არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 09.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №214/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111228017, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
span.highlight {mso-style-name:highlight;}
span.apple-converted-space {mso-style-name:apple-converted-space;}
span.apple-style-span {mso-style-name:apple-style-span;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:22.5pt 42.5pt 27.0pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №214/ნ
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
– ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
– კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ1’’ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
– კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №478 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
– ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯის წესდება დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
დ
. შაშკინი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ახალქ
ალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯის
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო
ეს წესდება არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯის (შემდგომში – კოლეჯი) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და კოლეჯის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. კოლეჯის სტატუსი
1. კოლეჯი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც არსებობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით.
2. კოლეჯის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –
ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწეებულება – კოლეჯი, ინგლისურად – Akhalkalaki Higer Educational Enstitution - College.
3. კოლეჯის მისამართია: ქ. ახალქალაქი, დავით
აღმაშენებლის ქ. №119.
მუხლი 3🔗. კოლეჯის უფლებაუნარიანობა
1. კოლეჯს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
2. კოლეჯი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესდების საფუძველზე.
3. კოლეჯს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ბანკში.
მუხლი 4🔗. კოლეჯის მიზნები და ამოცანები
1. კოლეჯის მიზნებია:
ა) კოლეჯში აკადემიური განათლების ერთსაფეხურიანი სწავლების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
ბ) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით;
გ) კოლეჯის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;
მუხლი 5🔗. კოლეჯის სტრუქტურა
1. კოლეჯის მართვის ორგანოებია აკადემიური საბჭო, რექტორი და კანცლერი.
2. კოლეჯი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, რომელთა ფორმირების წესი განსაზღვრულია წინამდებარე წესდებით.
მუხლი 6🔗. აკადემიური საბჭო
1. კოლეჯის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო
, რომლის წევრებიც აირჩევიან კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და სტუდენტთა წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭო შედგება კოლეჯის რექტორისა და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.
3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
8. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
9. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას.
მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო:
ა) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორს;
ბ) აძლევს თანხმობას რექტორს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების თაობაზე;
გ) ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტის შედგენის და შეცვლის წესს;
დ) ამტკიცებს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე) ამტკიცებს პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საკონკურსო კომისიის შესახებ დებულებას;
ვ) რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეკანს;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗. კოლეჯის ხელმძღვანელი (რექტორი)
1. რექტორი არის კოლეჯის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი და წარმოადგენს კლეჯს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, კოლეჯის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.
2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. რექტორი:
ა) კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) შექმნისა და განხორციელების პროცესს;
ბ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს უთანხმებს კოლეჯის სწავლების პოლიტიკას;
გ) აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დეკანის კანდიდატურას;
დ) აკადემიური საბჭოს თანხმობით ქმნის და აუქმებს კოლეჯის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს;
ე) ახორციელებს კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს;
ვ) რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
მუხლი 9🔗. კანცლერი
1. კანცლერი არის კოლეჯის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროებში.
2. კოლეჯის კანცლერს რეგენტთა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
3. აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კოლეჯის კანცლერს ნიშნავს რეგენტთა საბჭო.
4. კანცლერის კანდიდატურის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო.
5. კოლეჯის კანცლერი:
ა) ხელმძღვანელობს კოლეჯის ადმინისტრაციას;
ბ) კოლეჯის სახელით, ბიუჯეტის შესაბამისად დებს ფინანსურ და ეკონომიკურ გარიგებებს;
გ) ადგენს კოლეჯის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
დ) ადგენს კოლეჯის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ე) უფლებამოსილია, დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად, კოლეჯის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რისთვისაც განსაზღვრავს მათი მიღებისა და გათავისუფლების წესს, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას;
ე) ამზადებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ზ) პასუხისმგებელია კოლეჯის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
თ) ახორციელებს კოლეჯის ჩვეულებრივი საქმინობიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს;
6. კანცლერის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი;
7. კანცლერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
8. კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 10🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული
1. კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში ან/და ახორციელებს სხვა აკადემიურ–სამეცნიერო საქმიანობას.
2. კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული იქმნება, გარდაიქმნება და უქმდება რექტორის გადაწყვეტილებით, სამეცნიერო საბჭოს თანხმობით.
მუხლი 11🔗. კოლეჯის შემოსავლები
კოლეჯის დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;
ბ) გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
მუხლი 12🔗. ზედამხედველობა
1. კოლეჯის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოა რეგენტთა საბჭო, რომელიც ახორციელებს კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. რეგენტთა საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს კოლეჯს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
2. რეგენტთა საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 13🔗. . რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗 .გარდამავალი დებულებები
1. კოლეჯის მოქმედ მმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება შეუწყდება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კოლეჯის მართვის ორგანოების პირველ არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს კოლეჯი, მოქმედი მართვის ორგანოების ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში.
3.
კოლეჯის რექტორია როინ ყავრელიშვილი (არჩეული აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, დაბადებული 23. 10 1969 წ., პირადი ნომერი 07001004206 ), რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
4
. კანცლერი – მერუჟან აბრამიანი (არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, დაბ. 25. 01. 1953 წ., პირადი ნომერი 07001014678.
5.
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16🔗. კოლეჯის განვითარების ფონდი
1. კოლეჯის ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;
2. კოლეჯის განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს კოლეჯი. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. კოლეჯი რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს კოლეჯის განვითარების ფონდის წესდებას, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები.