არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 03.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №209/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111228012, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:12.0pt; font-style:italic;}
p.MsoList, li.MsoList, div.MsoList {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.WW-DefaultParagraphFont {}
span.a {}
p.a0, li.a0, div.a0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; }
p.a1, li.a1, div.a1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.nomerichemi, li.nomerichemi, div.nomerichemi { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:17.85pt; text-align:justify; text-indent:-17.85pt; font-size:12.0pt; }
p.siachemi, li.siachemi, div.siachemi { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.2pt; text-align:justify; text-indent:-14.2pt; font-size:12.0pt; }
span.BodyTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.abzacixmlChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.25in 42.5pt 22.5pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №209/ნ
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო
(არაკომერციული
) იურიდიული პირის
– იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ1’’ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უმივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №448 დადგენილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
– იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
დ
. შაშკინი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წესდება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო
ეს წესდება განსაზღვრავს უნივერსიტეტის სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებსა და პერსონალს, მათი არჩევის წესსა და უფლება-მოვალეობებს და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. სამართლებრივი სტატუსი
1. უნივერსიტეტი არის სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც არსებობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით
.
2. უნივერსიტეტი, სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას და სამეცნიერო კვლევებს.
3. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. №1
.
4. უნივერსიტეტის საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
5. უნივე
რსიტეტი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.
6. უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით.
7
. უნივერსიტეტის დამფუძნებელია
სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს.
მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის უფლებაუნარიანობა
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
2. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა.უნივერსიტეტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ბანკში.
თავი II. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები
1. უნივერსიტეტის მიზნებია:
ა) ფუნდამენტური მეცნიერებების კვლევის განვითარება. ფუნდამენტურ მეცნიერებებში მოიაზრება მეცნიერებები, რომელთა კვლევა შეიძლება გახდეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების, ბუნებრივი გარემოს დაცვისა და გონივრული გამოყენების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ქვეყანაში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების და განვითარების საფუძველი;
ბ) დანერგოს და განავითაროს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების პრინციპი;
გ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნის დაკმაყოფილება;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
2. თავისი მიზნების შესასრულებლად უნივერსიტეტი:
ა) ახორციელებს დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ახორციელებს ინოვაციურ და ფუნდამენტურ კვლევებს;
გ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს ორიგინალურ თუ თარგმნილ სახელმძღვანელოებსა და კვლევებს;
დ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
ე) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში;
ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებასა და განვითარებას;
ზ) უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
თ) ახორიციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;
ი) ახორციელებს პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს;
კ) აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, დამწყებ თუ უკვე ცნობილ აქტიურ მეცნიერებს, რომელთაც ძალუძთ მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმართონ სასწავლო პროცესი;
ლ) ქმნის სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;
მ) თავისი ბიუჯეტის ნაწილს ახმარს სამეცნიერო კვლევების განვითარებას;
ნ) ქმნის საუნივერისტეტო სამეცნიერო კავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან
– სკოლებისაგან,
ლაბორატორიებისაგან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან
– რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან
2.უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
3. უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს ამტკიცებს კოლეგიური ორგანო – უნივერსიტეტის კოლეგიური საბჭო (შემდგომში კოლეგიური საბჭო).
ა) დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს
– რექტორის აპარატს
– რექტორის წარდგინებით;
ბ) დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატს
– ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით
.
4. დამხმარე სტრუქტურულ ერთეულების დებულებებს განსაზღვრავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის კოლეგიური საბჭო
.
მუხლი 6🔗. სკოლა
1. უნივერსიტეტის სკოლის
მიზანია პროფესიული, დიპლომირებული მედიკოსის,
დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
2. სკოლას შეიძლება ჰქონდეს დეპარტამენტები, ცენტრები, სხვადასხვა საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული მიზებისათვის.
3. სკოლის მართვის ორგანოებია: სკოლის ხელმძღვანელი, სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
4. სკოლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
თავი III. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება
მუხლი 7🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. ამ წესდებითა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 8🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, კოლეგიური ორგანო – უნივერსიტეტის კოლეგიური საბჭო (შემდგომში – კოლეგიური საბჭო), რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.
3. კოლეგიური საბჭო შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლებისაგან არჩევნების საფუძველზე.
4.უნივერსიტეტის ხელმძღვანელი – რექტორი უნდა იყოს არჩეული.
5. უნივერსიტეტის ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი;
ა) კოლეგიური საბჭოს წარდგინებით ფონდის დირექტორის კანდიდატურას ითანხმებს რეგენტთა საბჭო და შემდგომ დირექტორს ნიშნავს კოლეგიური საბჭო
.
6. უნივერსიტეტი და განვითარების ფონდი უფლებამოსილნი არიან ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა ობიექტის გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობით
.
მუხლი 9🔗.აკადემიური საბჭო
1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.
2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3.აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
6. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას.
მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) სკოლის
წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) შეიმუშავებს და კოლეგიურ
საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის გერბს, დროშას და ჰიმნს;
ე) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ვ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე სკოლაში
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას სკოლ
ის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე სკოლებში
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას სკოლის
ხელმძღვანელის წარდგინებით;
თ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების კრედიტების ცნობის წესს;
ი) ადგენს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიურ
საბჭოს;
კ) სკოლის
წარდგინების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
ლ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) ხელმძღვანელს (ხელმძღვანელებს);
მ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ნ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს ოქმების შედგენაზე;
ო) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლების
შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიურ
საბჭოს;
პ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიურ
საბჭოს.
2. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
4. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა
1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.
2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს რექტორი.
3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება უნივერსიტეტის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) მართვის ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;
გ) დამსწრეთა ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;
ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი.
მუხლი 12🔗. კოლეგიური საბჭო
1. კოლეგიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური ორგანო, რომელიც აირჩევა 4 წლის ვადით.
2. კოლეგიური საბჭო აირჩევა უნივერსიტეტის ძირითადი ერთეულებიდან – სკოლებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე კოლეგიური საბჭოს არჩევის მომენტში, მათი რაოდენობის პროპორციულად.
3. კოლეგიური საბჭოს არჩევა ხდება უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ თავით განსაზღვრული წესით.
4. სტუდენტები შეადგენენ კოლეგიური საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
6. კოლეგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
7. კოლეგიური საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
მუხლი 13🔗. კოლეგიური საბჭოს უფლებამოსილება
1. კოლეგიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) ამტკიცებს უნივერსიტეტის გერბს, დროშას და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
დ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ე) ირჩევს კოლეგიური საბჭოს სპიკერს და მდივანს;
ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას რეგენტთა საბჭოს წარდგინებით;
ზ) დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტამდე მეტის ცვლილების შემთხვევაში ცვლილებები შეაქვს უნივერსიტეტის ბიუჯეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას;
ი) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
კ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ლ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კოლეგიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება კოლეგიური საბჭოს ოქმით და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – გადაწყვეტილებით.
მუხლი 14🔗. კოლეგიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა, სპიკერის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. კოლეგიური საბჭოს პირველ სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს კოლეგიური საბჭოს უხუცესი წევრი.
2. კოლეგიური საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. კოლეგიური საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს სპიკერს და კოლეგიური საბჭოს მდივანს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
4. კოლეგიური საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევამდე არა უგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს კოლეგიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმას. იმ შემთხვევაში, თუ სპიკერობის კანდიდატი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, კენჭისყრის ჩატარების დღესვე, უმეტესი ხმების მქონე ორ კანდიდატს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე კანდიდატები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
5. სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) ამ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუხლი 15🔗. კოლეგიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. კოლეგიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) ამ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება ან სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა.
2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკადემიური პერსონალის წევრის ნაცვლად კოლეგიური საბჭოს წევრად არჩეულ იქნეს სტუდენტი და პირიქით.
3. კოლეგიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კოლეგიური საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
მუხლი 16🔗. კოლეგიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა
1. კოლეგიური საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი.
2. კოლეგიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. კოლეგიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
4. კოლეგიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კოლეგიური საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) მართვის ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) დამსწრეთა ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;
ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.
6. კოლეგიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სპიკერი და კოლეგიური საბჭოს მდივანი, ხოლო გადაწყვეტილებას – სპიკერი.
მუხლი 17🔗. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი და წარმოადგენს უნივერსიტეტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში;
2. რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. რექტორი უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. იმ შემთხვევაში თუ გარიგებისა და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
4. კოლეგიური საბჭოს
მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს
– ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.
5. ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის ხელმძღვანელს;
6. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით.
7. აკადემიური საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს რექტორობის კანდიდატისთვის წასაყენებელი მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.
მუხლი 18🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1.უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას
.
2. რეგენტთა საბჭო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიურ საბჭოს
.
3. კოლეგიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო
.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო
.
5.ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას
.
6. უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით და უნივერსიტეტის ბიუჯეტის
შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
7. ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიური საბჭოს
.
8. ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიურ საბჭოს
.
9. სამსახურში იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს
.
11.ამზადებს უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს კოლეგიურ საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს
.
12. ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს
.
13. გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
14. პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე და პერსონალურად აგებს პასუხს უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე
.
15. უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სახით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები და ადგენს შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
.
16. ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს
.
18. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) კოლეგიური საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) კოლეგიური საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 19🔗. რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება
1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, მათი არყოფნის ან/და მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭონ უნივერსიტეტში დასაქმებულ სხვა პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისად რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება ფორმდება რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა.
3. ისეთი უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი მინდობილობა, უნდა გაფორმდეს ერთობლივი მინდობილობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
4.უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა პირისათვის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად, რექტორს ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა იმ პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედებისათვის, რომელსაც რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიენიჭა ამ მუხლით დადგენილი წესით“.
მუხლი 20🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე
მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც:
ა) სისტემატურად აფასებს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და კვლევითი პროცესებს:
ბ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვით;
გ) სისტემატურად აფასებს უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხს;
დ) ამზადებს უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისათვის.
3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
4. სამსახურში შექმნილია შემდეგი სტრუქტურული ერთეული
:
ა)
სამეცნიერო კვლევების განყოფილება;
ბ) სამეცნიერო კვლევების განყოფილების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით.
გ) სამეცნიერო კვლევების განყოფილების უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი;
მუხლი 21🔗. სკოლის ხელმძღვანელი
1. სკოლის ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი
.
2. სკოლის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია რექტორის, კოლეგიური საბჭოსა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია სკოლის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) ახორციელებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 22🔗. სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. უნივერსიტეტის სკოლაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს სკოლის დებულების შესაბამისად.
2. სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით
.
4. სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ამავე სკოლის ასოცირებული პროფესორი ან სრული პროფესორი.
5. სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს სკოლის ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.
მუხლი 23🔗. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება აკადემიური საბჭოს მიერ.
2.სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს სადისერტაციოს საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის წესი, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა.
3. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს კოლეგიური საბჭო
თავი IV
. უნივერსიტეტის პერსონალი
მუხლი 24🔗. პერსონალი
უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.
მუხლი 25🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1.უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.
4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს კოლეგიური საბჭო.
მუხლი 26🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს პრესაში და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
5. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს კოლეგიური საბჭო.
მუხლი 27🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს კოლეგიური საბჭო.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.
4. აუცილებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თანხმობით, აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას 65 წელს მიღწეული პირი.
მუხლი 28🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 29🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს რექტორი
.
მუხლი 30🔗. აკადემიური წოდებები
1. რექტორს უფლება აქვს აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.
2. უნივერსიტეტს უფლება აქვს ემერიტუსის წოდების მქონე პირს დაუნიშნოს ანაზღაურება;
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულას არ შეიძლება ეკავოს აკადემიური თანამდებობა
.
მუხლი 31🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
მუხლი 32🔗. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები
1. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
მუხლი 33🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სკოლის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4.მასწავლებელი უფლებამოსილია, გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები.
6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
მუხლი 34🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება
1.უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;
ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუხლი 35🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა ს უნივერსიტეტში
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს კოლეგიური საბჭოს წევრი.
4. კოლეგიური საბჭოს სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება კოლეგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
. სტუდენტი
მუხლი 36🔗. სტუდენტის უფლებები
1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, სკოლებისა და უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე;
ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში. სტუდენტს უფლება აქვს, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა აკრედიტებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
კ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
ლ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
მ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
ნ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ო) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში. შეღავათები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი სკოლის დებულებით.
3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი – დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია, იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
4. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
მუხლი 37🔗. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით. უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტუდენტის ეთიკის კოდექსს, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უნივერსიტეტი დეტალურად განსაზღვრავს ქცევის წესს, რომელიც იწვევს სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ წესდებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს სკოლის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
3. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს სკოლას მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
4. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს სკოლამ.
5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს სკოლის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 38🔗. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, ასევე დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწესი.
მუხლი 39🔗. სტუდენტური თვითმმართველობა
1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება სკოლის მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.
2. სკოლებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს კოლეგიურ საბჭოში;
დ) უფლებამოსილია, შეიმუშავოს წინადადებები სკოლის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს სკოლას , კოლეგიურ საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს, ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
მუხლი 40🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
თავი VI
.
უნივერსიტეტის ქონება, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა
მუხლი 41🔗. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისათვისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. უნივერსიტეტის ქონებას შეადგენს მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
3. უნივერსიტეტს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური საბჭოს გადაწყვეტილებით რეგენტთა საბჭოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. რეგენტთა საბჭოს თანხმობით უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა.
ე) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. რეგენტთა საბჭოს უარი ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოა რეგენტთა საბჭო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონიმიკური საქმიანობის ზედამხედველობას. რეგენტთა საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 42🔗. საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა
1. უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებს შეადგენს:
ა) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, საფინანსო რესურსების საკმარისი პოტენციალის შექმნა, რაც ადეკვატური იქნება უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
ბ) საინვესტიციო ეფექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საფინანსო რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია;
გ) ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საფინანსო დაგეგმარებისა და ანალიზის სისტემის სრულყოფა.
2. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.
3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ამტკიცებს კოლეგიური საბჭო.
მუხლი 45🔗. უნივერსიტეტის შემოსავლები
უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით;
ბ) გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
მუხლი 46🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VII.
უნივერსიტეტის განვითარების ფონდი
მუხლი 47🔗. უნივერსიტეტის განივთარების ფონდი
1. უნივერსიტეტის ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი.
2. უნივერსიტეტის განვითარების ფონდს გადაეცემა უნივერსიტეტის ქონებისა და ფინანსების ნაწილი.
3. უნივერსიტეტის განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უნივერსიტეტი. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდებას ამტკიცებს რეგენტთა საბჭო, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები.
თავი VIII
. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 48🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.
თავი IX
. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 49🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
1. წესდებაში ცვლილების ან/და დამატების პროექტს შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიური საბჭო.
2. კოლეგიურ საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების ან/და დამატების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.
მუხლი 50🔗 . გარდამავალი დებულებები
1. უნივერსიტეტის ოფიციალური დასახელებაა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რექტორია თინათინ ჯავახიშვილი, დაბადებული 1957 წლის 27 ივლისს, პირადი ნომერია 01010007813, არჩეული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 დეკემბრის
№6 გადაწყვეტილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერია ჰამლეტ რაზმაძე, დაბადებული 1949 წლის 22 სექტემბერს, პირადი ნომერია 20001014866, არჩეული უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის №3 გადაწყვეტილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს რეგენტთა საბჭოს მიერ კოლეგიური საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.