ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.12.2011
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.142.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.msonormalbullet2gifbullet1gif, li.msonormalbullet2gifbullet1gif, div.msonormalbullet2gifbullet1gif {mso-style-name:"msonormalbullet2gifbullet1\.gif"; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.msonormalbullet2gifbullet3gif, li.msonormalbullet2gifbullet3gif, div.msonormalbullet2gifbullet3gif {mso-style-name:"msonormalbullet2gifbullet3\.gif"; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:sataurixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxexml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgilixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmoceraxml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danartixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxlixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavisataurixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.z-TopofFormChar {mso-style-name:"z-Top of Form Char"; mso-style-link:"z-Top of Form"; font-family:"Arial","sans-serif"; display:none;} span.z-BottomofFormChar {mso-style-name:"z-Bottom of Form Char"; mso-style-link:"z-Bottom of Form"; font-family:"Arial","sans-serif"; display:none;} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml0, li.danartixml0, div.danartixml0 {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml0, li.khelmoceraxml0, div.khelmoceraxml0 {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml0, li.adgilixml0, div.adgilixml0 {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.ui-dialog-title4 {mso-style-name:ui-dialog-title4; color:#274448;} span.ui-icon43 {mso-style-name:ui-icon43;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 42.5pt 45.0pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 18
2011 წლის 26 დეკემბერი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. სტამბოლციანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ საქმიანობას.
2. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი – შემოსული და გასული დოკუმენტებისათვის, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით და სხვა რეკვიზიტები.
3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №20.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ”, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
მუხლი 3🔗. სამსახურში საქმისწარმოებისა და ბეჭდის გამოყენების წესი
1. სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების წამოჭრის, შესწავლის, დამუშავების, აღრიცხვისა და სხვა მოქმედებათა შესრულების დროს მიმდინარეობს საქმისწარმოება.
2. საქმისწარმოებისას სამსახური უფლებამოსილია ოფიციალური დოკუმენტების გაცემისას გამოიყენოს სამსახურის ბლანკი და ბეჭედი.
3. სამსახურის ბეჭედი სავალდებულოდ გამოიყენება: ცნობებზე, უფლებამოსილებების განხორციელებისას შესრულებულ დოკუმენტებზე.
4. ბეჭედი გამგებლის ბრძანებით და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება სამსახურის უფროსს.
5. ბეჭედზე და ბლანკზე დაიტანება მუნიციპალიტეტისა და სამსახურის ზუსტი სახელწოდება.
მუხლი 4🔗. სამსახურის ამოცანები, ფუნქციები და უფლებები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხანძრის ჩაქრობის და საავარიო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში.
2. დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას დაქვემდებარებულ ობიექტზე და იღებს ზომებს შემოწმების შედეგების მიხედვით;
ბ) უზრუნველყოფს ხანძრის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში;
გ) მონაწილეობას ღებულობს ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო ტაქტიკურ სწავლებაში, კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების წინადადებების მომზადებას;
ე) შეიმუშვებს ხანძრის ჩაქრობის ორგანიზების წესს;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ობიექტებზე ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზაციას და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების პრევენციის მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს ხანძრისა და მათი შედეგების ლიკვიდაციას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;
თ) სახელმწიფო ხანძარსწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 5🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ასრულებს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.
4. სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) სახანძრო განყოფილება;
ბ) საავარიო-სამაშველო განყოფილება.
მუხლი 7🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
გ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის საჭიროებისათვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის, ინვენტარისა და სხვათა გამოყოფაზე, რაც საჭიროა სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 8🔗. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს დანაყოფისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) ამუშავებს წინადადებებს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესის, მისი მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებელთან, სამსახურის უფროსის წარდგინებით, მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.
მუხლი 9🔗. მოსამსახურეთა უფლებები
ა) სამსახურის პირადი შემადგენლობა, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობს საჭირო აღჭურვილობით და დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, კანონით დადგენილი პერიოდულობით;
ბ) პირადი შემადგენლობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, კანონმდებლობის საფუძველზე, ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლის დაღუპვის, დასახიჩრების და დაინვალიდების შემთხვევაში კომპენსაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. მოსამსახურეთა მოვალეობები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ გამგეობის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 11🔗. სამსახურის ანგარიშგება
სამსახური წლის ბოლოს ადგენს ანგარიშს შესრულებილი სამუშაოს შესახებ და წარუდგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად, საკრებულოს სხდომაზე განხილვის მიზნით.
მუხლი12. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.