„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №108/04
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67 -ე მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია მზღვეველის ყოველკვარტალური სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვადებში ეროვნულ ბანკში წარადგინოს დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული წერილი, რომელიც ადასტურებს ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ საანგარიშო პერიოდში აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესაბამისი სადაზღვევო რეზერვების შექმნას, დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ზემოაღნიშნული ფილიალი/ წარმომადგენლობა აგრეთვე ვალდებულია წარადგინოს ეროვნულ ბანკში დამფუძნებელი სადაზღვევო/გადაზღვევის ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგება. უკანასკნელის წარდგენის პერიოდულობა უნდა ემთხვეოდეს ამ ორგანიზაციის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების შედგენის პერიოდულობას.“.
2. მე -10 მუხლი ამოღებულ იქნ ე ს.
მუხლი 2 . ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების საჭიროებით, რომლისთვისაც აუცილებელია მზღვეველის მიერ შექმნილ იქნ ე ს სადაზღვევო რეზერვები, რომლებიც უზრუნველყოფს მზღვეველის ფინანსურ სტაბილურობას.
მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №108/04. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.18.011.016046.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №108/04, 23.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.016046 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1536208/