⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.12.2012)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 19.12.2011
ძალის დაკარგვა 27.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №221
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111220019, 22/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,557 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.2011 მიღება
27.12.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 37.9pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №221 2011 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესი თანდართული სახით.     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №246 ბრძანება (სსმ, 73, 17/06/2009).     მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 1. სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება სამინისტროში საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის. 2. სტაჟირების მიზნების მისაღწევად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის უზრუნველსაყოფად, სამინისტრო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს. 3. აკრძალულია სტაჟიორის მიერ ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ცეცხლსასროლი იარაღის, სხვა სპეციალური საშუალებების ან ძალის გამოყენებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ამ დებულებით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.     მუხლი 4🔗 ეს წესი არ ვრცელდება: ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.     მუხლი 5🔗 მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) საჭიროების მიხედვით წარუდგენენ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. თავი II სტაჟირების კომისია     მუხლი 6🔗 1. სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს მინისტრის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. კონკურსის ფორმას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის წარდგინებით ადგენს მინისტრი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში. 3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 3 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. 5. კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (გარდა სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციისა), ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის მასალას.  6. კონკურსის თემატიკას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ამტკიცებს მინისტრი.  7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.  8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 10. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.     მუხლი 7🔗 1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – ადმინისტრაცია). 2. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთაგან იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 3. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა. 5. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება. თავი III კონკურსის გავლა, სტაჟიორის მიღება და სტაჟირების გავლის ვადები     მუხლი 8🔗 1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე. 2. სტაჟიორის შესარჩევი კრიტერიუმები განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესაბამის პოზიციაზე მოთხოვნის საჭიროებიდან გამომდინარე.     მუხლი 9🔗 მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორობის კანდიდატმა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) CV (რეზიუმე); დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; ე) ორი ფოტოსურათი (3X4); ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ. 2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღებისა და საბუთების შემოწმების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს მინისტრი. აღნიშნული ვადები მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.     მუხლი 11🔗 1. სტაჟიორობის კანდიდატის საბუთებს ამოწმებს კომისიის სამდივნო, რომელიც კანდიდატის კონკურსზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციას წარუდგენს კომისიას. 2. კონკურსზე დაშვებული კანდიდატების სია დადგენილ ვადაში გამოიკვრება სამინისტროს შენობაში ამისათვის გამოყოფილ ადგილას.     მუხლი 12🔗 1. გადაწყვეტილებას კონკურსის წარმატებით გავლის შესახებ იღებს კომისია. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკურსზე მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან შესაბამისი დარგის სხვა მოსამსახურე. 2. კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი იღებს კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს. ხელმძღვანელად, როგორც წესი, ინიშნება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.     მუხლი 13🔗 1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 4 თვით. 2. სტაჟიორს სტაჟირებაზე დაშვების შემდეგ ეძლევა სტაჟიორის მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც გასაუბრების შედეგს აწვდის მინისტრს. 4. გასაუბრების შედეგად მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი. თავი IV  სტაჟირების საერთო პირობები     მუხლი 1🔗 4 1. სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მისი უფლებების განხორციელებას. 3. ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულება და განუსაზღვროს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს დაწესებულების და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.     მუხლი 1🔗 5 სტაჟიორს უფლება აქვს: ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას; დ) ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს წინადადება მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.     მუხლი 1🔗 6 1. სტაჟიორი ვალდებულია: ა) სტაჟიორად დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა საფუძვლიანად გაეცნოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ბ) უფლებამოსილების განხორციელებისას განუხრელად იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ; დ) იქონიოს კონტაქტი იმ დაწესებულების მოხელეებთან, სადაც გადის სტაჟირებას; ე) სტაჟირების განმავლობაში ყოველი თვის ბოლოს უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში გაწეული სამუშაოს, შეძენილი ცოდნისა და მიღებული გამოცდილების შესახებ; ვ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 2. ხელწერილი სამინისტროს ან დაწესებულების შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს. 3. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი.     მუხლი 1🔗 7 1. მინისტრი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. 2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.     მუხლი 1🔗 8 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟიორის შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) ამ წესით დადგენილი სხვა შესაბამისი ნორმების დარღვევა; გ) პირადი განცხადება. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე.     მუხლი 1🔗 9 დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.