„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2011 წლის 21 დეკემბერი
დ. ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 ს ექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 03სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ V,№28,22.09.2010,მუხ.803.)შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებ ა და დამატებ ა:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფასა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების ხელშეწყობას.
2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა გამგეობასთან.
3. ადმინისტრაციული სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, კოსტავას №3.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი, შემოსული წერილებისა და დოკუმენტაციის სარეგისტრაციო შტამპი და იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებლივი საფუძვლებია, „საქართველოს კონსტიტუცია“, „ადგილობრივი თვით მ მართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ს პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიების ჩატარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება;
ბ) ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებ ას დაემატოს მე-61 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 61. ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:
ა) ახორციელებს ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების მიზნით კონცეფციების და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადება ს, პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ბ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდ ების მონაწილეობის ხელშეწყობას;
გ) ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
დ) ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება ს;
ვ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულებ ის „თავი IV“ ამოღებულ იქნ ე ს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე