ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5368-IIს
სარეგისტრაციო კოდი 020080010.05.001.016520
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111221004, 21/12/2011
matsne.gov.ge 423 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 45.0pt 35.95pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ მუხლი 1🔗 ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ პირთა ადმინისტრაციული სახდელებისაგან გან თავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 12, 1984 წელი, მუხ. 421) 53​2 , 64​1  და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 77-ე, 82-ე და 82​1  მუხლებით, 82​2  მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 128​2  მუხლის პირველი−მ ე-3 ნაწილებითა და 128​3  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინეს 2011 წლის 1 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 2🔗 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გან თავისუფლება გულისხმობს: ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 53​2 , 77-ე, 82-ე და 82​1  მუხლებით, 82​2  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებ ით, 128​2  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებითა და 128​3  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან; ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64​1 და 65-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან; გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 82​2  მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გან თავისუფლება ვრცელდება ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ის აღუსრულებელ ნაწილზე. მუხლი 3🔗 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გან თავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. მუხლი 4🔗 ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრ იდან . საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი თბილისი, 2011 წლის 6 დეკემბერი. №5368- IIს