არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 09.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №215/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111228018, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml0, li.adgilixml0, div.adgilixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.abzacixmlChar { }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.BodyTextChar { }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt .75in 1.0in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №215/ნ
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №411 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანდართული წესდება;
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
დ. შაშკინი
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის –
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წ ე ს დ ე ბ ა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარს, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წელს მას შეუერთდა 1917 წელს დაარსებული თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1936 წლიდან რეორგანიზებულ იქნა როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყანაში საინჟინრო მიმართულების წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების შესაბამისად ახორციელებს ღირსეულ ტრადიციებზე, ეროვნულ და საერთაშორისო გამოცდილებასა და ინოვაციებზე დაფუძნებულ უმაღლეს განათლებასა და სამეცნიერო-კვლევებს პიროვნებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიისა და ბოლონიის დეკლარაციის პრინციპებით.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მისიას, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, უნივერსიტეტის სტრუქტურას, მართვის ორგანოების, პერსონალის არჩევა-დანიშვნის წესებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, სტუდენტის უფლება-მოვალეობებს, უნივერსიტეტის საბიუჯეტო-საფინანსო საქმიანობის პრინციპებსა და წესებს, ასევე უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის სტატუსი და სიმბოლიკა
1. უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №411 დადგენილებით და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს.
2. უნივერსიტეტს აქვს ბეჭედი თავისი სიმბოლიკით და სახელწოდებით, გერბი, დროშა, ჰიმნი, ბლანკები და შტამპი, საიდენტიფიკაციო ლოგოტიპი, საბანკო ანგარიში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
3. უნივერსიტეტის გერბზე წამყვანი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების–მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშს ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას სტილიზებული შრიფტით შესრულებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა „სტუ“, რომელშიც ჩაწნულია ფარზე განფენილი ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით „ცოდნა ძალაა“ ლათინურ ენაზე „Sientia potestas est”. ფარზე არწივის ქვემოთ განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე შესაბამისად: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, “Georgiae Universitas Rerum Technici”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი „1922“ და ზეთისხილის ტოტები, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო.
4. უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა ფორმის თეთრი ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ
-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ
-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწოფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. უნივერსიტეტის დროშაზე წარმოდგენილი ყველა ფერი, ჰერალდიკის კანონების მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მქონეა: თეთრი – უმანკოება, უბიწობა, სიწმინდე, სიბრძნე; ყვითელი (ოქროსფერი) – განათლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დიდება; მუქი წითელი – სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამართლიანობა და სიყვარული.
5. უნივერსიტეტის ჰიმნი შინაარსით სიმბოლურია, პატივს მიაგებს უმაღლესი სკოლის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ
-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე.
6. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
7. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, ინგლისურ ენაზე - GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY; ლათინურ ენაზე – GEORGIAE UNIVERSITAS RERUM TECHNICI. შემოკლებული სახელწოდებაა: სტუ, GTU.
8. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია-საქართველო, თბილისი, 0175, მერაბ კოსტავას ქ.№77.
9. უნივერსიტეტის ელექტრონული მისამართია - www.gtu.ge.
მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის უფლებამოსილება
1. მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების ფარგლებში უნივერსიტეტი ავტონომიურია თავის საქმიანობასა და სტრუქტურის ფორმირებაში; იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2. უნივერსიტეტი:
ა) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) და პროფესიული განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ)გასცემს მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს/სერტიფიკატს;
გ) ასრულებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს მეცნიერების მიმართულებათა ფართო სპექტრით;
დ) ახორციელებს საინოვაციო საპროექტო, საცდელ-საკონსტრუქტორო და საწარმოო საქმიანობას. წარმოადგენს წამყვან სამეცნიერო-კვლევით, მეთოდურ, საუნივერსიტეტო საექსპერტო და საკონსულტაციო ცენტრს თავისი საქმიანობის სფეროებში;
ე) ახორციელებს საკუთარი პერსონალის მომზადების, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ვ) ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ზ) ეწევა მოქმედი კანონმდებლობით აუკრძალავ, ნებისმიერ სხვა საქმიანობას.
3. უნივერსიტეტში წესდების, დებულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
4. უნივერსიტეტის ფარგლებში დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის შექმნა და ფუნქციონირება, ასევე პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის წარმოება.
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები.
6. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნივერსიტეტს უფლება აქვს დააფუძნოს ფილიალი (ფილიალები).
7. უნივერსიტეტი შეიძლება სასამართლოში გამოვიდეს მხარედ, დადოს გარიგებები და შეთანხმებები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის მისია
1. უნივერსიტეტი არის დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული ინჟინერიის, ტექნოლოგიების და კულტურის განვიათარების კერა. მისი მისიაა ინოვაციებზე დამყარებული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევების უზრუნველყოფა, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შორის მაღალი სულიერების, ზნეობრიობის დამკვიდრებით.
2. სწავლება უნივერსიტეტში მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად, ცოდნაზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებისა და ცხოვრების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად; სპეციალისტების მომზადება წარმოებს ინჟინერიის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სოციალურ, სამართლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სწავლებით; უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა მიერ ისეთი ცოდნისა და კომპეტენციების შეძენას, რაც ხელს შეუწყობს მათი განათლების შემდგომ გაღრმავებას და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანას.
3. კვლევები უნივერსიტეტში მიმდინარეობს მეცნიერების მრავალი მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის მკვლევრებისა და წარჩინებულ სტუდენტთა შემოქმედებითი თანამონაწილეობით უნივერსიტეტის ლაბორატორიებში, სამეცნიერო ცენტრებში, ინსტიტუტებში, ტექნოპარკებსა და სხვ. ამით ხელს უწყობს საქართველოში მეცნიერებატევადი მიმართულებების განვითარებას და ღირსეული წვლილის შეტანას საქართველოსა და მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლაში.
მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები
1. უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზანია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური საქმიანობის საფუძველზე შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენტურობების მქონე სპეციალისტების მომზადება.
2. უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, ინოვაციური და მმართველობითი საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
ა) საგანმანათლებლო საქმიანობაში: საზოგადოებისა და სახელმწიფო მოთხოვნების დაკმაყოფილება აკადემიური და პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციურ სპეციალისტებსა და სამეცნიერო-პედაგოგიურ კადრებზე, რომლებიც აქტიურად შეუწყობენ ხელს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას, ბუნებრივი გარემოსა და რესურსების დაცვასა და გონივრულ გამოყენებას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას;
ბ) სამეცნიერო საქმიანობაში: საქართველოში ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებების განვითარება, სპეციალისტებისა და უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების მომზადების ეფექტურობის ამაღლება, კონკურენტუნარიანი სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციისა და მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების შექმნა;
გ) ინოვაციურ საქმიანობაში: უნივერსიტეტში განათლების და მეცნიერების სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის უახლესი შედეგების დანერგვისა და ეფექტური გამოყენებისათვის საჭირო გარემოს შექმნა.
3. უნივერსიტეტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საგანმანათლებლო საქმიანობაში:
ა.ა) სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირების – მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება;
ა.ბ) პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირების – ბაკალავრების და პროფესიული განათლების მქონე პირების – სპეციალისტების მომზადება;
ა.გ) უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების მომზადება, უნივერსიტეტის აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის პროფესიული განვითარება;
ა.დ) მრეწველობის სხვადასხვა დარგების საინჟინრო და მმართველი კადრების პროფესიული სრულყოფა და გადამზადება;
ა.ე) ელექტრონული, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ა.ვ) უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა;
ა.ზ) სტუდენტებში სამოქალაქო პოზიციის, თანამედროვე ცივილიზაციისა და დემოკრატიის პირობებში შრომისა და ცხოვრების უნარის ფორმირება;
ა.თ)თანამშრომლობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ასევე უნივერსიტეტის ფაკულტეტების შესაბამისი დარგის/პროფილის საწარმოებთან, ორგანიზაცია-დაწესებულებებთან და პროფესიულ ასოციაციებთან;
ა.ი) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად, ასევე ნებისმიერი საწარმოს, ორგანიზაცია-დაწესებულებისა და პროფესიული ასოციაციის მონაწილეობით, რომლებიც ეწევიან საქმიანობას უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილით;
ა.კ) სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის ხელის შეწყობა.
ბ) სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში:
ბ.ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ორგანიზება და წარმართვა;
ბ.ბ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა;
ბ.გ) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩაბმა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში;
ბ.დ) საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება უნივერსიტეტში მეცნიერებატევადი პროდუქციის შექმნისა და მისი მსოფლიო ბაზარზე გატანის მიზნით;
ბ.ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის დროს შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების უფლებრივი დაცვის ხელშეწყობა;
ბ.ვ) უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის საორგანიზაციო, ნორმატიული, მეთოდური, საინფორმაციო-ანალიზური, მეტროლოგიური და სარეკლამო-საგამოფენო უზრუნველყოფა;
გ) ინოვაციურ საქმიანობაში:
გ.ა) უნივერსიტეტისათვის პროფილურ ბაზრებზე საგანმანათლებლო მომსახურების, აგრეთვე შრომის ბაზრებზე მარკეტინგული და პროგნოზულ-ანალიტიკური კვლევების ჩატარება;
გ.ბ) განათლების და მეცნიერების სფეროში ინოვაციური საქმიანობის სტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და სრულყოფა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების ორგანიზაციისა და მართვის ინოვაციური პრინციპების დამუშავება და დანერგვა;
გ.გ) უნივერსიტეტის სტრატეგიულ პარტნიორებთან – სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროფილის დაწესებულებებთან და სამრეწველო საწარმოებთან – გრძელვადიანი თანამშრომლობის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
გ.დ) კონკურენტუნარიანი მეცნიერებატევადი პროდუქციის შექმნა და საინოვაციო ბაზრებზე მისი გატანის უზრუნველყოფა;
გ.ე) ინოვაციური საქმიანობის სფეროში კონსალტინგური მომსახურების გაწევა;
პარტნიორების ძიება ინოვაციური პროდუქტების რეალიზაციისათვის;
გ.ვ) კადრების მომზადება ინოვაციური საქმიანობისათვის;
გ.ზ) პერსპექტიული კვლევების დაფინანსება.
დ) მმართველობით საქმიანობაში:
დ.ა) საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, საწარმოო, სამეურნეო, ორგანიზაციული, ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობის სრულყოფისათვის ხარისხის საყოველთაო მართვის პრინციპების გათვალისწინება, მართვის სისტემის დამუშავება საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიცირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
დ.ბ) უნივერსიტეტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
დ.გ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;
დ.დ) უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი სახეობების დაფინანსებისათვის სახსრების მოზიდვის და რაციონალური გამოყენების ეფექტური სისტემის შექმნა, მათ შორის კანონმდებლობით დადგენლი წესით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;
დ.ე) აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;
დ.ვ) მართვის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
დ.ზ) თანამშრომელთა და სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, სპორტისა და ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
დ.თ) საგანმანათლებლო მომსახურებისა და სპეციალისტების მომზადების ხარისხის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
დ.ი) განათლებისა და კვლევების ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
ე) საექსპერტო-ანალიტიკური საქმიანობის სფეროში:
ე.ა) უნივერსიტეტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიური და კომპლექსური ექსპერტიზების ჩატარება.
მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიური პროგრამების, ასევე პროფესიული განათლებისა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა;
გ) მეცნიერებატევადი პროდუქტის (საქონელი, მომსახურება, სამუშაოს შესრულება) შექმნა და წარმოება;
დ) საპროექტო, საძიებო და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობა;
ე) საექსპერტო, კლინიკური, დიაგნოსტიკური და საკონსულტაციო საქმიანობა;
ვ) საგამომცემლო-ბეჭდვითი საქმიანობა.
თავი II
უნივერსიტეტის სტრუქტურა, მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები)
და მათი უფლებამოსილება
მუხლი 7🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: რექტორი, აკადემიური საბჭო, სენატი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) აპარატებისაგან, აკადემიური საბჭოსა და სენატის სამდივნოებისაგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაცია), უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო (ფაკულტეტი, სკოლა) (შემდგომში ფაკულტეტი), დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი (ინსტიტუტი, ცენტრი, და სხვ.) ერთეულების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექნოპარკები, საცდელ-საწარმოო, სასწავლო-საწარმოო, სამეცნიერო-საწარმოო, საპროექტო-საკონსტრუქტორო, კლინიკური ცენტრები და სხვ.).
3. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის (გარდა ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის) შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
4. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის (გარდა ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის) სტატუსი, ავტონომიურობის ფარგლები, უფლებამოსილება, დაფინანსების, მართვის, საქმიანობისა და ლიკვიდაციის წესები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.
5. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის შექმნა სხვა (მათ შორის უცხო ქვეყნის) იურიდიულ პირებთან ერთად ხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით.
მუხლი 8🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა) საკუთარი გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტებისა და ანგარიშების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას დაინტერესებულ პირთათვის;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვ.;
ე) არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უნივერსიტეტის წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
3. უნივერსიტეტზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები.
მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
1.უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო (შემდგომში _ აკადემიური საბჭო) არის უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო-სამეცნიერო) საქმიანობის მართვის ორგანო, რომლის წევრად აირჩევა თითოეული ფაკულტეტის ორ-ორი წარმომადგენელი.
2. აკადემიური საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, აკადემიური საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 45 დღისა.
3. აკადემიურ საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა და ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების წესები განისაზღვრება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულებით (შემდგომში - არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება), რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს სენატი.
4. აკადემიურ საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა.
5. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება არჩეულ იქნეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლები. საბჭოში მათი მონაწილეობის წესი და წარმომადგენლობის კვოტა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.
6. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შესაძლებელია აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა განისაზღვრება 4 წლით.
7. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი.
8. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
9. აკადემიური საბჭოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
10. აკადემიური საბჭოს საქმიანობის, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე საბჭოს წევრის სტატუსი, უფლებამოსილება, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
მუხლი 10🔗. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის სიმბოლიკას და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორს - აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს;
გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
დ) მონაწილეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შემუშავებაში;
ე) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ხოლო დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით - სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების თაობაზე, რასაც დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
ზ)იღებს გადაწყვეტილებას რექტორის სათათბირო ორგანოების - სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატის შექმნის თაობაზე და ამტკიცებს მათ რეგლამენტს;
თ) ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად, აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდებში;
კ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემდეგ სტუდენტისათვის შუალედური კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ;
ლ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
მ) ადგენს და ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესს; ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს;
ნ) კონკურსის შედეგების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალის შესაბამისი თანამდებობების დაკავების თაობაზე;
ო) შეიმუშავებს და სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
პ) ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს;
ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ს) საკუთარი ინიციატივით, ან ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების თაობაზე;
ტ) იღებს გადაწყვეტილებას გიორგი ნიკოლაძის მედლით ან უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოების თაობაზე;
უ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს;
ფ) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვის ვადით, ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
ქ) ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოებს, მათი თავმჯდომარეების არჩევის წესსა და სადისერტაციო საბჭოს საქმიანობის წესს;
ყ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
შ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესებს (ინსტრუქციებს, დებულებებს);
ჩ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების (გარდა ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის) დებულებებს;
ც) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს
მათი მიღების პირობებსა და წესს;
ძ) ახორციელებს ამ წესდებითა და საკუთარი რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
მუხლი 11🔗. უნივერსიტეტის სენატი
1. უნივერსიტეტის სენატი (შემდგომში-სენატი) არის უნივერსიტეტის კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აირჩევა 4 წლის ვადით, უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალიდან ორ-ორი წევრისა (სრული და ასოცირებული პროფესორი) და თითო სტუდენტის შემადგენლობით. სენატის შემადგენლობაში შედის ასევე ბიბლიოთეკის დირექტორი.
2. რექტორი უფლებამოსილია, საზოგადოების წარმომადგენლებიდან სენატის შემადგენლობაში დამატებით წარადგინოს 3 წევრი.
