„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11 -12, 14.03.1998,გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია ფინანსური საქმისწარმოება (ბიუჯეტის პროექტის შედგენა, ბიუჯეტის შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და სხვა) განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით განხორციელებისას შექმნილ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა მისი მატერიალური ფორმით ბეჭდვის, უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.“.
2. 475 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მერის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება:
ა)საფინანსო სფეროს მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა;
ბ)ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ათვის/ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფინანსური საქმისწარმოების ინსტრუქციის განსაზღვრა;
გ) ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საკრებულოსათვის წარდგენა;
დ) ბიუჯეტის შესრულება და საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 9 დეკემბერი.
№5443- IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5443-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010270000.05.001.016516.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5443-IIს, 09.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010270000.05.001.016516 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1531985/