სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.12.2011
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №პირადი ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 010320040.42.047.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111222012, 27/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,234 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
ბინა სამსახური
ნომერი პირადი ნომერი
ნათესაური კავშირი სახელი და გვარი
სტაჟიორობის კანდიდატი სახელი, გვარი
სტაჟირების  კომისიის თავმჯდომარე და წევრები (სახელი, გვარი) გასაუბრებაზე მიღებული ქულა
(რიცხვი) (სიტყვიერად)
მასზედ, რომ მან 20
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:12.0pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 49.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №1473 2011 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ” თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახურის უფროსი  სახელმწიფო დაცვის  გენერალ-მაიორი                                                      თ. ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ წინამდებარე დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სტაჟიორთა შერჩევის და სტაჟიორად მიღების პირობებს, სტაჟირების გავლის წესს, სტაჟიორის უფლებებსა და მოვალეობებს.     მუხლი 2🔗 სამსახური, ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების და საკადრო რეზერვის შექმნის მიზნით, ახორციელებს სტაჟიორთა მიღებას და ქმნის მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის, დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) სტაჟირება – სამსახურში ამ დებულებით რეგულირებადი, არაანაზღაურებადი საქმიანობა;  ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულების შესაბამისად სამსახურში გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით, სტაჟირების გავლის შესახებ სამსახურში წარმოდგენილი აქვს განცხადება და შესაბამისი საბუთები, რომელთა საფუძველზეც იგი დაიშვება სტაჟიორების შესარჩევ კონკურსზე.     მუხლი 4🔗  სტაჟიორად მიიღება ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს სტაჟირების გავლისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ სხვა აუცილებელ მოთხოვნებს.     მუხლი 5🔗  სამსახურში მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობას, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით, განსაზღვრავს სამსახურის უფროსი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემდეგში – ბრძანება), რომლითაც ასევე განისაზღვრება:  ა) კანდიდატების განცხადებების მიღების პერიოდი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სტაჟიორთა კონკურსის პროგრამა;  ბ) სტაჟირების კომისიის შემადგენლობა;  გ) საინფორმაციო საშუალებები, რომელშიც გამოქვეყნდება ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადების შესახებ. თავი II სტაჟირების კომისია     მუხლი 6🔗 1. სტაჟირების კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან. 2. სტაჟირების კომისიის შემადგენლობაში ინიშნებიან სამსახურის თანამშრომლები. მასში ასევე შეიძლება შედიოდნენ მოწვეული სპეციალისტები. 3. სტაჟირების კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.  4. გადაწყვეტილებას სტაჟირების კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს სამსახურის უფროსი.     მუხლი 7🔗 1. სტაჟირების კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. სტაჟირების კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. სტაჟირების კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. სტაჟირების კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. ოქმს ადგენს სტაჟირების კომისიის წევრი, რომელსაც, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ბრძანების თანახმად, დაკისრებული აქვს კომისიის მდივნის ფუნქცია. 6. სტაჟირების კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თავი III სტაჟიორთა კონკურსი     მუხლი 8🔗 1. სამსახურში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც, ამ დებულების მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვლება სტაჟიორობის კანდიდატად.  2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სტაჟიორის მიღება შეიძლება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, კონკურსის გავლის გარეშე.     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სამსახურში უნდა წარმოადგინოს: ა) შევსებული ანკეტა-რეზიუმე (დანართი №1); ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი; დ) ორი ფოტოსურათი (3/4); ე) სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. სტაჟიორობის კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამსახურს დამატებით უნდა წარუდგინოს: ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; გ) ცნობა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ. დ) სპეციალური შემოწმებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტები, სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს მოთხოვნის შესაბამისად.     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მეორე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. 2. სტაჟირების გავლის პროგრამა, სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს ტესტირების გამსვლელ ქულას, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტესტირების დასრულების შემდეგაც, კანდიდატის შეფასების კრიტერიუმებს და სტაჟირების გავლის პირობებს.     მუხლი 11🔗 1. კონკურსის გამოცხადება ხდება სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, პრესის ან/და სხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. 2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ; ბ) კონკურსის ჩატარების დროს, თემატიკას, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის გავლის პირობებს; გ) სამსახურის იმ სტრუქტურული დანაყოფის დასახელებას, რომელში მისაღებადაც ცხადდება კონკურსი; 3. სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით, რაც უნდა შეთანხმდეს სამსახურის უფროსთან, დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ დამატებით სხვა ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. კონკურსი ჩატარდება პროგრამით გათვალისწინებულ დროს, რომელიც შეიძლება შეიცვალოს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. 5. წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს ერთი თვისა, ხოლო მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩატარებიდან სამი კვირის ვადაში. 6. სტაჟირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების, მათ შორის, კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და შესაბამისი დოკუმენტაციის სისტემატიზაციას ახორციელებს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო, რომლის პირადი შემადგენლობიდან, სამსახურის უფროსის ბრძანებით, იქმნება კომისიის აპარატი (არანაკლებ სამი თანამშრომელი). სტაჟირების კომისიის აპარატს ხელმძღვანელობს კომისიის წევრი, რომელსაც სამსახურის უფროსის ბრძანებით დაკისრებული აქვს კომისიის მდივნის ფუნქცია.     მუხლი 12🔗 კონკურსის მეორე ეტაპზე დაიშვება სტაჟიორობის ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის კონკურსის პირველ ეტაპს და გადალახავს გამსვლელ სატესტო ქულების ბარიერს.     მუხლი 13🔗 კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განაცხადი.     მუხლი 14🔗 კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.     მუხლი 15🔗 სტაჟირების კომისია კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს კანდიდატს შედეგებს.     მუხლი 16🔗 სტაჟირების კომისია კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს იღებს სტაჟიორთა კონკურსის შესაბამისი ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო სამუშაო დღის 18 საათამდე.     მუხლი 17🔗 კონკურსის მეორე ეტაპზე გასაუბრება ტარდება სტაჟიორობის კანდიდატის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.     მუხლი 18🔗 1. სტაჟირების კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ–ჩევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა სამსახურში სტაჟიორად დასანიშნად. 2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.     მუხლი 19🔗 1. გადაწყვეტილების მისაღებად სტაჟირების კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას გასაუბრების და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით (დანართი №2). 2. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. 3. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტაჟირების კომისიის თავმჯდომარე სამსახურის უფროსს წარუდგენს კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი. 4. განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში, სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურის უფროსი წყვეტს სტაჟიორების შესაძლო დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის საკითხს. 5. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტრუქტურულ დანაყოფებში სტაჟიორად დანიშვნამდე კანდიდატი ექვემდებარება სპეციალურ შემოწმებას. არასრული სპეციალური შემოწმება სავალდებულოა. 6. კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არასრული სპეციალური შემოწმების დასრულების შემდეგ, მისი შედეგების გათვალისწინებით. 7. სტაჟირების დაწყება ფორმდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელშიც აღინიშნება სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის დასახელება, სადაც მიიღება კანდიდატი, სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღები, მიმართულება და სტაჟირების ხელმძღვანელი.     მუხლი 20🔗  1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 (ერთ) წლამდე ვადით.  2. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟიორი წარსდგება გასაუბრებაზე სტაჟირების კომისიაში, რომელსაც ამავდროულად, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფიდან წარედგინება სტაჟიორის ანგარიში, დანაყოფის ხელმძღვანელის რეკომენდაცია და სტაჟირების ხელმძღვანელის დასკვნა სტაჟიორის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.  3. გასაუბრების და წარდგენილი დოკუმენტების განიხილვისა და შეფასების შედეგებს სტაჟირების კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს სამსახურის უფროსს.  4. სტაჟირების შედეგების დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება და შედეგები ფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სამსახურში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დანართი №3), გამოსაცდელი ვადით ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე ან სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოში აიყვანება აღრიცხვაზე, როგორც სამსახურში მიღების კანდიდატი. თავი IV სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები     მუხლი 21🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ნაბეჭდი მასალები, ელექტრონული საშუალებები და სხვა) გარდა საიდუმლო ინფორმაციისა; ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ, დასაშვებ ფარგლებში, გაეცნოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, საკითხების მომზადებისა და სათანადო დოკუმენტების შედგენის პროცედურებს. 2. სტაჟიორი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობით, ასრულებს ამ ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 22🔗 1. სტაჟიორი მოვალეა:  ა) გაეცნოს სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ არასაიდუმლო სამართლებრივ აქტებს;  ბ) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები და დავალებები;  გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სტაჟირების ხელმძღვანელთან;  დ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები;  ე) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას;  ვ) გაუფრთხილდეს მისთვის მინდობილ მატერიალურ ფასეულობებს, აანაზღაუროს მისი ბრალეულობით გამოწვეული ზიანი. 2. სტაჟიორი ვალდებულია თვეში ერთხელ წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში სტაჟირების ხელმძღვანელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს მასში შეტანილი ინფორმაციის სისწორეს.     მუხლი 23🔗 სტაჟიორის სამსახურში დროულ გამოცხადებაზე კონტროლს ახორციელებს სტაჟირების ხელმძღვანელი. თავი V სამსახურის მოვალეობები     მუხლი 24🔗 1. სამსახური ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. 2. სტაჟიორს გადაეცემა ცნობა იმის შესახებ, რომ სამსახურში გადის სტაჟირებას.     მუხლი 25🔗 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი სტაჟიორს პერიოდულად აძლევს სასწავლო თემატიკას, დავალებებსა და მიმართულებას, შესაბამის მითითებებს, განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს ვადას და აკონტროლებს მათ შესრულებას. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 26🔗 სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების კომისიის თავმჯდომარეს ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ. თავი VI სტაჟირების შეჩერება და შეწყვეტა     მუხლი 27🔗  1. სამსახურში სტაჟირების გავლის შეჩერების საფუძვლებია:  ა) სტაჟიორის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;  ბ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;  გ) სტაჟიორის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.  2. გადაწყვეტილება სტაჟიორისათვის სტაჟირების შეჩერების შესახებ ფორმდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 28🔗 1. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, 3 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა; გ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სავალდებულო ტრენინგის გაუვლელობა ან უარყოფითი შეფასების მიღება; ე) სტაჟირების ვადის გასვლა; ვ) დისციპლინური მოთხოვნების დარღვევა; ზ) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სტაჟირების გაგრძელებას. 2. გადაწყვეტილება სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე ფორმდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი სტაჟირების ხელმძღვანელს აბარებს ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ, ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა, ასევე იმ დოკუმანტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.     მუხლი 29🔗 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.                                                                                                                  დანართი №1 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე                          ფოტო ცნობები თქვენ შესახებ: 1. (სახელი, მამის სახელი, გვარი)   2. (დაბადების თარიღი, ადგილი) 3.   (მისამართი: ფაქტობრივად და რეგისტრაციის მიხედვით) 4. საკონტაქტო ტელეფონები: ბინა სამსახური მობილური 5. საპასპორტო მონაცემები ნომერი პირადი ნომერი გაცემის თარიღი ვის მიერ არის გაცემული 6.         განათლება: № სწავლების წლები სასწავლო დაწესებულება ფაკულტეტი სპეციალობა ხარისხი 1 2 3 4 7. უცხო ენის ცოდნა: № უცხო ენა ძალიან კარგად კარგად ლექსიკონის დახმარებით 1 2 3 4 5 8. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: № პროგრამის დასახელება საშუალოდ კარგად სრულყოფილად 1 2 3 4 5 9.  სპეციალური ან პროფესიული ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრეინინგები   გაქვთ  გავლილი): 10.  შრომითი საქმიანობა: № სამუშაოზე მოწყობის თარიღი სამუშაოდან წასვლის თარიღი მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება) დაკავებული თანამდებობა და სახელფასო განაკვეთი წასვლის მიზეზები 1 2 3 4 5 11. ოჯახური მდგომარეობა: ნათესაური კავშირი სახელი და გვარი დაბადების თარიღი სამუშაო ადგილი თანამდებობა დედა: მამა: და: ძმა: მეუღლე: შვილი: 12. მიუთითეთ საქმიანობის თქვენთვის საინტერესო მიმართულება, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელშიც გსურთ სტაჟირების გავლა (თუ სტაჟიორების მიღება გამოცხადებულია სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით): 13. შევსების თარიღი: (რიცხვი, თვე, წელი)                                                                              დანართი №2 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  სტაჟიორობის კანდიდატის ჯამური შეფასების ფორმა სტაჟიორობის კანდიდატი სახელი, გვარი ტესტირებაზე მიღებული ქულა სტაჟირების  კომისიის თავმჯდომარე და წევრები (სახელი, გვარი) გასაუბრებაზე მიღებული ქულა სტაჟირების  კომისიის წევრის ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 გასაუბრებაზე მიღებული საერთო  ქულა გასაუბრებაზე მიღებული შეფასება აღინიშნება: 1)            მიუღებელი - 1 ქულით; 2)            საშუალოზე დაბალი - 2 ქულით; 3)            კომპეტენტური - 3 ქულით; 4)            ძალიან კარგი - 4 ქულით;; 5)            ფრიადი (აჭარბებს მოლოდინს) - 5 ქულით. შეფასების  ჯამური ქულა (ტესტირებასა და გასაუბრებაზე მიღებული საერთო  ქულების ჯამი) (რიცხვი) (სიტყვიერად)             სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის             ხელმოწერა  ____________________                                                                                                                                     დანართი №3 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში  სტაჟირების                          გავლის დამადასტურებელი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი № ეს სერტიფიკატი ეძლევა (სახელი,  გვარი) მასზედ, რომ მან 20 წლის დან 20 წლის მდე (რიცხვი, თვე) (რიცხვი, თვე) წარმატებით გაიარა სტაჟირების სრული კურსი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის    (სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი) (რიცხვი, თვე, წელი) სერტიფიკატი გაცემულია სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა  ____________________                                                                                                                        (სამსახურის ბეჭედი)