შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.12.2011
ძალის დაკარგვა 18.02.2015
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016045
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111226008, 29/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; font-weight:bold;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 28.3pt 44.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2011 წლის 23 დეკემბერი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის №23 დადგენილება.
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქათამაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის,
ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური
1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.
2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროა შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი.
4. სამსახური იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა შუახევი, თამარ მეფის ქუჩა № 30.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებასა და წინამდებარე დებულებას;
2. სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით;
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული და დამტკიცებული კულტურული, საგანმანათლებლო სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა, აგრათვე საკურატორო სფეროში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების მართვა და ორგანიზება;
ბ) განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება;
დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაობის განხორციელება;
ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მათ განხორციელებაზე ზრუნვა.
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ გამგებლობას მიკუთვნებული კულტურული დასვენება-გართობის ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობების შექმნის უზრუნველყოფა, აგრეთვე, აღმზრდელ-პედაგოგთა და მოსამსახურე პერსონალის საქმიანობის პირობების გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
თ) საკურატორო სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, დამსახურებული პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში თავისუფალი მოღვაწეობის ხელშეწყობა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია;
კ) შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და განვითარება;
ლ) კულტურის სფეროში ჯანსაღი, კონკურეტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა;
მ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ნ) ახალგაზრდა შემოქმედთა და პედაგოგთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და მათი საქმიანობის სტიმულირების უზრუნველყოფა;
ო) შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხელის შეწყობა;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ) ტურიზმის განყოფილება.
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში-სამსახურის უფროსი) რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით.
6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი
სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
გ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) გამგებლის დავალებით უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას;
ზ) სამსახურის საქმიანობის ქმედითობის ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
თ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
ი) ესწრება გამგებლის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალიწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
მ) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე გამგებლის წინაშე;
ნ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
ო) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით.
მუხლი 6🔗. განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები
განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ კულტურულ, საგანმანათლებლო სპორტულ და ძეგლთა დაცვის სფეროში შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
გ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ე) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციას;
ვ) კულტურის სფეროში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 7🔗. ტურიზმის განყოფილების ფუნქციები
ტურიზმის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შუახევის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, მათ განხორციელებაზე ზრუნვას;
ბ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) ტურიზმის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) ტურიზმის სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი III
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 9🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
გ) დააყენონ საკითხი სამსახურის უფროსის წინაშე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა საშუალებებით;
ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას.