„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.162.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111223010, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2011 წლის 16 დეკემბერი

ქ. ახმეტა

„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 110811010, 16/08/2011) დამტკიცებულ დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად,“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა ,,გამარჯვებული“ შეიცვალოს სიტყვით ,,გამარჯვებულის“.

ბ) ,,თ“ ქვეპუნქტში სიტყვა ,,სახვა“ შეიცვალოს სიტყვით ,,სხვა“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საათამდე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღეს და საათს.“.

გ) მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-4 ან/და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.“.

6. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში _ გადაუხდელი თანხის 0,1% გადახდის ვადის დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში _ დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში _ ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.“.

7. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ახმეტის მუნიციპალიტეტი ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უზუფრუქტის და თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე გადასცემს საკანონმდებლო და აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.“.

  8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქონების სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, _ სათანადო განაცხადის საფუძველზე.“.

9. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვები ,,გამარჯვებული გამოვლენის კრიტერიუმებს“ შეიცვალოს სიტყვებით ,,გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს“.

  10. დადგენილებით დამტკიცებული დანართები №10 და №11 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმ ჯ დომარის მოადგილე                    ჯ. ხანგოშვილი

                                                                                          დანართი №10

ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი

სახელი და გვარი

პირადი N

მისამართი

განაცხადის შემოტანის თარიღი და დრო

საპრივატიზებო ობიექტი

შენიშვნა

ქონების დასახელება

ლოტი

1.

    2.

   3.

   4.

   5.

        6.

   7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №11

ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი

სახელი და გვარი

პირადი N

მისამართი

განაცხადის შემოტანის თარიღი და დრო

სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება

შენიშვნა

1.

    2.

  3.

4.

    5.

      6.

   7.