„მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№112/04
სარეგისტრაციო კოდი
290160000.18.011.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111223056, 26/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №112/04

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის № 36 /01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67 -ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის საფუძველზე,              ვბრძანებ:

    მუხლი 1

  „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №36/01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ეს წესი განსაზღვრავს მზღვეველის მიერ ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ყოველთვიური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესს.“.

ბ) მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადები

1. ყოველ კალენდარულ წელს მზღვეველი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) 1 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 თებერვლისა;

ბ) 2 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 მარტისა;

გ) 3 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 აპრილისა;

დ) 4 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 მაისისა;

ე) 5 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივნისისა;

ვ) 6 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივლისისა;

ზ) 7 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 აგვისტოსი;

თ) 8 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრისა;

ი) 9 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისა;

კ) 10 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა;

ლ)11 თვის ანგარიშგებას - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 დეკემბრისა;

მ) 12 თვის (წლიური) ანგარიშგებას - არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.

2. მზღვეველი პერიოდის ფულადი ნაკადების ანგარიშგებასა და განმარტებით შენიშვნებს წარადგენს მხოლოდ 12 თვის (წლიური) ანგარიშგების წარდგენისას.

3 . ფინანსური ანგარიშგების ფორმის სვეტი – „გასული წლის შესაბამისი პერიოდი“ ექვემდებარება შევსებას მხოლოდ 12 თვის ანგარიშგების წარმოდგენისას.“.

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. ფინანსური ანგარიშგების ფორმები

 1. მზღვეველი ამ წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ფინანსური ანგარიშგებები ციფრულად ხელმოწერილი უნდა იქნეს გენერალური დირექტორის (დირექტორის) ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

2. ფინანსური ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, დანართი №2–ის შესაბამისად. ხოლო მისი წარდგენა – ეროვნული ბანკის დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე insurance@nbg.gov.ge , ამ წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების დაცვით.“.

დ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 მუხლი:

    „მუხლი 6. გარდამავალი დებულებები.

2011 წლის 12 თვის (წლიური) ანგარიშგების ფორმა №1-ის „ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (საბალანსო უწყისი)“–ის წარმოდგენისას, 00080 სტრიქონში, „გასული წლის შესაბამისი პერიოდი“-ს სვეტში გადმოტანილ უნდა იქნეს მზღვეველის 2010 წლის 12 თვის (წლიური) ანგარიშგების ფორმა №1-ის 00080 სტრიქონის – „მოთხოვნები რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან“ მონაცემი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №1ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №2–ის:

ა) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8.    მოთხოვნები გადარჩენილი ქონებიდან – სადაზღვევო ზარალის დადგომის შედეგად გადარჩენილი ქონებიდან წარმოქმნილი დარიცხული მოთხოვნები, როგორც დაზღვევის, ისე მიღებული გადაზღვევის ოპერაციებიდან.“.

ბ) მე-2 მუხლის 21 -ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 „21.  წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი – მოგების მიმდინარე (საავანსო) გადასახადის მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. გარდა ამისა, ყოველი საანგარიშო პერიოდის (გარდა 12 თვის ანგარიშგების)დარიცხული ზარალის ის ნაწილი, რომელიც გაანგარიშებულია ფინანსური მოგების საგადასახადო განაკვეთის მიხედვით.“.

გ) მე-2 მუხლის მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „40.გადასახდელი მოგების გადასახადი – ანგარიშსწორება ბიუჯეტთან საანგარიშო წელს ფაქტიური მონაცემების საფუძველზე მიღებული მოგების გადასახადით. გარდა ამისა, ყოველი საანგარიშო პერიოდის (გარდა 12 თვის ანგარიშგების) დარიცხული მოგების ის ნაწილი, რომელიც გაანგარიშებულია ფინანსური მოგების საგადასახადო განაკვეთის მიხედვით.“.

დ) მე- 4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9.შემოსავალი რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან – პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი, რომელიც წარმოიშვა მზღვეველის მიერ რეგრესის უფლების გამოყენების შედეგად ; შემოსავალი, რომელიც წარმოიშვა ზარალის შედეგად მზღვეველის მფლობელობაში გადმოსული გადარჩენილი ქონებით.“.

ე) მე- 4 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „19. მოგების გადასახადი – საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადი, რომელიც ყოველი საანგარიშო პერიოდის ანგარიშგებაში აისახება შესაბამისი ფინანსური მოგების საგადასახადო განაკვეთის მიხედვით. ამასთან, აღნიშნული მოგების გადასახადი შესაბამისად აღირიცხება „ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში პერიოდის დასასრულისათვის“ (საბალანსო უწყისში) საანგარიშო წლის ბოლოს მზღვეველი ახდენს მოგების გადასახადის კორექტირებასა და ფასს -ის მიხედვით აღრიცხვას.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ფინანსური ანგარიშგებების დროულად წარდგენის აუცილებლობით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე