თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.12.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №16/4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111226034, 29/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
span.PlainTextChar { }
span.BodyText3Char { }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 28.3pt 28.35pt 49.65pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16/4
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ.თეთრიწყარო
თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 20-ე და 25-ე მუხლების საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოიცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №1/3 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მესტვირიშვილი
დანართი №1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თეთრიწყაროს თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, გამგეობის დებულება, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თეთრიწყაროს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულებლის შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. სამსახურის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად მისი დამტკიცების მიზნით.
4. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებეს, ასევე გამგებლის დავალებებს.
5. სამსახურს გააჩნია თავისი ბეჭედი.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) დადგენილი წესით ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და დამტკიცების შემდეგ კოორდინაცია;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებისა და სოციალურ
-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორული გეგმის შეაბამისად საბიუჯეტო-საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტების შემუშავება, მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის წარდგენა საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად საკრებულოზე დამტკიცების მიზნით და შემდეგ შესრულების უზრუნველყოფა;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო და საგადასახადო ნორმატიული აქტების შემუშავება, მონაწილეობის მიღება, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე დადგენილი წესით წინადადებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრების მიზნობრივად და ეკონომიკურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება და განხორციელება;
ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების დავალებათა შესრულების ანალიზი და ამ საქმეში დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად ღონისძიებათა შემუშავება;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიუჯეტებთან საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ურთიერთდამოკიდებულების ფორმების სრულყოფასა და საბიუჯეტო ფორმებისა და საბიუჯეტო რესურსების ზრდის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
თ) ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური რეზერვების მობილიზაციისათვის ზრუნვა ხარჯვის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება და განხორციელება;
ი) ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და საწარმოებს, სამეურნეო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებს შორის ფინანსური ურთიერთობების სრულყოფის თაობაზე წინადადების შემუშავება;
კ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განხორციელება.
მუხლი 3🔗 . სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფები
– განყოფილებები:
ა) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;
ბ) ქონების მართვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც:
ა) ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესარულებაზე;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე;
დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) ასრულებს მუნიციპალიტეტის
საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებ
ს, ასევე გამგებლის.
4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი.
7. განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები
1. საქმიანობის ძირთადი ამოცანებიდან გამომდინარე,
სამსახურის ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და
ტერიტორიული ორგანოების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, გამგეობის სხვა სამსახურებთან,
საკრებულოს კომისიებთან, და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და გამგებლი
სთვის განსახილველად წარდგენა; გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში;
დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება;
ვ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსება;
ზ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრისა და შეცვლის, ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე შეღავათების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) ადგილობრივი საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნა და განახლება;
ი) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელება;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ლ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;
მ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ნ) გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებში, ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლი, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;
ო) კონტროლის განხორციელება ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე;
ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
პ) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლი და ანალიზი;
ჟ)
სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადების მომზადება;
რ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ს) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების შედგენა;
ტ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება
;
უ
) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განხორციელება;
ფ
) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია; წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობასა და განკარგვის საკითხებზე; წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზაციის ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ქ
) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაზე;
ღ
) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ყ
) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
შ
) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა ან სამუშაოთა ბიუჯეტიდან დაფინანსება საბიუჯეტო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი ან უყაირათო ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახსენოს გამგებელს და წარუდგინოს ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს შესაბამის კომისიას;
გ) ჩაატაროს შემოწმებები საბიუჯეტო ხარჯვის სისწორეზე;
დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 5🔗. სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელებას; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და
ტერიტორიული ორგანოების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარებას;
გ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსებას;
ე) ადგილობრივი საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;
ვ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელებას;
ზ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღებას; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებას და წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად;
თ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადებას;
ი) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშების მომზადებას
;
კ
) ახორციელებს
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6🔗. სამსახურის ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის
ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა
) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას
, ინვენტარიზაციას
, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა
და განხორციელებას
;
ბ
) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა
და რეგისტრაციას
; წინადადებების მომზადებას
მუნიციპალური ქონებით სარგებლობასა და განკარგვის საკითხებზე; წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას
მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზაციის ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
გ
) ზედამხედველობას
მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაზე;
დ
) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებად
სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ე
) რეკომენდაციების შემუშავებას
მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ვ
) ახორციელებს
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.