემისა და სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე;
ბ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და პასუხისმგებელია მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის;
გ) წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სამსახურის უფროსის მოადგილისა და განყოფილების უფროსების კანდიდატურებს დასანიშნად;
დ) წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს _ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს დასანიშნად რეფერენტების კანდიდატურებს;
ე) შეიმუშავებს სამსახურის საშტატო ნუსხას და წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად;
ვ) წარმოადგენს თავის სამსახურს ხელმძღვანელობასა და სხვა უწყებებთან ურთიერთობაში და სამსახურის სახელით იძლევა დასკვნებს;
ზ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
თ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავალებებს და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს;
ი) წარუდგენს წინადადებებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობას ორგანიზაციული საკითხების, სამსახურის მოხელეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
კ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წინაშე;
ლ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეებს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
4. სამსახურის უფროსის ფუნქციებსა და მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას ასრულებს მისი მოადგილე.
მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის განყოფილება;
ბ) სამართლებრივი რეფორმის უზრუნველყოფის განყოფილება.
2. სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის განყოფილება ახორციელებს:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების პროექტების, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის ბრძანებების პროექტების ექსპერტიზას და ვიზირებისათვის წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ბ) იხილავს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელზე შემოსულ მასალებს და ამზადებს დასკვნებს;
გ) ასრულებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
3. სამართლებრივი რეფორმის უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს:
ა) სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების განხილვასა და მომზადებას;
ბ) სამართლებრივი რეფორმის ცალკეულ მიმართულებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალური რეესტრის წარმოებას;
დ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
4. სამსახურის საშტატო ნუსხა განისაზღვრება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, განყოფილების უფროსებისა და რეფერენტების თანამდებობებით.
მუხლი 5🔗. სამსახურის რეორგანიზაცია
სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.