„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№617
სარეგისტრაციო კოდი
200110040.22.033.016284
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111220020, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №617

2011 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №297 ბრძანებ აში(სსმ, 07.04.06, III ნაწილი, №48, მუხლი 612) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ II მუხლის 2.3 (ე) ნაწილის შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, ,,კომპაქტით“ განსაზღვრული პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:“;

ბ)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო  შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)” პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო შეღავათების გამოყენების შესახებ“.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)” პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ”ინსტრუქცი ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინსტრუქცია საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)” პროგრამის განხორციელებისას საგადასახადო  შეღავათების გამოყენების შესახებ“;

ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:             

,,ბ) ,,ადგილობრივი” – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაცია, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისა, რომელიც შეიქმნა მხოლოდ პროგრამის მართვასა და მის განხორციელებაზე ზედამხედველობის მიზნით, ან წარმოადგენს სრულ მფლობელობაში არსებულ ფილიალს, განყოფილებას ან აფილირებულ საწარმოს, რომელიც არ არის რეგისტრირებული ან დაარსებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,კომპაქტის” II მუხლის 2.3 ნაწილის შესაბამისად, MCC-ის დაფინანსება, პროგრამის აქტივები და დარიცხული პროცენტი გათავისუფლებულია საქართველოში კომპაქტის მოქმედების პერიოდში ძალაში მყოფი ან მომავალში ძალაში შესული კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი გადასახადისაგან (დღგ-ს გარდა, რომლის გადახდის წესი რეგულირდება  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ შორის 2006 წლის  24 მარტს გაფორმებული საგადასახადო შეთანხმებისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს შორის“ 2006 წლის  24 მარტს გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა“ და  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში ,,სააგენტო“)    შორის 2011 წლის   04 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში – ,,საგადასახადო  შეთანხმება”). ეს შეღავათი გამოიყენება ნებისმიერი პროგრამის აქტივის, MCC-ს დაფინანსების და დარიცხული პროცენტის ნებისმიერი გამოყენების მიმართ, მათ შორის, ნებისმიერი დაბეგვრისაგან გათავისუფლებული გამოყენების და ნებისმიერი იმ სამუშაოს ან საქმიანობის მიმართ (დღგ-ს გარდა), რომელიც განხორციელებულია ,,კომპაქტის” შესაბამისად  MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის (მათ შორის, კონტრაქტორები და გრანტის მიმღებები) მიერ კომპაქტის მოქმედების პერიოდში. გათავისუფლება ვრცელდება ყველა გადასახადზე, ტარიფზე, გადასახდელზე ან სხვა დაბეგვრის თანხაზე (ცალკე ,,გადასახადი” და ერთობლივად ,,გადასახადები”), მათ შორის:

ა) MCC-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ადგილობრივის გარდა, სხვა ორგანიზაციებზე ან საწარმოებზე (რომლებიც იღებენ MCC-ის დაფინანსებას) დაწესებულ გადასახადებზე და მოგებაზე ან ბიზნესზე დაწესებულ სხვა გადასახადებზე, მათ შორის, საქართველოში უძრავი ან პირადი ქონების შეძენაზე, მფლობელობაზე, იჯარაზე, განკარგვაზე ან სხვაგვარ გამოყენებაზე, ინვესტიციასთან ან დეპოზიტთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე და ვალუტის კონტროლზე დაწესებულ გადასახადებზე ან ნებისმიერი სახის სხვა გადასახადზე, მოსაკრებელზე ან საზღაურზე, გარდა სპეციალურად გაწეული მომსახურებების ჰონორარისა;

 ბ) იმპორტზე და ექსპორტზე დაწესებულ გადასახდელებზე ან სხვა სახის გადასახადებზე, რომლებიც დაწესებულია საქონლის, მომსახურების ან პირადი ნივთების (მათ შორის, პირადი ავტომობილების) იმპორტზე, გამოყენებასა და რეექსპორტზე აღნიშნული პროგრამისათვის, ან იმ ფიზიკური პირების (ან მათი ოჯახის წევრების) პირადი გამოყენების მიზნით, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივი რეზიდენტები და რომლებიც იმყოფებიან საქართველოში პროგრამის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ყველა ხარჯზე ასეთი იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით;

გ) გადასახადებზე, ყველა პირის შემოსავალზე ან პირად საკუთრებაზე, რომლებიც არ არიან არც საქართველოს მოქალაქეები და არც მუდმივი რეზიდენტები, მათ შორის, ყველა ტიპის საშემოსავლო გადასახადებზე და ასეთი პირების მფლობელობაში არსებულ პირად ქონებაზე ყველა გადასახადზე, იმ პირობით, თუ ასეთი შემოსავალი ან საკუთრება დაკავშირებულია MCC-ის დაფინანსებასთან;

დ) გადასახადებზე ან მოსაკრებლებზე, რომლებიც დაწესებულია MCC-ის მიერ დაფინანსებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვაზე, მათ შორის, გაყიდვის გადასახადზე, ტურიზმზე დაწესებულ გადასახადებზე ან სხვა მსგავს გადასახადზე (დღგ-ის გარდა).”;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. ინფორმაცია ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაზე

1. კვარტალური ინტერვალით სააგენტოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდებული სიის (სიების) ან სრულყოფილი განახლებული სიის (სიების) მიწოდებამდე ნებისმიერი წინასწარი ახალი ინფორმაციის მიწოდებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააგენტოს მიერ მოწოდებული სიით ან განახლებული ინფორმაციით გათვალისწინებულთითოეულ განმახორციელებელს ოფიციალურად წერილობით აცნობებს, რომ დახმარების პროექტის ფარგლებში საქონლის (მოხმარების საგნების, ნაწილების, მოწყობილობების), სამუშაოს ან მომსახურების შეძენაზე, ,,კომპაქტის” საფუძველზე, თავისუფალია გადასახადებისაგან (დღგ-ის გარდა) და იმპორტის/ექსპორტის გადასახდელებისაგან. წერილი უნდა შეიცავდეს დახმარების პროექტის დასახელებას, დაწყებისა და დასრულების თარიღს.

 2. საქართველოს ფინასთა სამინისტრო, საგადასახადო ორგანოები ათასწლეულის გამოწვევის პროგრამასთან  და MCC-ის დაფინასებასთან დაკავშირებით არ მოითხოვენ განმახორციელებელი ერთეულებისაგან დამატებით ინფორმაციას, წინასწარ  სააგენტოსთან  ან MCC-სთან ასეთი მოთხოვნის განხილვის გარეშე.“;

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. MCC-ის დაფინანსების მიმღები ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია ვალდებულია დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქისა და საქართველოს მუდმივი რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის საზღაურის გადახდისას მოახდინონ საშემოსავლო გადასახადის დაკავება მოქმედი  საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყონ დაკავებული გადასახადების ბიუჯეტში გადარიცხვა.“;

ვ) მე-10 და მე-11 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. იმპორტის/ექსპორტისგადასახდელები

1.  ,,კომპაქტის” ფარგლებში ,,ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურების ან პირადი ნივთების (მათ შორის, პირადი ავტომობილების) იმპორტი და ექსპორტი კომპაქტის II მუხლის2.3 (ე) ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლებულია  იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ა გან.

2. ნებისმიერი იმპორტირებული თუ ექსპორტირებული საქონელი,რომელიც განკუთვნილია განმახორციელებელი ორგანიზაციის თანამშრომლების (საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს მუდმივი რეზიდენტების გარდა) პირადი მოხმარებისათვის, კომპაქტის 2.3 (ე) ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლებულია იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ა გან.

3.  საქონლის, მომსახურების ან პირადი ნივთების (მათ შორის, პირადი ავტომობილების) იმპორტისას, სულ მცირე ათი სამუშაო დღით ადრე განმახორციელებელი ერთეულის წინადადების საფუძველზე სააგენტომ   წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განმახორციელებლის დასახელება და მისამართი;

ბ) იმ პროექტის მოკლე მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც ხდება საქონლის იმპორტი;

 გ) საიმპორტო საქონლის მოცულობა, ღირებულება და ჩამონათვალი;

  დ) ტვირთის თანმხლები დოკუმენტაცია, როგორიცაა ინვოისის და კონოსამენტის (სასაქონლო ზედდებული) ან ავიაზედდებულის ასლი.

4. იმ შემთხვევაში, როცა განმახორციელებელი ერთეული საქონლის იმპორტს ახდენს პირადი მოხმარებისათვის, მაშინ განაწილების გეგმაში უნდა აღინიშნოს, რომ საქონელი გამოყენებული იქნება პროექტთან დაკავშირებით განმახორციელებლის პირადი მოხმარებისათვის ან პროგრამის განხორციელებისათვის.

5. ამ მუხლის მე-4პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახური წერილობით აცნობებს სააგენტო ს პროგრამის ფარგლებში იმპორტზე თანხმობის ან უარის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური არ გასცემს პასუხს აღნიშნულ ვადაში, მაშინ ეს ჩაითვლება თანხმობად და განხორციელდება იმპორტი იმპორტის გადასახდელების გადახდევინების გარეშე. უარის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება სააგენტო ს. წერილში მითითებული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი.

6. წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან და პროექტის განმახორციელებელთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შემოსავლების სამსახური მიმართავს სააგენტოს.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ეგზავნება ინფორმაცია თითოეული პროგრამის განმახორციელებელზე.

8. შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი უცხო ენაზე შესრულებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი და თარგმნის სისწორე ნოტარიალურად დამოწმებული.

მუხლი 11.  დასკვნითი დებულებანი

თუ გადასახადის დარიცხვა და გადახდა მოხდება ,,კომპაქტის” II მუხლის 2.3 (ე) ნაწილის და წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უყურადღებობით, მაშინ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაუხადოს  სააგენტოს  ან განმახორციელებელ ერთეულს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ასეთი გადასახადის თანხა ქართულ ვალუტაში,  სააგენტოს ან განმახორციელებელი ერთეულის მიერ ასეთი მოსაკრებლის ან გადასახადის გადახდის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, წინამდებარე ინსტრუქციას,  საგადასახადო  შეთანხმებას ან ,,კომპაქტს” შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობების შემთხვევაში, ,,კომპაქტის” ნორმებს ენიჭება უპირატესი ძალა.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე