არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 11.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №208/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111228011, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml0, li.adgilixml0, div.adgilixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.PlainTextChar { }
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.abzacixmlChar { }
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; }
span.BodyTextChar { }
span.hps { }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 31.5pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №208/ნ
2011 წლის 2
8 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანდართული წესდება
.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
დ
.
შაშკინი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდება
პრეამბულა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საუნივერსიტეტო განათლების კლასიკურ ევროპულ მოდელზე დაფუძნებული უნივერსალური სამეცნიერო
-კვლევითი და სასწავლო ცენტრი.
XIX საუკუნის ქართველ განმანათლებელთა იდეების კვალდაკვალ ივანე ჯავახიშვილისა და მის თანამოაზრეთა მიერ 1918 წელს დაფუძნებული პირველი ქართული უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ცივილიზებულობის, დემოკრატიულობისა და თვითმყოფადობის სიმბოლოა, რომლის მიზანია სტუდენტთათვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი განათლების მიცემა, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მართლშეგნების მაღალი დონის მქონე მოქალაქეთა აღზრდა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია.
დამოუკიდებლობა, აკადემიურობა, ფუნდამენტურობა და ინოვაციურობა, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები განსაზღვრავს უნივერსიტეტის სპეციფიკასა და თვითმყოფადობას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის წესდების მოქმედების სფერო
ეს წესდება აწესრიგებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში – „უნივერსიტეტი“) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უნივერსიტეტის მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს.
მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის სტატუსი
1. უნივერსიტეტი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“ უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „თსუ“. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, ქ. თბილისი, საქართველო.
3. უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, საბანკო ანგარიშები, ოფიციალური ვებგვერდი - www.tsu.edu.ge.
4. უნივერსიტეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის №412 დადგენილებით.
მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის მიზნები
უნივერსიტეტის მიზანია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
ე) საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება;
ვ) უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი – მაგისტრატურა – დოქტორანტურა), დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;
ზ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;
თ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
ი) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;
კ) პერსონალის პროფესიული განვითარება;
ლ) აკადემიური თავისუფლების დაცვა;
მ) სტუდენტისა და პროფესორის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
ნ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
ო) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სიმბოლიკა და საუნივერსიტეტო დღესასწაული
1. უნივერსიტეტს აქვს თავისი გერბი, ლოგო, დროშა და ჰიმნი.
2. საუნივერსიტეტო დღესასწაულია 8 თებერვალი – უნივერსიტეტის დაარსების დღე.
თავი II
უნივერსიტეტის მართვა
მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია – რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის მართვის ორგანოებია
– ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება უნივერსიტეტის რექტორის და აკადემიური საბჭოს აპარატის, რექტორის მრჩეველთა საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაცია), უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების - ფაკულტეტების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების და სხვა დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისაგან.
4. უნივერსიტეტის სტრუქტურა მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინებით.
5. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესდებითა და ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია უნივერსიტეტის ქონებისა და ფინანსების მართვის მიზნით შექმნას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართავად გადაეცემა უნივერსიტეტის ქონებისა და/ან ფინანსების ნაწილი.
მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უნივერსიტეტის წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
3. უნივერსიტეტზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები.
მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო
1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო
– სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
– რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება,
წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ფაკულტეტების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილობას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელს
– რექტორს;
ე) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის, უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის კანდიდატურის, უნივერსიტეტის ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოზე განხილვაში;
ვ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე, ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით;
თ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით;
ი) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების აღიარების წესს;
კ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
ლ) რექტორს დასანიშნად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ნ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ო) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალის პროფესორთა თანამდებობებზე არჩევისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ;
პ) მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრუქტურის წარმომადგენლობით საბჭოზე განხილვაში;
ჟ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;
რ) შეიმუშავებს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესს;
ს) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ტ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
უ) იღებს უნივერსიტეტის წესდების 49-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას;
ფ) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვის ვადით, ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
ქ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ღ) ამტკიცებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს საქმიანობისა და თავმჯდომარის არჩევის წესს;
ყ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
შ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს;
ჩ) დადგენილებით იღებს ფაკულტეტების, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ც) ამტკიცებს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიან მოდელს;
ძ) იღებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
წ) უფლებამოსილია, რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების, ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
ჭ) ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს;
ხ) უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია საბჭოს წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, შექმნას დროებითი კომისიები. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;
ჯ) უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტი;
ჰ) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს
მათი მიღების პირობებსა და წესს;
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.
მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.
მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი
1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი.
2. აკადემიური საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.
3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი
1. რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.
2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
მუხლი 12🔗. გადაწყვეტილების მიღება
1. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. აკადემიური საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.
მუხლი 13🔗. ხმის მიცემა
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
მუხლი 14🔗. ოქმის წარმოება
1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი.
2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს სხდომის მდივანი.
მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის ხელმძღვანელი (რექტორი)
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
2. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე რექტორი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას;
ბ) წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში;
გ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, მათ შორის ხელშეკრულებები უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის სტუდენტს შორის;
დ) უფლებამოსილია დადოს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გარიგებები, რომელთაც ხელს ასევე აწერს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ე) ფაკულტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების, ხოლო დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამ სტრუქტურული ერთეულის პერსონალის ნუსხას და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხის პროექტში შეყვანის მიზნით;
ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
თ) ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს;
ი) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დეკანს ან იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას დეკანის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ;
კ) წესდების 40-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ლ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან ათავისუფლებს ფაკულტეტის დეკანს;
მ) ნიშნავს და ათავისუფლებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს;
ნ) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარდგინებით ამტკიცებს და ინსტიტუტის წარდგინებით ან საკუთარი მოტივირებული გადაწყვეტილებით თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსტიტუტის დირექტორებს;
ო) დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო სამეცნიერო სფეროში დეკანის მოადგილეს;
პ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
ჟ) ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს;
რ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთობლივად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტს დასამტკიცებლად;
ს) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო-აკადემიური
– საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რექტორის ბრძანების სახით.
4. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, რაც განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
5. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
6. უნივერსიტეტის რექტორის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 16🔗. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი)
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უნივერსიტეტის კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანო.
მუხლი 17🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების სფერო
1. წარმომადგენლობითი საბჭო:
ა)
შეიმუშავებს და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს უნივერსიტეტის წესდების, წესდების ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას;
დ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტების, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დებულებებს;
ე) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ვ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ზ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ოდენობასა და პირობებს;
თ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევის წესს;
ი) განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საერთო რაოდენობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ბიუჯეტის ცვლილებებს;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს ბიუჯეტის შედგენის წესს, რომელიც გარდა ბიუჯეტის შედგენის ძირითადი პრინციპებისა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ზღვრულ ოდენობებს;
მ) რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
ნ) უფლებამოსილია, მოტივირებული წარდგინებით მიმართოს რეგენტთა საბჭოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით;
ო) მომდევნო წლის პირველი კვარტალის დასრულებამდე აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ისმენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიურ ანგარიშს;
პ) აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და რეგენტთა საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორის კანდიდატურას;
ჟ) რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორს;
რ) რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდებას;
ს) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ტ) უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები;
უ) ამტკიცებს უნივერსიტეტის დროშას, გერბს და ჰიმნს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.
მუხლი 18🔗. კვორუმი და სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა ნახევარზე მეტი.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა.
მუხლი 19🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
2. სპიკერი:
ა) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;
გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
დ) უფლებამოსილია წარმოადგინოს წინადადება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ;
ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში;
ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 20🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს აპარატი, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან, დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც აპარატს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
მუხლი 21🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების ფორმირება
1. წარმომადგენლობით საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, წარმომადგენლობითმა საბჭომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს არანაკლებ 3 წევრით. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
მუხლი 22🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევა და მიმდინარეობა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა, როგორც წესი, მოიწვევა სემესტრში ორჯერ მაინც, სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, განთავსდება საჯარო გაცნობისათვის უნივერსიტეტის შენობაში და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება საბჭოს წევრებს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/4-ის მოთხოვნით.
4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს სპიკერი მისი მოწვევის აუცილებლობის შემთხვევაში.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმში. ოქმს ხელს აწერს სპიკერი (ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი ან სხდომის მდივანი.
მუხლი 23🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)
1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, რეგენტთა საბჭოს წარდგინებით.
3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 8 წელიწადს.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
მუხლი 24🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით, ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) უნივერსიტეტის რექტორთან ერთობლივად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტს დასამტკიცებლად;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს წარმომადგენლობით საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, ხოლო დასამტკიცებლად რეგენტთა საბჭოს;
ზ) ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგს თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით;
თ) ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალს;
ი) უნივერსიტეტის პერსონალთან აფორმებს შრომით კონტრაქტებს;
კ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ლ) ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეებს და ანაწილებს მათ ფუნქციებს;
მ) ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს დეკანის მოადგილეს საფინანსო – ეკონომიკურ სფეროში და ფაკულტეტის ადმინისტრაციის პერსონალს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების სახით.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, რაც განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
5. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 25🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რაშიც, მონაწილეობენ აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები. შეფასების შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.
2. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების და მართვის მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად.
3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოადგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციური საქმიანობის განმსაზღვრელ აქტს.
5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზით და ხელმძღვანელობს და განახორციელებს აკადემიურ სფეროში უნივერსიტეტის საქმიანობის თვითშეფასების პროცესს.
მუხლი 26🔗. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები
1. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები წარმოადგენენ უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, რომელებიც ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.
2
. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები წარმოადგენენ უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ დებულებები, რომლებიც მათი წარდგინებით მტკიცდება უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და საქმიანობის წესი დგინდება ამ სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.
მუხლი 27🔗. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც დაცულია ფონდებად ორგანიზებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ისტორიულ–კულტურული ხასიათის მქონე საბიბლიოთეკო დოკუმენტები.
2. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შედგება ადმინისტრაციისაგან, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებისაგან, სამკითხველო დარბაზებისა და წიგნსაცავისგან.
3. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა:
ა) ხელს უწყობს საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას;
ბ) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მოთხოვნათა შესაბამისად აყალიბებს ბიბლიოთეკის ფონდებს;
გ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას;
დ) უზრუნველყოფს მკითხველთა დიფერენცირებულ მომსახურებას სამკითხველო დარბაზებში, აბონემენტის განყოფილებასა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებში.
თავი III
უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები
მუხლი 28🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები
1. უნივერსიტეტის ფაკულტეტები წარმოადგენენ უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი.
3. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით და მის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ადმინისტრაცია (დეკანი, დეკანის მოადგილე/მოადგილეები და ადმინისტრაციის შემადგენლობაში არსებული დამხმარე სტრუქტურული ერთეულები), სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები.
4. ფაკულტეტის დებულებას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.
5. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტზე არსებული სასწავლო
-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებიდან
წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. საბჭოს წევრთა ოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.
6. ფაკულტეტის საბჭო შეიძლება შედგებოდეს არანაკლებ 20 და არა უმეტეს 40 წევრისგან.
7. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში, ასევე შედის ფაკულტეტის დეკანი.
მუხლი 29🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პროექტს;
ბ) დეკანის წარდგინებით განიხილავს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) დეკანის წარდგინებით განიხილავს ფაკულტეტის დებულებას, რომელიც უნდა მოიცავდეს ფაკულტეტის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ფაკულტეტის დეკანს დასანიშნად წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ზ) უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების გამოყენების თაობაზე;
თ) დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინადადებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს.
მუხლი 30🔗. ფაკულტეტის დეკანი
1. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. დეკანის თანამდებობა ერთი და იმავე პირის მიერ შეიძლება დაკავებული იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს ორი მოადგილე, საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროებში.
3. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ვ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) უნივერსიტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს დეკანის მოადგილეების კანდიდატურებს;
თ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ფაკულტეტის ადმინისტრაციის პერსონალს;
ი) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
კ) რექტორს წარუდგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების ნუსხის პროექტს;
ლ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დეკანი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
5. ფაკულტეტის ინტერესებიდან გამომდინარე დეკანისათვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება) და შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 31🔗. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
2. სადისერტაციო საბჭოები შედგება შესაბამისი ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორებისაგან. მათ გარდა, ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობაში შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირიც.
3. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგებში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
მუხლი 32🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობის, ფაკულტეტის დებულების საფუძველზე.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი.
4. საჭიროების შემთხვევაში ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.
თავი IV
უნივერსიტეტისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) შექმნის წესი
მუხლი 33🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის ზოგადი პრინციპები
უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნები ტარდება თავისუფალი და თანასწორი არჩევნების პრინციპების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის დაცვით.
მუხლი 34🔗. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი
1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი.
2. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის უფლების მქონე სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობების საშტატო ნუსხის 1/4-ით. დამრგვალება ხდება სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა სასარგებლოდ.
3. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ის პირი, რომელსაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა.
5. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შესაძლებელია აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა განისაზღვრება 4 წლით.
6. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა მოქმედი აკადემიური საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 35🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
1. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.
3. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ-ცალკე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
6. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა მოქმედი წარმომადგენლობითი საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტების დეკანები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, აკადემიური საბჭოს წევრები.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
9. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს ახლადარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
11. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს.
12. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი და არჩეულად ჩაითვლება პირი რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
13. წარმომადგენლობითი საბჭო სპიკერს ირჩევს საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით.
მუხლი 36🔗. რექტორის არჩევის წესი
1. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირმა, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
მუხლი 37🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების წესი
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, ღია კენჭისყრით. საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.
3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირმა, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 38🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
მუხლი 39🔗. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი
ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ფაკულტეტზე არსებული სასწავლო
-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებიდან და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა შეადგენს საბჭოს წევრ აკადემიური პერსონალის 1/4-ს, დამრგვალება ხდება სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა სასარგებლოდ.
მუხლი 40🔗. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების წესი
1. ფაკულტეტის დეკანს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილი არაუმეტეს 3 კანდიდატისაგან ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატურას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არაუმეტეს 3 კვირისა. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა აკადემიური საბჭოს მიერ ხორციელდება ფაკულტეტის საბჭოსათვის წარსადგენად კანდიდატურების შერჩევა.
3. დეკანობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის, მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი და სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციის გარდა, აუცილებელია ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა.
4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, დეკანის კანდიდატურის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვის ვადით, ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.
მუხლი 41🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის წესი
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებითა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანხმობით, ნიშნავს ფაკულტეტის დეკანი.
მუხლის 42. მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადების უფლებამოსილება
1. რექტორის არჩევნები ცხადდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო.
3. აკადემიური საბჭოს არჩევნები ცხადდება უნივერსიტეტის რექტორის მიერ.
მუხლი 43🔗. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისია შედგება 9 წევრისაგან. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტით.
3. არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიაში შესაძლებელია შეყვანილი იქნას სტუდენტური თვითმმართველობისა და არჩევნების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
4. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. კომისია ვალდებულია, არჩევნები ჩაატაროს უნივერსიტეტის წესდებისა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
5. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
6. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა უფლებამოსილებებს.
7. საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლვს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის, ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირი, აგრეთვე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატი.
9. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები ამ წესით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შესაძლებელია იღებდნენ ანაზღაურებას.
თავი V
უნივერსიტეტის პერსონალი
მუხლი 44🔗. უნივერსიტეტის პერსონალი
უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამეცნიერო, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობებზე პირი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით შესაძლებელია დასაქმებული იქნას არაუმეტეს 12 თვის ვადით, გარდა კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 45🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების თანამდებობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.
4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას ადგენს აკადემიური საბჭო.
მუხლი 46🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
3. კონკურსის ჩატარების წესსა და ვადებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
მუხლი 47🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.
4. აკადემიური საბჭოს მიერ შესაძლებელია განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
მუხლი 48🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
მუხლი 49🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აკადემიური წოდებები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით.
2. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობა.
4. უნივერსიტეტს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
მუხლი 50🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები
აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 აკადემიური წლის შემდეგ, პროფესიული განვითარების მიზნით, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არაუმეტეს 10 თვის ვადით;
ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;
მუხლი 51🔗. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები
აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ ფაკულტეტის საბჭოს წარუდგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
მუხლი 52🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანები და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
3. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
4. სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება სამეცნიერო
-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო პერსონალი.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნებიან საშტატო განრიგით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული შტატგარეშე, უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
მუხლი 53🔗. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების საფუძვლები
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ-ქმედუნარიანად აღიარება;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა ან/და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 54🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის მიერ აკადემიური თანამდებობის შეთავსების შემთხვევაში, აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობისათვის ეძლევა მხოლოდ აკადემიური თანამდებობისათვის უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო.
3. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, ასევე დამხმარე თანამდებობასთან.
4. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიერ აკადემიური თანამდებობის შეთავსების შემთხვევაში მას არ მიეცემა ინსტიტუტის დირექტორისათვის უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო.
5. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
7. პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა.
8. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
9. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირი ან სტრქუტურული ერთეულის ხელმძღვანელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი.
თავი VI
სტუდენტი
მუხლი 55🔗. უნივერსიტეტის სტუდენტი
1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
2. უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.
მუხლი 56🔗. სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, კანონმდებლობისა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში.
მუხლი 57🔗. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და სამართლებრივი აქტები.
მუხლი 58🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით.
მუხლი 59🔗. სტუდენტური თვითმმართველობა
1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელიც ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის მართვის ორგანოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
5. სტუდენტური ღონისძიებებისათვის განსაზღვრული ასიგნებები აისახება უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური კლასიფიკატორით გათვალისწინებულ პარამეტრებში.
მუხლი 60🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) ადმინისტრაციული (ფინანსური დავალიანება) ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა;
გ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს 5 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.
3. სტუდენტის სტატუსი შეჩერებულად ითვლება თუ სტუდენტს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაუვლია აკადემიური რეგისტრაცია, მაგრამ სტუდენტის სტატუსის შეჩერება არ გაფორმებულა შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;
ე) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
ვ) გარდაცვალება.
6. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
თავი VII
უნივერსიტეტის განათლების საფეხურები
მუხლი 61🔗. განათლების საფეხურები
1. უნივერსიტეტში მოქმედებს სამსაფეხურიანი უმაღლესი აკადემიური განათლება. განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
2. უნივერსიტეტში მოქმედებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
3. უნივერსიტეტში ხორციელდება სპეციალური - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
4. უნივერსიტეტში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს.
5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
მუხლი 62🔗. აკადემიური ხარისხის მინიჭება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს უნივერსიტეტი ანიჭებს დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რომელიც საკმარისია სწავლების მოცემული საფეხურის დასასრულებლად.
სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.
თავი VIII
უნივერსიტეტის დაფინანსება, უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 63🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს.
3. დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობა.
4. ბიუჯეტში სხვა ცვლილების შეტანა ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
მუხლი 64🔗. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა
1. უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.
2. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციულ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირები.
მუხლი 65🔗. უნივერსიტეტის განვითარების ფონდი
1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია უნივერსიტეტის ქონებისა და ფინანსების ნაწილის მართვის მიზნით შექმნას ა(ა)იპ - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდი“, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება და/ან ფინანსები;
2. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდება, რეგენტთა საბჭოს თანხმობით, მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ;
3. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორს რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის მიზნები, საქმიანობის მიმართულებები და მართვის პრინციპები განისაზღვრება ფონდის წესდებით.
მუხლი 66🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, უნივერსიტეტისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით, სტუდენტის მიერ ან სხვა კანონიერი წყაროებიდან;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
მუხლი 67🔗. უნივერსიტეტის ქონება
უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
მუხლი 68🔗. უნივერსიტეტის ქონების განკარგვა
უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება საჭიროებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებას და რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დატვირთვა ან დროებით სარგებლობაში გაცემა საჭიროებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებას და რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
მუხლი 60🔗. უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგება
უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
თავი IX
უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 70🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.
3. უნივერსიტეტის ლიკვიდაცია იწვევს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ლიკვიდაციასაც.
4. უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი X
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 71🔗. უნივერსიტეტის წესდების მიღების, შეცვლისა და გაუქმების უფლებამოსილება
1. უნივერსიტეტის წესდების პროექტს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით, შეიმუშავებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო და დასამტკიცებლად გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. უნივერსიტეტის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.
თავი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 72🔗. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესდების ძალაში შესვლის შემდეგ უნივერსიტეტის მოქმედი:
ა) აკადემიური საბჭოს შემადგენლობის უფლებამოსილება გრძელდება 2014 წლის 20 ოქტომბრამდე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობისა და საბჭოს სპიკერის უფლებამოსილება გრძელდება 2014 წლის 2 ნოემბრამდე;
გ) რექტორის (ალექსანდრე კვიტაშვილი, დაბადებული 1970 წლის 15 ნოემბერს, პირადი №01008004977, რექტორის თანამდებობაზე არჩევის აქტი: აკადემიური საბჭოს 2010 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №145/2010) უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი უფლებამოსილების ვადით და იგი ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (დავით ჩომახიძე, დაბადებული 1963 წლის 17 ოქტომბერს, პირადი №01024003867, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცების აქტი: წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 09 ნოემბრის №31 ოქმი) უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი უფლებამოსილების ვადით და იგი ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.
2. ფაკულტეტების არჩეული დეკანების უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდების ძალაში შესვლის შემდეგ დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
3. ფაკულტეტების (რომელთა დეკანები ამ წესდების ძალაში შესვლის პერიოდისათვის არჩეული არ არიან) დეკანების თანამდებობის დაკავების პროცედურა უნდა განხორციელდეს ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
4. ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა ფაკულტეტებმა უნდა უზრუნველყონ ფაკულტეტის საბჭოს ფორმირება ამ წესდებით დადგენილი წესით.
5. მოქმედი ფაკულტეტების საბჭოების უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდებით დადგენილი წესით ფაკულტეტების საბჭოების ფორმირებამდე.
6. ამ წესდების ძალაში შესვლის დროისათვის მოქმედი აკადემიური საბჭოს წევრებზე, საბჭოების წევრად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევის შეზღუდვა ვრცელდება მათი მიმდინარე უფლებამოსილების ვადის დასრულების შემდეგ.
7. ამ წესდებით გათვალისწინებული უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესი მიღებული იქნას წესდების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში.
8. ამ წესდების 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.