⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.09.2013)
გაუქმებულია:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 03.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №213/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111228016, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,974 სიტყვა · ~35 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2011 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა
03.09.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.heading1, li.heading1, div.heading1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.abzacixmlChar { } span.highlight {} span.apple-converted-space {} span.apple-style-span {} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:22.5pt 42.5pt 22.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №213/ნ 2011 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ​1’’ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №458 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. დ. შაშკინი შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 25.01.2012 წ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო  1. ეს წესდება არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – სასწავლო უნივერსიტეტის) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სასწავლო უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2.  სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე, რომელიც ემყარება აკადემიური თავისუფლების, სინდისის თავისუფლების და არჩევანის თავისუფლების პრინციპებს. 3.  სტუდენტები, მასწავლებლები, მეცნიერები და პროფესორები თავისუფალნი არიან აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები და მიმართულებები. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალნი არიან აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება სასწავლო უნივერსიტეტის საერთო მიზნებს და ამოცანებს.     მუხლი 2🔗. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი და სიმბოლიკა 1. სასწავლო უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც არსებობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით. 2. სასწავლო უნივერსიტეტი, სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას. 3. სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ინგლისურად – Non profit legal entity– Gori Teaching University. სასწავლო უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა: „გსუ“, ინგლისურად – „GTU“. 4. სასწავლო უნივერსიტეტის სიმბოლიკას – გერბს, დროშასა და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5. სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. გორი, ი. ჭავჭავაძის ქ. №53.     მუხლი 3🔗. სასწავლო უნივერსიტეტის უფლებაუნარიანობა 1. სასწავლო უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს ზოგადი უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 2. სასწავლო უნივერსიტეტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. სასწავლო უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ბანკში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 25.01.2012 წ.     მუხლი 4🔗. საუნივერსიტეტო დღესასწაული საუნივერსიტეტო დღესასწაულია 22 აგვისტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად სასწავლო უნივერსიტეტის ჩამოყალიბების დღე.     მუხლი 5🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები 1. სასწავლო უნივერსიტეტის მიზნებია: ა) სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური განათლების ორსაფეხურიანი სწავლების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; ბ) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით; გ) მომავალი თაობების აღზრდა ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე; დ) სასწავლო უნივერსიტეტის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; ე) სასწავლო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის რეალიზება ქართული საზოგადოების წიაღში; ვ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა. 2. თავისი მიზნების შესასრულებლად სასწავლო უნივერსიტეტი: ა) ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას; გ) ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამებს/კურსებს და გასცემს შესაბამის პროფესიულ დიპლომებს; დ) აკადემიურ თანამდებობებზე მოიზიდავს წამყვან, მეცნიერებს, რომელთაც ძალუძთ, მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, წარმართონ სასწავლო პროცესი; ე) ქმნის სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს; ვ) ამყარებს საუნივერისტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  ზ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი II სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა     მუხლი 6🔗. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. სასწავლო უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან – რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის და კანცელარიისაგან. 2. სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს და ფაკულტეტებს განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში – წარმომადგენლობითი საბჭო). 3. გადაწყვეტილებას სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის და გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობით საბჭო. 4. დამხმარე სტრუქტურული ერთეულების დებულებებს განსაზღვრავს და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით.     მუხლი 7🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 1. სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეული. 2. სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიზნებია: ა) სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) სასწავლო უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება; გ) სასწავლო უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება – ამ მიზნით სხვადასხვა პროგრამების/პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება.     მუხლი 8🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. სასწავლო უნივერსიტეტის წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.     მუხლი 9🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოები 1. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ატარებს სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.     მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭო 1. აკადემიური საბჭო არის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც აირჩევიან სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტების საბჭოების წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 6 წევრით – სასწავლო უნივერსიტეტის ყოველი ფაკულტეტიდან ორი წარმომადგენელი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. აკადემიური საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით; 5. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას. 6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება.“ 7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად აკადემიური საბჭოს დარჩენილი ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 25.01.2012 წ.     მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) შეიმუშავებს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო უნივერსიტეტის გერბს, დროშას და ჰიმნს; ე) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ვ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; თ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ი) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; კ) ადგენს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ლ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; მ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ნ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს ოქმების შედგენაზე; ო) იღებს გადაწყვეტილებებს ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; პ) იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო უნივერსიტეტის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) მონაწილეობს სასწავლო უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; რ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების - ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ს) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ტ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 3.აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. 4. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.     მუხლი 12🔗. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა 1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ. 2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს რექტორი. 3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება სასწავლო უნივერსიტეტის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. 4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. 5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) მართვის ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი; გ) დამსწრეთა ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები; ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. 8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი.     მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. წარმომადგენლობითი საბჭო არის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აირჩევა 4 წლის ვადით. 2. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში, მათი რაოდენობის პროპორციულად. 3. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 12 წევრისაგან. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება სასწავლო უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ თავით განსაზღვრული წესით. 5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.     მუხლი 14🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭო ს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის გერბს, დროშას და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესს, სასწავლო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; დ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ე) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს და მდივანს; ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას რეგენტთა საბჭოს წარდგინებით; ზ) დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტამდე ცვლილების შემთხვევაში ცვლილებები შეაქვს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას; ი) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; კ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; მ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმით და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – გადაწყვეტილებით.     მუხლი 15🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა, სპიკერის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს სპიკერს და წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს. კენჭისყრას ატარებს სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს არანაკლებ 3 წევრი, სპიკერის არჩევამდე არა უგვიანეს 3 დღისა, სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურებს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმას. იმ შემთხვევაში, თუ სპიკერობის კანდიდატი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, კენჭისყრის ჩატარების დღესვე, უმეტესი ხმების მქონე ორ კანდიდატს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე კანდიდატები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 5. სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) ამ სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.     მუხლი 16🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) ამ სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება ან სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა. 2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკადემიური პერსონალის წევრის ნაცვლად წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად არჩეულ იქნეს სტუდენტი და პირიქით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.     მუხლი 17🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება სასწავლო უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე. 3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) მართვის ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) დამსწრეთა ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები; ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სპიკერი და წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, ხოლო გადაწყვეტილებას – სპიკერი.     მუხლი 18🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი (რექტორი) 1. რექტორი არის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, სასწავლო უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. 3. აკადემიური საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის კანდიდატისთვის წასაყენებელი მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. 4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გამოქვეყნდეს სასწავლო უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში (არსებობის შემთხვევაში) და კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. 5. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 6. პირი, რომელსაც სასწავლო უნივერსიტეტში ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, სასწავლო უნივერსიტეტში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 7. რექტორის არჩევამდე, კანდიდატურების განხილვისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 8. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. 9. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. 10. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა პერსონალს, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტებს და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.     მუხლი 19🔗. რექტორის მოადგილე 1. რექტორს ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. რექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით. 3. რექტორის მოადგილე ანგარიშვალებულია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის და აკადემიური საბჭოს წინაშე. 4. რექტორის მოადგილის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;“.     მუხლი 20🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი რეგენტთა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, რეგენტთა საბჭო ნიშნავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. პირი, რომელსაც სასწავლო უნივერსიტეტში ეკავა რექტორის თანამდებობა, სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია სასწავლო უნივერსიტეტის სახელით და სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) რექტორთან შეთანხმებით იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; ვ) ამზადებს სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს; ზ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) პასუხისმგებელია სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; კ) უფლებამოსილია, დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად, სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა მიღებისა და გათავისუფლების წესს, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ლ) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. 7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და რეგენტთა საბჭოს წინაშე. 8. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) რეგენტთა საბჭოს ან  წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს ან  წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 25.01.2012 წ.     