სს „ემ-ერ-სი“-ს აქციონერის გიორგი ქოიავას განცახდება სს „ემ-ერ-სი“-ს აქციების გამოსყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111221025, 22/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „ემ-ერ-სი“-ს  აქციონერის გიორგი ქოიავას განცახდება სს „ემ-ერ-სი“-ს აქციების გამოსყიდვის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „ემ-ერ-სი“-ს (ს/კ 202886136) აქციათა 95%-ზე მეტის მესაკუთრე _ აქციონერი გიორგი ქოიავა (პ/№01008015438) აცხადებს, რომ განზრახული აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და გამოისყიდოს დარჩენილი აქციები სს „ემ-ერ-სი“-ს სხვა აქციონერებისგან.

აქციონერი გიორგი ქოიავა აქციებს გამოისყიდის საქართველოს კანონმდებლობით („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით) გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სამართლიან ფასად.

სასამართლოს გარეშე აქციების მიყიდვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, აქციონერი გიორგი ქოიავა თანახმაა თითო აქციაში გადაიხადოს 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: მის: ქ. თბილისი, ლესელიძის ქ. №22, ტელ: 599 53 97 17; გიორგი ქოიავა.

გ. ქოიავა