განჩინება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011წლის 19 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს.ს. ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება სს ,,კოლხური აბრეშუმის“ მიმართ.
2009 წლის 17 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სს ,,კოლხური აბრეშუმის“ გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე დანიშნულ იქნა დავით ჯიქია.
2011 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა კრედიტორმა –სსიპ –შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დავების სამმართველოს უფროსმა და გაკოტრების მმართველის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო გაკოტრების საქმის წარმოების გაჭიანურების მოტივით გაკოტრების მმართველის შეცვლა და გაკოტრების მმართველად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ– აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა და შესაბამისად კრედიტორთა კრებ ის მოწვევა მოითხოვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის განცხადებაში მოთხოვილი საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაინიშნოს ს.ს. ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2011წლის 28 დეკემბერს 15:00საათზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).
3. კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხი:
ა) გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გ. აბუსერიძე