ავტონომიური

რესპუბლიკის

მთავრობის

წარმომადგენლობების
–
სამეგრელო
-
ზემო

სვანეთის

რეგიონში
;

იმერეთის
,გურიის
,რაჭა
-
ლეჩხუმისა

და

ქვემო

სვანეთის

რეგიონებსა

და

აჭარის

ავტონომიურ

რესპუბლიკაში
,აღმოსავლეთ

საქართველოში

მიზნები
,ამოცანები

და

ფუნქციები
:

დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური დონისა და პატრიოტული სულისკვეთების შენარჩუნება და ამაღლება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის ისეთი ფორმების გამონახვა, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის, დევნილთა შესახებ მიღებული სამართლებრივი აქტების ცხოვრებაში გატარებას, წინადადებების მომზადებას ადგილობრივი და სხვა ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად. დევნილთა და განსახლების სამინისტროსათვის ქმედითი დახმარების გაწევა, დევნილთა სტატისტიკური მონაცემების დაზუსტებისა, მათთვის ჰუმანიტარული და სხვა დახმარებების გაწევის საკითხებში.

ა)  დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის, უცხოეთის, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ბ) შრომისუნარიანი დევნილი მოსახლეობის დასაქმების ორგანიზება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, შესაბამისი პროგრამების და აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივის გათვალისწინებით. დევნილ ახალგაზრდობასთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

გ) დევნილი მოსახლეობის შეხვედრების ორგანიზება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დ) დევნილი მოსახლეობის უფლებების ყოველმხრივი დაცვა;

დევნილთა

სოციალური

დაცვა
– 250000 (
ორას

ორმოცდაათი

ათასი
)
ლარი
(
სოციალური

უზრუნველყოფა
) (13 02), (14 02), (15 02))
განკუთვნილია

შემდეგი

კატეგორიებისათვის
:

– I ჯგუფის ინვალიდებზე – 100 ლარი;

– მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე – 100 ლარი;

– მარჩენალდაკარგულებზე – 100 ლარი;

– ომში დაღუპულთა ოჯახებს – 100 ლარი;

– დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე (თითოეულზე) – 100 ლარი;

– ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – 100 ლარი;

– 100 წელს გადაცილებულებზე – 100 ლარი;

– უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე – 100 ლარი;

– სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიური გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 ლარისა, პროგრამის მოცულობის 10%-ის ფარგლებში.

ერთჯერადი დახმარებების გაცემის წესი განისაზღვრება მთავრობის მიერ.

თავიVI

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  2012 წლის 9 თებერვლის კანონი №1 - ვებგვერდი, 13.02.2012 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 25 ოქტომბრის კანონი №3 - ვებგვერდი, 26.10.2012 წ.

მარეგულირებელი

ნორმე