📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2011
ძალის დაკარგვა 31.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №1003
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111227020, 29/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,425 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2011 მიღება
31.07.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №1003 2011 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულება”.     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №275 ბრძანება.     მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბ.ახალაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ( CIS) დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.      მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომ _ „მინისტრი”) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის (შემდგომ _ „გაერთაიენებული შტაბის უფროსი”) წინაშე.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ( CIS) დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა)  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარება შეიარაღებული ძალების მოთხოვნების შესაბამისად; ბ)  სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ეფექტური გამოყენება, როგორც მშვიდობიანი, ასევე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში; გ)  სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტების მომზადების მაღალი დონის შენარჩუნება; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველსაყოფად, მწყობრიდან გამოსული საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელების აღდგენითი სამუშაოების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციის რაიონის ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების რეგიონალურ და ადგილობრივ შტაბებს შორის რადიო და სატელეფონო კავშირის ორგანიზება; ე) სამინისტროს ინფორმაციული პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა; ვ) ინფორმაციული სისტემების დანერგვის პროცესების მართვა და მათი განვითარების უზრუნველყოფა.     მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ფუნქციებია: ა)  შეიარაღებული ძალების მართვისათვის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და კონტროლი; ბ)  ოპერაციების და სწავლებების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და კონტროლი; გ)  სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების შესაძლებლობების ანალიზი და ადმინისტრირებაზე კონტროლი; დ)     კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე კონტროლი; ე)  ინფორმაციის უსაფრთხოების პროცედურების განსაზღვრა და შესრულებაზე კონტროლი; ვ) სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის განსაზღვრა და მის საფუძველზე ერთიანი პოლიტიკის გატარება; ზ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; თ) ინფორმაციული სისიტემების ინტეგრაციული პროცესების კოორდინაცია; ი) ინფორმაციული სისიტემების ფუნქციონირების ანალიზი და მათში დაგროვებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი; კ) სამინისტროში ინფორმაციული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი; ლ) სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდასახელმწიფოებრივი სტანდარტების წარმოების პოლიტიკის გატარება; მ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვეკდანაყოფებსა და ჯარების სახეობებში ინფორმაციული სისტემების დანერგვა და მათი შემდგომი განვითარება; ნ) ინფორმაციული სისტემების მომხმარებელთა სწავლება/გადამზადების ორგანიზება სისტემის დანერგვისა და შემდეგ ეტაპზე მისი ათვისების ხელშეწყობის მიზნით. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 7🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს.     მუხლი 10🔗 დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 12🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;  გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას შორის, აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე; ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) პირადი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე; თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.     მუხლი 13🔗 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა)  აძლევს მითითებებს დეპარტამენტის პირად შემადგენლობას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ)  პასუხისმგებელია დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნაზე; გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;  დ) კოორდინაციას უწევს სამმართველოების მუშაობას;  ე) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას;  ვ) მონაწილეობს დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნის გეგმებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების დამუშავებაში.     მუხლი 14🔗 სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს მისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები     მუხლი 15🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომ – ქვედანაყოფი): ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების დაგეგმვის სამმართველო; ბ) რადიოკავშირების დაგეგმვის სამმართველო; გ) განვითარების დაგეგმვის სამმართველო; დ) ინფორმაციის უსაფრთხოების დაგეგმვის და სისტემების ექსპლუატაციის კონტროლის სამმართველო.     მუხლი 16🔗  ინფორმაციული ტექნოლოგიების დაგეგმვის სამმართველო ახორციელებს ინფორმაციული და სატელეფონო სისტემების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნას, არსებული კომპიუტერული და სატელეფონო ქსელების შესაძლებლობების ანალიზს, დაგეგმვას და ადმინისტრირებაზე კონტროლს, ქსელში მომხმარებელთა უფლებამოსილებების განსაზღვრას.     მუხლი 17🔗  რადიოკავშირების დაგეგმვის სამმართველო ახორციელებს რადიო და რადიოსარელეო სისტემების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შექმნას, არსებული კავშირგაბმულობის ქსელების შესაძლებლობების ანალიზსა და ორგანიზების კონტროლს, სამინისტროზე გამოყოფილი სიხშირული სპექტრის მართვას, განაწილებას და რადიოსაშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობის განსაზღვრას.     მუხლი 18🔗 განვითარების დაგეგმვის სამმართველო ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, ტესტირებას და ანალიზს სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციულ სისტემებში მათი შესაძლო დანერგვისათვის. კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების დაგეგმვის პროცედურების კოორდინაციას, კავშირგაბმულობის და ინფორმაციულ სისტემების NNATO-სთან თავსებადობის განსაზღვრასა და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებული NATO-ს სტანდარტიზებული დოკუმენტების მოთხოვნების რეალიზაციას შეიარაღებულ ძალებში.     მუხლი 19🔗  ინფორმაციის უსაფრთხოების დაგეგმვის და სისტემების ექსპლუატაციის კონტროლის სამმართველო ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ტაბელების კოორდინაციასა და დაკომპლექტების ანალიზს. უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების საშუალებების ექსპლუატაციის, ტექნიკური (სარეგლამენტო) მომსახურების და რემონტის კონტროლს. ჯარების ფარულად მართვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავებას, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას ქვედანაყოფების აღჭურვის პროცესში.   მუხლი 20🔗  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.