„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№156
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228009, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №156

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №170, მუხ. 2449) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ადმინისტრაციული სამსახური

ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მაცნ ე ს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ბ) მაცნ ე ს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას და წარმოებას;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად მაცნეში კონკურს თან, ატესტაცი ასთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;

დ) მაცნ ე ს შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, მაცნ ე ს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;

ე) თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციას;

ვ) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტების და სხვა დოკუმენტების მიღებას და ელექტრონულ აღრიცხვას;

ზ) მაცნეში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და დროულად მიწოდებას მაცნ ე ს ხელმძღვანელობისთვის;

თ) მაცნ ე ს სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის აღრიცხვას და შედეგების თაობაზე თავმჯდომარის ინფორმირებას;

ი) საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;

კ) მაცნ ე ს ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას;

ლ) მაცნ ე ს მიერ დანერგილი სიახლეების პერიოდულ გაშუქებას;

მ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების და შეხვედრების ორგანიზებას;

ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;

ო) მაცნ ე ს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლას და დანერგვას;

პ) მაცნ ე ს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;

ჟ) მაცნ ე ს ვებგვერდზე გამოგზავნილი მომხმარებელთა წერილების და წინადადებების შესწავლას და შესაბამის დამუშავებას;

რ) ნორმატიული აქტების კრებულების, კოდექსების ოფიციალური ტექსტების და სხვა იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციას;

ს) მაცნეს არქივში არსებული დოკუმენტების შენახვა-დაცვას და არქივის გამართულად ფუნქციონირებას.“.

 3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას.“.

 4.  მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი