საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და მო მ გებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.“.
2. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა) და ტოტალიზატორის მომწყობი პირის შემოსავალი, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში;“.
3. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა) და ტოტალიზატორის მომწყობი პირის მოგება, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში;“.
4. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე ) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოს, ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას;“.
5. 168-ე მუხლის :
ა) მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;“;
ბ) მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო.“.
6. 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობი ს შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და ექვემდებარება დეკლარირებასა და გადახდას საშემოსავლო/მოგების გადასახ ადი სათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 9 დეკემბერი.
№5452- IIს
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 09.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5452-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.016529.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5452-IIს, 09.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016529 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1534367/