„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
„71. თუ ერთ-ერთი მხარის ადგილსამყოფელი უცნობია, მეორე მხარე უფლებამოსილია სარჩელში მოპასუხის მისამართის მიუთითებლად მიმართოს სასამართლოს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მეორე მხარის მიმართ საჯარო შეტყობინებას.
72. ამ მუხლის 71 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარე უფლებამოსილია სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და ამის შემდეგ განახორციელოს საცხოვრებელი სადგომის თავის საკუთრებად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.“.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
თუ მოსარგებლე კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით და საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა ან საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა არ განხორციელებულა ამ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მესაკუთრეს არ აქვს უფლება, უპირობოდ მოსთხოვოს მოსარგებლეს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა. ამასთანავე, ამ კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 9 დეკემბერი.
№5446-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5446-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 040120000.05.001.016518.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5446-IIს, 09.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040120000.05.001.016518 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1532017/