არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 09.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №212/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111228015, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (5)
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml0, li.adgilixml0, div.adgilixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:22.5pt .75in 1.0in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №212/ნ
2011 წლის 2
8 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
–
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის
წესდების
დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტისა და „
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №456 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
–
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის
თანდართული წესდება
.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
დ. შაშკინი
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის
წესდება
შოთა
მესხიას
ზუგდიდის
სახელმწიფო
სასწავლო
უნივერსიტეტი
წარმოადგენს
სტუდენტთა
და
პროფესორთა
კავშირს
–
მრავალფუნქციურ
საგანმანათლებლო
და
სამეცნიერო
დაწესებულებას,
რომელშიც
სტუდენტთა,
პროფესორთა,
მასწავლებელთა
და
მკვლევართა
თანამშრომლობით
იქმნება
აკადემიური
და
პროფესიული
განათლებისა
და
კვლევის
ერთიანი
სივრცე
.
ერთიანი სივრცე ემყარება სამ პრინციპს:
1. აკადემიურ თავისუფლებას
.
2. სინდისის თავისუფლებას
.
3. არჩევანის თავისუფლებას
.
თავი I ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მოქმედების სფერო
ეს წესდება აწესრიგებს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში
–
სასწავლო უნივერსიტეტი) საგანმანათლებლო და სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, სასწავლო უნივერსიტეტის მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს.
მუხლი 2🔗. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი
1. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არის არასამეწარმეო// (არაკომერციული იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
.
2. სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელია სახელმწიფო.
3. სასწავლო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგენტთა საბჭო.
4. სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
–
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“. შემოკლებული სახელწოდებაა „ზსსუ“.
5. იურიდიული მისამართია: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14 , 2100.
მუხლი 3🔗. სასწავლო უნივერსიტეტის სიმბოლიკა
1. სასწავლო უნივერსიტეტს შეიძლება ჰქონდეს თავისი ლოგო, გერბი, დროშა და ჰიმნი;
2. სასწავლო უნივერსიტეტის დროშასა და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. სასწავლო უნივერსიტეტის ლოგო შედგება თეთრი წითელი და ლურჯი ფერისაგან. თეთრი ნათლის სიმბოლოა
–
ცოდნა ნათელია. წითელი ფერი ნათლის ხორცშესხმაა, განხორციელებული ნათელი
–
ახალგაზრდობა. ლურჯი ფერი კი სიბრძნის განსახიერებაა.
4. ლოგო წარმოადგენს ქვიშის საათს, დრო წარმავალია, რომელსაც მარადიულობად გადააქცევს სიბრძნე.
5. სასწავლო უნივერსიტეტის ლოგოს საქართველოს დროშა კრავს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მომავალი. იმ დროს, რომელსაც ცოდნის ძიებაში გაატარებთ ჩვენთან ერთად, გაზიარებთ სიბრძნეს საქართველოს მომავლისათვის.
6. ლოგოს ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
მუხლი 4🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები
1. სასწავლო უნივერსიტეტის მიზანია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის
.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად სასწავლო უნივერსიტეტი:
ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების – საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს.
გ) ახორციელებს პროფესიული განათლების ხუთივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.
დ) ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.
ე) ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს.
ვ) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
ზ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
თ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
ი) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
კ) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;
ლ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
მ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
ნ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში;
ო) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
პ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, სასწავლო უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
ჟ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას.
რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს
.
თავი II სასწავლო უნივერსიტეტის მართვა
მუხლი 5🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია) – აკადემიური საბჭო, კოლეგიური ორგანო – წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში –წარმომადგენლობითი საბჭო), რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტები) – ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის საბჭო, ( შემდგომში ფაკულტეტის საბჭო) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის დეკანი, (შემდგომში ფაკულტეტის დეკანი) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ( შემდგომში ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური).
3. სასწავლო უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების
–
რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მმართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, აგრეთვე სასწავლო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან.
4. გადაწყვეტილებას სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 6🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1.
სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა) სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) სასწავლო უნივერსიტეტის არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალეობას, კონკურსების საჯაროობას;
2.
სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭოს არჩევა
1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკდემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს ერთი წარმომადგენელი.
2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა ამ სასწავლო უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას (4 წელი).
4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება 1/3-ით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო - კვლევით პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) მონაწილეობს სასწავლო უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულებისა და ბიუჯეტის წარმომადგენლობით საბჭოზე განხილვაში;
ვ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით.
თ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების აღიარების წესს;
ი) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
კ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა, წესსა, და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ლ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
მ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
ნ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ფაკულტეტის დეკანების, სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ო) ირჩევს სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
პ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო – კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ჟ) სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხის გადაწყვეტის მიზნით წევრებისგან ხმათა უმრავლესობით ქმნის დროებით კომისიას. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;
რ) აკადემიური საბჭო საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს;
ს) იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო უნივერსიტეტის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
ტ) აკადემიური საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს მასწავლებლისა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესს.
უ) იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტების შექმნის,რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ფ) სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ქ) განიხილავს სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და განხილვის შედეგებს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისთვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
3. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება.
5. აკადემიური საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს დადგენილებებს;
6. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ახორციელებს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი
1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
2. აკადემიური საბჭო იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის მიერ.
3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს წევრი (მდივანი).
5. აკადემიური საბჭოს წევრი (მდივანი) უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ და საინფორმაციო მომსახურებას.
6. აკადემიური საბჭოს წევრი (მდივანი) აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.
7. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც აკადემიური საბჭოს წევრ (მდივანს) უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
8. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც აკადემიური საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
9. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას ხმას მისცემს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.
11. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომა ფორმდება ოქმით.
12. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიური საბჭოს ბეჭედი.
მუხლი 10🔗. რექტორი
1. რექტორი არის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, სასწავლო უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რექტორს ირჩევს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლით. რექტორის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილებით. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
6. უფლებამოსილების ფარგლებში რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
8. რექტორი ნიშნავს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. რექტორი, არყოფნის ან სხვა შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შესრულებას ბრძანებით აკისრებს აკადემიური საბჭოს წევრ - პროფესორს.
10. აკადემიური/დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ/დამხმარე პერსონალს. დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
11. სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ შტატგარეშე პერსონალს. შტატგარეშე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
12. რექტორი ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
1. სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში – წარმომადგენლობითი საბჭო) რომელიც აირჩევა სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 7 წევრისაგან.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება სასწავლო უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას (4 წელი).
4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორცილდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.
6. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ სასწავლებელთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესს, სასწავლო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხიმგებლობის ნორმებს;
გ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) რეგენტთა საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენამდე განიხილავს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) სასწავლო უნივერსიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში შეაქვს მუხლობრივი განწერის 15 პროცენტის ჩათვლით ცვლილებები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
ზ) სასწავლო უნივერსიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში შეაქვს მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტი ცვლილებები რეგენტთა საბჭოს თანხმობით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
თ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას რეგენტთა საბჭოს წარდგინებით;
ი) წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
კ ) წევრთა 1/3-ის ინიციატივით, მოტივირებული წინადადებით უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიმართოს რეგენტთა საბჭოს;
ლ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
მ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ო) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
პ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს რექტორის, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ფაკულტეტების დეკანების არჩევნების წესს;
ჟ) ამტკიცებს ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას .
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
3. წარმომადგენლობითი საბჭო გამოსცემს წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებებს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით ან სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტი.
მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან (აკადემიური პერსონალი) არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით.
2. სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ვ) სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
მუხლი 14🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს წევრი (მდივანი).
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (მდივანი) სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც საბჭოს წევრ (მდივანს) უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (სხდომები).
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დროებით უფლებამოსილი საბჭოს წევრი. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს საბჭოს წევრებს.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს სპიკერს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის , რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნით.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმში. ოქმს ხელს აწერს სპიკერი (ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და სხდომის მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭედი.
მუხლი 15🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მმართველი და წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას ამტკიცებს რეგენტთა საბჭოს წარდგინებით წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ადმონისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს.
5. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა ამავე სასწავლო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, არყოფნის შემთხვევაში დროებით მოვალეობის შესრულებას აკისრებს სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის უფროსს ადმინისტრაციული აქტით .
მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია სასწავლო უნივერსიტეტის სახელით სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
ე) ამზადებს სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს წარმომადგენლობით საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პასუხისმგებელია სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ი) უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური/დამხმარე, შტატგარეშე დამხმარე პერსონალის კანდიდატურები წარუდგინოს რექტორს მათი სამსახურში მიღების ან გათავისუფლების მიზნით.
კ) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოს, წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების წინაშე.
3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 17🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2. სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით უნდა არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, მათ შორის, ფაკულტეტზე. რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად.
3. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
4. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
5. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
6. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობა წესრიგდება ამ წესდებითა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით.
7. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობას.
თავი III
მუხლი 18🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული – ფაკულტეტი და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის საბჭო
1. სასწავლო უნივერსიტეტში სამი ფაკულტეტია:
ა) ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
ბ) ჰუმანიტარული ფაკულტეტი;
გ) ჯანდაცვის ფაკულტეტი.
2. გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის, რეორგანიზაციის, ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულება, კლინიკა და სხვა) და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეული.
4. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები
5. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
მუხლი 19🔗
. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს.;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ვ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ფაკულტეტის დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
ზ) ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს იმავე ფაკულტეტის პროფესორს;
თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 20🔗. ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის წესი
1. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი.
2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები მოიწვევა დეკანის მიერ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (სხდომები).
3. ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს დეკანს, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის და ,რექტორის მოთხოვნით.
4. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს წარმართავს ფაკულტეტის დეკანი. ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დროებით უფლებამოსილი საბჭოს წევრი. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს საბჭოს წევრებს.
5. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმში. ოქმს ხელს აწერს დეკანი(ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და სხდომის მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის საბჭოს ბეჭედი.
მუხლი 21🔗. ფაკულტეტის დეკანი
1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს (შემდგომში – დეკანი) ირჩევს თავისუფალი გამჭვირვალე და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.
2. დეკანის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილებით. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.
3. დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხიმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონით, ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 22🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე;
6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
თავი IV პერსონალი
მუხლი 23🔗. პერსონალი
სასწავლო უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.
მუხლი 24🔗
. აკადემიური პერსონალი
1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.
4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 25🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი, წესით საბუთების მიღებამდე არა ნაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 26🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.
მუხლი 27🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი
სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
მუხლი 28🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით.
2. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტისთვის, ფაკულტეტებისთვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისთვის.
4. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 29🔗. აკადემიური წოდებები
1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
2. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიერი საბჭოს დადგენოლებით.
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს ამავე სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობა.
მუხლი 30🔗
. აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად.
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსის) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები
დ) განახორციელოს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი, შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
3. სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისთვის შესაბამის პირობებს.
მუხლი 31🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, სასწავლო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნული იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები.
6. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია
ა) ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევით პროცესში მონაწილეობისთვის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
ბ) საშტატო განრიგით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, კონკრეტული საქმიანობისთვის შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სახით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
მუხლი 32🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება
სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;
ვ) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა.
ზ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი სხვა წესებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 33🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა;
5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით, კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
თავი V სტუდენტი
სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესდებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სასწავლო უნივერსიტეტში დამტკიცებული სხვა წესით ჩაირიცხა და სწავლობს ბკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
მუხლი 34🔗.. სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაში;
გ) სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და სასწავლო უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად
;
ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა
;
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწერსებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში. სტუდენტს უფლება აქვს, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწსებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, სასწავლო უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) ისარგებლოს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ წესდებით და შინაგანაწესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით;
2. სასწავლო უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რომელიც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესით.
3. სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
4. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური /წარმომადგენლობითი საბჭოების მიერ დამტკიცებული წესებით. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ,ისარგებლოს დაცვის უფლებით, გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
5. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ან სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
მუხლი 35🔗. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას სასწავლო უნივერსიტეტის წესდება, შინაგანაწესი და და ეთიკის კოდექსი.
მუხლი 36🔗. სტუდენტური თვითმმართველობა
1. სასწავლო უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.
2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითთმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან სასწავლო უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვაში.
4. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
მუხლი 37🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
თავი VI განათლების საფეხურები
მუხლი 38🔗. განათლების საფეხურები
1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლება ორსაფეხურიანია:
ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;
ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
2. სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 472-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერთიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
4. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
5. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული კრედიტები ჩაითვლება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის. ბაკალავრიატის საგნმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის დიპლომირებული სპეციალისტი უნდა ჩაირიცხოს სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს:
ა) დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მოიცავს 120-180 კრედიტს;
ბ) ხუთივე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
მუხლი 39🔗. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
1. სასწავლო უნივერსიტეტი განახორციელებს მასწავლებელთა მომზადების და 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით;
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია იყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი;
3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი სახელოვნებო /სასპორტო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში;
5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე მიეთითება დიპლომსა და დიპლომის დანართში.
მუხლი 40🔗. ერთობლივი პროგრამები
სასწავლო უნივერსიტეტმა პროფესიული უმაღლესი და აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება ერთობლივად განახორციელოს რამდენიმე საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს საგნმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ერთობლივი პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
თავი VII ქონება და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 41🔗. ეკონომიკური საქმიანობა
სასწავლო უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას.
მუხლი 42🔗. დაფინანსება (ბიუჯეტი)
1. სასწავლო უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებაზე ან/და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ( აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე)
ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სტუდენტის მიერ, ასევე სხვა ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ვ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
3. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალისწინებით.
5. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო.
მუხლი 43🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. სასწავლო უნივერსიტეტს დამტკიცებული სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გაცემული (შემოწირული, ნაჩუქარი), ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
3. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
5. სასწავლო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა რეგენტთა საბჭო.
მუხლი 44🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა
სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა - ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 45🔗. სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების ფონდი
1. სასწავლო უნივერსიტეტის ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების ფონდი.
2. სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების ფონდს გადაეცემა სასწავლო უნივერსიტეტის ქონებისა და ფინანსების ნაწილი.
3. განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ქონებას გადასცემს სასწავლო უნივერსიტეტი. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდებას ამტკიცებს რეგენტთა საბჭო, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები.
თავი VIII სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 46🔗. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 47🔗. სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მიღების, შეცვლისა და გაუქმების უფლებამოსილება
1. სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მიღება, გაუქმება მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი
48🔗. გარდამავალი დებულებები
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია თეონა ხუფენია ( დაბადების თარიღი 3.07.1970, პირადი ნომერი 19001027730, არჩეული შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ – საარჩევნო კომისიის 17.03 2009 ოქმი №1), რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია (კანცლერია) ზაალ ქორთუა (დაბადების თარიღი
18.04.1964, პირადი ნომერი
19001062450, არჩეული შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ – საარჩევნო კომისიის 10.08.2011
,
ოქმი №11), რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.