განჩინება სს „აზოტმშენის“ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2011 წლი ს 21 დეკემბერი
ქ.რუსთავი
რუსთავისსაქალაქოსასამართლო
მოსამართლე – ლ. ლიპარტელიანმა
ერთპიროვნულად განიხილა სს „აზოტმშენის“ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით ს/ს „აზოტმშენის” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. სს „აზოტმშენის” კრედიტორს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრი,რომელიც წარმოადგენს ხმათა 50%-ზე (97,87%) მეტის მფლობელ და ამავე დროს უზრუნველყოფილ კრედიტორს (მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 1 329 034,14 (მილიონ სამას ოცდაცხრა ათას ოცდათოთხმეტ ლარსა და 14 თეთრს) ლარს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის, როგორც კრედიტორის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯერ კიდევ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე სს „აზოტმშენის” გაკოტრების მმართველად დანიშნულ ვახტანგ კაპანაძეს დაევალა მოვალე საწარმოს გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების გაგრძელება.
2011 წლის 20 დეკემბერს გაკოტრების სასამართლოს მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდი უ ლი პირი ს – შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯამბულ ებანოიძემ და ითხოვა სს „აზოტმშენის” კრედიტორთა კრების მოწვევა, იმ საფუძვლით, რომ განხილულ იქნეს გაკოტრების მ მართველის შეცვლის საკითხი და გაკოტრების მმართველად დანიშნულ იქნ ე ს აღსრულების ეროვნული ბიურო.
სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას და საქმის მასალებს, მივიდა დასკვნამდე, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს კრედიტორთა რიგგარეშე კრება შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის„ბ“ ქ/პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების უშუალო კომპენტენციას განეკუთვნება გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ კრედიტორთა კრებაა უფლებამოსილი იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება უკვე დანიშნული გაკოტრების მმართველის განთავისუფლების თაობაზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს(კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10 %-ს, მოვალეს.
მითითებული კანონის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში ხმათა საერთო რაოდენობის 97,87%-ის მფლობელი კრედიტორი ითხოვს რიგგარეშე კრების მოწვევას, იმ საფუძვლით, რომ მოხდეს კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხის განხილვა , რაც წარმოადგენს კრების მოწვევის საფუძველს, რის გამოც 2011 წლის 26 დეკემბერს, 14:00 საათზე, მოწვეულ უნდა იქნ ე ს სს ”აზოტმშენის” რიგგარეშე კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. 2011 წლის 26 დეკემბერს, 14:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში (გაკოტრების სასამართლოში) მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6 მოწვეულ იქნ ე ს სს „აზოტმშენის” კრედიტორთა რიგგარეშე კრება შემდეგი დღის წესრიგით:
ა. სს ”აზოტმშენის” გაკოტრების მ მართველის შეცვლისა და გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხის განხილვა ;
2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს;
3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში;
4. კრედიტორთა კრების მომზადება და ორგანიზაციულად უზრუნველყოფა, მათ შორის, განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაკოტრების მმართველს ვახტანგ კაპანაძ ე ს;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სს „აზოტმშენის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის იმ მხარის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება მისი გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში(ქ. რუსთავი,ბოსტანქალაქის №6)კერძო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე ლ. ლიპარტელიანი