განჩინება შპს ,,ბესტ ტობაკო“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2011 წლი ს 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მ
მოსამართლე– ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი – სომხურ-კანადური ერთობლივი საწარმო შპს ,,გრანდ ტობაკო“
წარმომადგენელი – გია გაგნიძე
მოთხოვნა– კანადისა და საქართველოს თანამეგობრობის შპს ,,ბესტ ტობაკოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სომხურ-კანადური ერთობლივი საწარმო შპს ,,გრანდ ტობაკოს“ განცხადება კანადისა და საქართველოს თანამეგობრობის შპს ,,ბესტ ტობაკოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სომხურ-კანადური ერთობლივი საწარმო შპს ,,გრანდ ტობაკოს“ წარმომადგენელმა გია გაგნიძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს ,,ბესტ ტობაკოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები,მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებულ ი უნდა იქნ ე ს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სომხურ-კანადური ერთობლივი საწარმო შპს ,,გრანდ ტობაკოს“ განცხადება კანადისა და საქართველოს თანამეგობრობის შპს ,,ბესტ ტობაკოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნ ე ს სასამართლო წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
5. განემარტოს კანადისა და საქართველოს თანამეგობრობის შპს ,,ბესტ ტობაკოს“ დირექტორს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა,ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
6. შეჩერდეს კანადისა და საქართველოს თანამეგობრობის შპს ,,ბესტ ტობაკოს“ მიმართ იძულებითი აღსრულება.
7. განემარტოთ კრედი ტ ორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2012 წლის 23 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
9. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.
10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში(ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი