„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№109/04
სარეგისტრაციო კოდი
290160000.18.011.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111223053, 26/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №109/04

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო რეზერვების  დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის  31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67 -ე მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების თანახმად,  ვბრძანებ:  

მუხლი 1. „სადაზღვევო რეზერვების  დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებით დამტკიცებულ ი წეს ის მე -5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის ნაშთი, რომელიც გამოითვლება მთლიანი განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვიდან დაქვითვის კომპონენტების გამოკლებით. განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვის დაქვითვის კომპონენტებია:

ბ.ა) ამ რეზერვში გადამზღვევლის წილი, ამ წესის მე -3  მუხლის პირველი პუნქტის „რ“ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ.ბ) მზღვეველის მიერ გადახდილ ზარალებთან დაკავშირებული მოთხოვნები გადაზღვევიდან, ამ წესის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ.გ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების – „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ – ფარგლებში მოქმედი მზღვეველის დავალიანება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან;

ბ.დ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების  – „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ – ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის“ მე -6 მუხლის მე -3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული კაპიტაციის ოდენობა, გარდა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ” ქვეპუნქტით გათვალიწინებული ოდენობებისა.

გ) მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის მთლიანი ოდენობა. ამასთან,მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის დაქვითვის კომპონენტ ს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების  – „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ – ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №35/01 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის“  მე -7 მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის ოდენობა.“.

მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის  და მის მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით, რო მლისთვისაც მნიშვნელოვანია დეტალურად იქნეს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი და სტრუქტურა, რომლებიც დასაშვებია მზღვეველის მიერ შექმნილი სადაზღვევო რეზერვების  დასაფარად.

მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2011.
როდის იქნა მიღებული „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №109/04. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.18.011.016047.
რამდენი მუხლისგან შედგება „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №109/04, 23.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1536223/