შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2011
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111226005, 29/12/2011
matsne.gov.ge 1,190 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.sataurixmlChar {mso-style-name:"satauri_xml Char"; mso-style-link:satauri_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; mso-style-link:"satauri_xml Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №29 2011 წლის 23 დეკემბერი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის ადგილობრივ სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის №22 დადგენილება.       მუხლი 3🔗  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე   ი. ქათამაძე დანართი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური  1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროა შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი და იყენებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 5. სამსახურის მისამართია: დაბა შუახევი, ჭავჭავაძის ქ. №16.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „ბუნებრივი ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 2. სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით. თავი II  სამსახურის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.  2. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა სახანძრო სალიკვიდაციო სამუშაოებში. 3. ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალების და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა.  4. გამოძახების მიღების და რეგისტრაციის, აგრეთვე საინფორმაციო სისტემების მუშაუნარიანობის უზრუნველყოფა.  5. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ხანძარ-საწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე.  6. ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა, დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება.  7. ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების ჩატარება და აღრიცხვა.  8. სახანძრო დაცვის ზედამხედველობის გავრცელების სფეროში „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.  9. სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით მდინარეებზე, ზღვაზე და წყალსაცავებზე.  10. დაქვემდებარებულ დანაყოფებში სახანძრო ტექნიკისა და სამაშველო ტექშეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობის კონტროლი.  11. სამსახურის დანაყოფების მუშაობის ანალიზი, წინადადებებისა და ღონისძიებების მომზადება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის.  12. ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიული მართვის განხორციელება.  13. საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა.  14. სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობა სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან.  15. უწყებების, წარმოება-დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელების, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციების დროს ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე.  16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისთვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად. 17. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.     მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.  2. სამსახურის უფროსი:  ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;  ბ) წარუდგენს გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;  გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;  დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;  ე) წარუდგენს გამგებელს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;  ვ) ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;  ზ) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;  თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ი) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; კ) ესწრება გამგებლის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; მ) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; ნ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, გამგებლის დავალებით. თავი III სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები     მუხლი 5🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; გ) დააყენონ საკითხი სამსახურის უფროსის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა საშუალებებით; ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების უფლებებითა და გარანტიებით.     მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას.     მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა სამართლებლივი და სოციალური გარანტიები სამსახურის პირადი შემადგენლობის სამართლებლივი და სოციალური დაცვის გარანტიები და შეღავათები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.