მუხლი 21🔗. რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება 1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, მათი არყოფნის ან/და მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭონ სასწავლო უნივერსიტეტში დასაქმებულ სხვა პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისად რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება ფორმდება რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა. 3. ისეთი უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი მინდობილობა, უნდა გაფორმდეს ერთობლივი მინდობილობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 4. სასწავლო უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა პირისათვის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად, რექტორს ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა იმ პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედებისათვის, რომელსაც რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიენიჭა ამ მუხლით დადგენილი წესით“     მუხლი 22🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2. სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით; 3. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად. 4. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. თავი III ფაკულტეტის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება     მუხლი 23🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი, ასევე სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებსაც სტუდენტური თვითმმართველობა ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელიც არ შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. 3. ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. 5. ფაკულტეტის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. 6. ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს ოქმით და გადაწყვეტილებით. 7. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, ფაკულტეტის დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ფაკულტეტის დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.     მუხლი 24🔗. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ბეჭდვით ორგანოში, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის შესაბამის ფაკულტეტზე. 3. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. 4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს დეკანობის კანდიდატისთვის წასაყენებელი მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. 5. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 6. დეკანის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს, ფაკულტეტის საბჭო დაუყოვნებლივ განიხილავს და გამოსცემს გადაწყვეტილებას დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და რექტორის წარდგინებით ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს ან მოტივირებული უარით დაუბრუნებს რექტორს საკითხს განსახილველად, ამ შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გაათავისუფლოს დეკანი თანამდებობიდან და ფაკულტეტის საბჭოს 10 დღის ვადაში წარუდგინოს დეკანის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა დასამტკიცებლად.     მუხლი 25🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ან წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს, ფაკულტეტის საბჭო დაუყოვნებლივ განიხილავს და გამოსცემს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და რექტორის წარდგინებით ნიშნავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ან მოტივირებული უარით დაუბრუნებს რექტორს საკითხს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 25.01.2012 წ. თავი IV სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი     მუხლი 26🔗. პერსონალი სასწავლო უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.     მუხლი 27🔗. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 28🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში. 3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს პრესაში და განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. 5. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 29🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი. 4. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას 65 წელს მიღწეული პირი.     მუხლი 30🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრული პირობებითა და ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით .     მუხლი 31🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება;     ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. 2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს რექტორი.        მუხლი 32🔗. აკადემიური წოდებები 1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. სასწავლო უნივერსიტეტს უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. 3. ემერიტუსის წოდების მინიჭება ხდება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. აკადემიური საბჭოს წარდგინებით წარმომადგენლობით საბჭოს უფლება აქვს ემერიტუსის წოდების მქონე პირს დაუნიშნოს ანაზღაურება. 4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს გორის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობა.     მუხლი 33🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) 5 წელიწადში ერთხელ, პროფესიული განვითარების მიზნით, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება, არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით; ე) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.     მუხლი 34🔗. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.     მუხლი 35🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. სასწავლო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სასწავლო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია, გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები. 6. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.     მუხლი 36🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა; ვ) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა.     მუხლი 37🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა სასწავლო უნივერსიტეტში 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი V სტუდენტი     მუხლი 38🔗. სტუდენტის უფლებები 1. სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტებისა და სასწავლო უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე; ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში. სტუდენტს უფლება აქვს, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა აკრედიტებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;  კ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, სასწავლო უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ლ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; მ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; ნ) პერიოდულად მოახდინოს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ო) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები; პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 2. სასწავლო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში. შეღავათები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით. 3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი – დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია, იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 4. სასწავლო უნივერსიტეტს ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამ წესდების 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.     მუხლი 39🔗. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა 1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესდებით, სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით. სასწავლო უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტუდენტის ეთიკის კოდექსს, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. სასწავლო უნივერსიტეტი დეტალურად განსაზღვრავს ქცევის წესს, რომელიც იწვევს სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ წესდებითა და სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 3. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს ფაკულტეტის საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 4. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, სასწავლო უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ. 5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 6. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.     მუხლი 40🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, ასევე დაიცვას სასწავლო უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწესი.     მუხლი 41🔗. სტუდენტური თვითმმართველობა 1. სასწავლო უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია, შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან სასწავლო უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს, ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.     მუხლი 42🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა 1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (გარდა პირველი ადმინისტრაციული რეგისტრაციისა); გ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის უუნარობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში; ე) ორსულობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა; ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულაბაში სწავლა; ზ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა; თ) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადაში პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა, თუ სტუდენტი სწავლის ვადის გაგრძელების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში შესაბამისი განცხადებით არ მიმართავს ფაკულტეტის დეკანს. 2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ხუთ წელზე მეტი ხნით სტუდენტის სტატუსის შეჩერება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე; დ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გამორიცხავს სასწავლო პროცესში მონაწილეობას; ე) უხეში დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ; ვ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით; ზ) გარდაცვალება; თ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 25.01.2012 წ. თავი VI სასწავლო უნივერსიტეტის ქონება, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა     მუხლი 43🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. სასწავლო უნივერსიტეტს დასახული მიზნებისათვისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 3. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას. 4. სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოა რეგენტთა საბჭო, რომელიც ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის ზედამხედველობას. რეგენტთა საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს სასწავლო უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 25.01.2012 წ.     მუხლი 44🔗. საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა 1. სასწავლო უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებს შეადგენს: ა) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, საფინანსო რესურსების საკმარისი პოტენციალის შექმნა, რაც ადეკვატური იქნება სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი საქმიანობის უზრუნველსაყოფად; ბ) საინვესტიციო ეფექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საფინანსო რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია; გ) ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საფინანსო დაგეგმარებისა და ანალიზის სისტემის სრულყოფა. 2. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს. 3. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 45🔗. სასწავლო უნივერსიტეტის შემოსავლები სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით; ბ) გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.     მუხლი 46🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. სასწავლო უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VII უნივერსიტეტის განვითარების ფონდი     მუხლი 47🔗. უნივერსიტეტის განივთარების ფონდი 1. უნივერსიტეტის ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი. 2. უნივერსიტეტის განვითარების ფონდს გადაეცემა უნივერსიტეტის ქონებისა და ფინანსების ნაწილი. 3. უნივერსიტეტის განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უნივერსიტეტი. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. სასწავლო უნივერსიტეტი რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდებას, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები. თავი VIII სასწავლო უნივერსიტეტში ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი     მუხლი 48🔗. სასწავლო უნივერსიტეტში ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი 1. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი გულისხმობს სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობას. 2. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 3. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს, მოითხოვოს მის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. თავი  IX სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 49🔗. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. თავი X წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა     მუხლი 50🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. წესდებაში ცვლილების ან/და დამატების პროექტს შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების ან/და დამატების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო. თავი XI გარდამავალი დებულებები     მუხლი 51🔗 . გარდამავალი დებულებები 1. ამ წესდების ძალაში შესვლის შემდეგ სასწავლო უნივერსიტეტის მოქმედი: ა) აკადემიური საბჭოს შემადგენლობის უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 2 თებერვლამდე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობისა და საბჭოს სპიკერის უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე; გ) რექტორის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით; დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით; ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე; ვ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსების უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე; ზ) დეკანების უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე; თ) აკადემიური პესონალის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით; ი) სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული სპეციალისტების უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით; კ) მასწავლებლების უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით; ლ) დამხმარე პერსონალის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი ვადით; მ) სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილება გრძელდება 2012 წლის 16 აპრილამდე. 2. გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია გიორგი სოსიაშვილი, დაბადების თარიღი 1977 წლის 22 ივნისი, პირადი №59001023220, არჩეული აკადემიური საბჭოს 2011 წლის 17 იანვრის №09-08 დადგენილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 3. გორის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია გიორგი ხორბალაძე, დაბადების თარიღი 1981 წლის 30 დეკემბერი, პირადი №43001003668, დამტკიცებული წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 11 აპრილის №09-28 გადაწყვეტილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 20 იანვრის ბრძანება №10/ნ - ვებგვერდი, 25.01.2012 წ.