საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2011
ძალის დაკარგვა 09.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №113/04
სარეგისტრაციო კოდი 010240030.18.011.016051
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111227018, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoSalutation, li.MsoSalutation, div.MsoSalutation {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №113/04
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 17 ნოემბრის №208/01 ბრძანება „საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის“ შესახებ.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში _ ბანკი) სტაჟირების გავლის წესს და პირობებს.
მუხლი 2🔗. ბანკში სტაჟირების მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მუხლი 3🔗. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება _ ბანკში ამ წესით რეგულირებადი არაანაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი _ პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე ბანკში გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი _ პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ბანკში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.
მუხლი 4🔗. სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრებით.
მუხლი 5🔗. სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე.
თავი II
სტაჟიორთა კონკურსი
მუხლი 6🔗. ბანკში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით.
მუხლი 7🔗.
1. სტაჟიორთა კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, მათი საბუთების შემოწმებას უზრუნველყოფს პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება.
2. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი (დანართი 1);
ბ) სივი (CV);
გ) პირადობის მოწმობის ასლი.
3. კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში დამატებით უნდა წარადგინოს:
ა) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ბ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 8🔗. სტაჟიორთა კონკურსს ატარებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით.
მუხლი 9🔗.
1. კონკურსის გამოცხადება ხდება ბანკის და ბანკის მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის თემატიკას;
ბ) ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი.
3. დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსი ტარდება გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა.
მუხლი 10🔗. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არც ერთი განცხადება არ იქნა წარდგენილი.
მუხლი 11🔗.
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბანკის პრეზიდენტს წარუდგენს სტაჟიორობის კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
2. სტაჟიორის დანიშვნის შესახებ გამოიცემა ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბრძანება.
3. სტაჟიორს სტაჟირების ვადით განესაზღვრება ხელმძღვანელი. იმ სტრუქტურული ერთეულიდან, სადაც გადის სტაჟირებას.
თავი III
სტაჟირების ვადა
მუხლი 12🔗.
1. სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. სამუშაოზე ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ავადმყოფობა, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან ან მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
მუხლი 13🔗.
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) სტაჟიორის თანამშრომლად აყვანა ;
ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გამოიცემა პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“,„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით.
თავი IV
ბანკის მოვალეობები
მუხლი 14🔗.
1. ბანკი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს დროულად მიაწოდოს შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო ინფორმაცია და მისცეს მიმართულება.
თავი V
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
მუხლი 15🔗. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკა, ელექტრონული საშუალებები და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს ბანკის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში.
მუხლი 16🔗.
1. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს დაკისრებული დავალებები;
დ) არ გათქვას ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის პერიოდში.
თავი VI
სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება
მუხლი 17🔗.
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორი წარადგენს სტაჟირების პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს. სტაჟირების შედეგებს აფასებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევ სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დანართი 1
საქართველოს ეროვნული ბანკი
განაცხადის ფორმა
1. გვარი, სახელი ________________________________________________________________
2. დაბადების ადგილი, თარიღი __________________________________________________
3. მოქალაქეობა _________________________________________________________________
4. პირადი ნომერი ___________________________________________
5. იურიდიული მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
6. განათლება, სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) ----------------------------------------
8. სწავლის დასრულების თარიღი ---------------------------------------------------------------
9. ჩამოთვალეთ უცხო ენები, რომლებსაც ფლობთ --------------------------------------------
შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად
10. ჩამოთვალეთ კომპიუტერული პროგრამები, რომლებსაც ფლობთ
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
11. ეროვნული ბანკის რომელ სტრუქტურულ ერთეულში გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ ორი სტრუქტურული ერთეული პრიორიტეტების მიხედვით
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
ხელმოწერა _________________________
შევსების თარიღი ____________________