საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №222
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.038.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111223037, 27/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,773 სიტყვა · ~9 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-style:italic;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 14.2pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №222 2011 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ �� იარაღის შესახებ� საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის � დ​1� ქვეპუნქტის, � იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი� საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 პუნქტისა და �საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის � თ� ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თანდართული შიდასაუწყებო წესი. 2. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში � სამინისტროს) ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი №1). 3. სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა და აღრიცხვიანობა განახორციელონ ამ ბრძანებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ყველა მოთხოვნის დაცვით. 4. სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა ამ ბრძანების გამოცემიდან სამ სამუშაო დღეში უზრუნველყოს ამ ბრძანების დადგენილი წესით დამოწმებული ასლისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა. �5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს �საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ -საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ� საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის №607 ბრძანება . 6 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ . კალმახელიძე � საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესი ��� მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში � სამინისტროს) სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში � მოწმობა) გაცემის ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს. 2. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია �იარაღის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით. ამ წესის მიზნებისთვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა ქვეშ იგულისხმება �იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი� საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 4​1 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეები და ამავე ბრძანებულების მე-6 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ��� მუხლი 2🔗 სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეზე მოწმობის გაცემის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ ) სამსახურებრივი კონტროლისადმი ქვემდებარეობა. ��� მუხლი 3🔗 1. მოწმობის გასაცემად აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება: ა) საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 4​1 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი თანამდებობა ან ამავე ბრძანებულების მე-6 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა; ბ) საჯარო მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ან დისციპლინური წარმოება; გ) მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მიღებული დადებითი დასკვნა საცეცხლე მომზადების სპეციალური კურსების გავლისას; დ) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს განცხადება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნითა და იმის მითითებით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს სამინისტროს კუთვნილი იარაღისა თუ მის საკუთრებაში არსებული იარაღისთვის; ე) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის შესატყვისი იარაღის შენახვის უფლებით გაფორმების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთის პირველი პირი და მისი ასლი � თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის საკუთრებაში არსებული იარაღისთვის; ვ) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის შესატყვისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შესაბამისი რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის პირველი პირი და მისი ასლი � თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის საკუთრებაში არსებული იარაღისთვის. 2. საკუთრებაში არსებული იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების და აღნიშნული სტატუსის მოხსნის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე წერილობით უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს. ��� მუხლი 4🔗 ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საბუთები საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 4​1 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ წარედგინება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს. ��� მუხლი 5🔗 ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფი ადგენს პირად საქმეს, რომელშიც ჩაიკერება წარდგენილი საბუთების ასლები, აგრეთვე ადგენს წარდგინებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ��� მუხლი 6🔗 1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ წარდგინებას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში � მინისტრი) სახელზე წარადგენს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი. 2. წარდგინება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მინისტრის მიერ წარდგინების დადებითი რეზოლუციით ვიზირების შემდეგ. მინისტრის დადებითი რეზოლუციით ვიზირებული წარდგინება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველია. ��� მუხლი 7🔗 სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების მიმართ ხორციელდება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით. ��� მუხლი 8🔗 1. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი აწარმოებს სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეეების სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები: ა) უფლების დადასტურების თარიღი და ნომერი; ბ) საჯარო მოსამსახურის სახელი და გვარი; გ) საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სტატუსი ან/და სპეციალური წოდება; დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), ნომერი, კუთვნილება; ე) მითითება იმ თანამდებობის პირის ვინაობასა და თანამდებობრივ სტატუსზე, რომლის ხელმოწერითაც არის დადასტურებული უფლება; ვ) უფლების დადასტურების სამოქმედო ვადა; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; თ) მითითება სამინისტროსადმი შესაბამისი მოწმობის კუთვნილების შესახებ; ი) მონაცემები ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე; კ) მონაცემები შესაბამისი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ; ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი უფლებამოსილი მოხელის ვინაობა, თანამდებობრივი სტატუსი და ხელმოწერა. ��� მუხლი 9🔗 სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას (ამ წესის შესაბამისად ახალი მოწმობის გაცემას): ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის დადგენილი წესით შეცვლის შემთხვევაში; ბ) სამინისტროს სისტემაში თანამდებობის შეცვლის შემთხვევაში, თუ ახალი თანამდებობა გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 4​1 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით ან წარმოადგენს ამავე ბრძანებულების მე-6 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას და თანამდებობრივი სტატუსი ექვემდებარება შესაბამის მოწმობაში ასახვას; გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლის შემთხვევაში; დ) მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან სხვაგვარი დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მას დაკარგული აქვს ვარგისიანობა; ე) მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ წარდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოწმობის დაკარგვის ფაქტის რეგისტრაციის თაობაზე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. ��� მუხლი 10🔗 1. ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სავალდებულოა მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ ქვედანაყოფში შესაცვლელი მოწმობის უკან ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. 2. ამ წესის მე-9 მუხლის �ე� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობის შეცვლა (ამ წესის შესაბამისად ახალი მოწმობის გაცემა) დაიშვება მოწმობის დაკარგვაზე სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და სამსახურებრივი მოკვლევის დასკვნის საფუძველზე, მოწმობის დაკარგვის მიზეზებისა და დაკარგვის ფაქტის ნამდვილობის ამ დასკვნით დადასტურების მდგომარეობის გათვალისწინებით. ��� მუხლი 11🔗 სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოწმობა ექვემდებარება მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ ჩამორთმევას, თუ: ა) პირი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო; ბ) საჯარო მოსამსახურის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) საჯარო მოსამსახურის მიმართ დაწყებულია დისციპლინური წარმოება; დ) პირს მოწმობა მიღებული აქვს არასწორი ან არასრული მონაცემების (საბუთების) საფუძველზე, აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში; ე) პირი შედის (შევიდა) სხვა ქვეყნის სამსახურში; ვ) დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასასვლელად (საქართველოს მოქალაქეობის დასაკარგავად); ზ) საჯარო მოსამსახურეს აღარ უკავია სამინისტროს სისტემაში შესაბამისი თანამდებობა. ��� მუხლი 12🔗 ამ წესის მე-11 მუხლის საფუძველზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევის შეუძლებლობის ან/და დაბრკოლების შემთხვევაში მოწმობის გამცემი ქვედანაყოფი აღნიშნულის თაობაზე მოწმობის ჩამორთმევის შეუძლებლობის ან/და დაბრკოლების მიზეზების (ვითარების) მითითებით აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე იღებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. � დანართი №1 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა � 1. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს ცისფერ პლასტიკურ ბარათს საიდენტიფიკაციო ნომრით, რომლის ზომაა 8,7სმX5,5სმ. 2. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას; ბ) საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებას; გ) სამინისტროს ემბლემის გამოსახულებას; დ) სტრუქტურული ერთეულის დასახელებას (გარდა მინისტრისა და მინისტრის მოადგილისა) ე) საქართველოს სახელმწოფო დროშის გამოსახულებას ; ვ) საჯარო მოსამსახურის ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ); ზ) მოწმობის ნომერს; თ) საჯარო მოსამსახურის სახელსა და გვარს; ი) საჯარო მოსამსახურის სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) დაკავებულ თანამდებობას; ლ) მინისტრის ხელმოწერას; მ) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს აბრევიატურით �იტუ�; ნ) საჯარო სამსახურის ბეჭედს, საინდენტიფიკაციო ნომრითა და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით; ო) დამცავ წარწერას (ინგლისურ ენაზე აბრევიატურას � MCLA) . 3. მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება მე-2 პუნქტის �ა�, �გ�, �დ�, ,,ზ��, ,,თ��, ,,ი��, ,,კ�� და �ლ� ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე. 4. სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი არის წითელი ფერის ოვალი, რომელშიც ამოტვიფრულია ასონიშნები �იტუ� (სიტყვების �იარაღის ტარების უფლება� აბრევიატურა) და იგი გამოიყენება მხოლოდ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ მოწმობაში.