,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება № 13-63
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით (სსმ V, №21, 03.09.2010, მუხლი 578, გვ.9) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის ,,ბ ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აუქციონი (საჯარო აუქციონი, ელექტრონული აუქციონი, პირობებით გამოცხადებული აუქციონი, განმეორებითი ან ვადაგაგრძელებული აუქციონი) – ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.) საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე;“;
ბ) მეორე მუხლის „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აუქციონატორი – ქ. თბილისის მთავრობის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი), – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზაციო ქონების დადგენილი ფასით და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე;“;
გ) მეორე მუხლის „თ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ლოტი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონება (უძრავ-მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.). ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ობიექტი;“;
დ) მეორე მუხლის „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საწყისი ფასი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ აუქციონზე გატანილ/საპრივატიზებო ქონებაზე დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი“.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილ ი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №13-63. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.36.101.016081.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №13-63, 23.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040110030.36.101.016081 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1537904/