საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№920
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.929
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 28/06/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ადრე ამავე საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.“.

2. 549-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილები:

„2. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

3. უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№920–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.06.2001.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №920. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.000.929.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №920, 08.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.929 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15358/