3. სენატის არჩევნებს ნიშნავს რექტორი, სენატის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 45 დღისა.
4. სენატში უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან ასარჩევ კანდიდატთა
და ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ასევე არჩევნების ჩატარების წესები განისაზღვრება არჩევნების საუნივერსიტეტო დებულებით.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთათვის სენატის წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
6. სენატის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე ტარდება არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა მოქმედი სენატის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
7. სენატის შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტების დეკანი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს წევრი.
8. სენატის პირველ სხდომას იწვევს რექტორი, სენატის არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სენატის უხუცესი წევრი.
9. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
მუხლი 12🔗. უნივერსიტეტის სენატის უფლებამოსილება
1. სენატი:
ა) აკადემურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) აკადემურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ეთიკის კოდექსს;
გ) რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს ბიუჯეტის შედგენის წესს, ადმინისტრაციის სტრუქტურასა და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ე) ირჩევს სენატის სპიკერს;
ვ) ამტკიცებს რეგენტთა საბჭოს მიერ წარდგენილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ზ) თანხმობას აძლევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის რეგენტთა საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენაზე;
თ) თანხმობას აძლევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წლიური ანგარიშის რეგენტთა საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენაზე;
ი) წელიწადში ორჯერ ისმენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე;
კ) უფლებამოსილია აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით, ან საკუთარი ინიციატივით, რეგენტთა საბჭოს წინაშე დააყენოს საკითხი ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;
ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
მ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ;
ნ) აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და რეგენტთა საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დირექტორის კანდიდატურას;
ო) რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორს;
პ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სიმბოლიკას;
ჟ) ახორციელებს ამ წესდებითა და საკუთარი რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სენატის სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით, ან სენატის წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
3. სენატის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია სენატის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს სენატის სპიკერი.
4. სენატის საქმიანობის, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე სენატის წევრის სტატუსი, უფლებამოსილება, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხები რეგულირდება სენატის რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სენატი.
მუხლი 13🔗. სენატის სპიკერი
1. სენატი ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სპიკერს, რომელიც ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სენატის სხდომების ჩატარებას.
2. სპიკერის კანდიდატურების წარდგენის წესი და ვადები დგინდება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით.
3. სპიკერი აირჩევა სენატის უფლებამოსილების ვადით.
4. სენატის სპიკერის უფლებამოსილებები, თანამდებობრივი შეუთავსებლობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება სენატის რეგლამენტით.
მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის რექტორი და მისი უფლებამოსილება
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
2. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების წესი, ასევე კანდიდატთა მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მონაცემები განისაზღვრება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით.
3. რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4.
რექტორის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 45 დღისა.
5. რექტორი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას;
ბ) წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში;
გ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების, შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
დ) ფაკულტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების საშტატო განრიგს და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგის პროექტში ასახვის მიზნით;
ე) დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს უნივერსიტეტის პერსონალთან, გამოსცემს ბრძანებებს მათი დანიშვნისა და განთავისუფლების შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
ზ) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო და აკადემიური - საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს - ბრძანებებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. რექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისი ბრძანებით, რექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
7. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება), აგრეთვე შვებულება, ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.
8. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს აკადემიური საბჭო და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს არჩევნებს.
9. რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს რექტორობის კანდიდატისათვის არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მუხლი 15🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და მისი უფლებამოსილება
1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურას წარადგენს რეგენტთა საბჭო და ამტკიცებს სენატი. სენატის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უნივერსიტეტის სახელით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, დებს ფინანსურ და ეკონომიკურ გარიგებებს;
გ) რექტორთან შეთანხმებით შეიმუშავებს უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
დ) რექტორთან შეთანხმებით ადგენს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
ე) ადგენს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს სენატთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ვ) ადგენს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც ათანხმებს სენატთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ზ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ი) რექტორს, დანიშვნის მიზნით, წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას.
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს;
ლ)ახორციელებს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოსა და სენატის წინაშე.
7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
8. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) სენატის წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 16🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილება
1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსს აცხადებს აკადემიური საბჭო.
2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების წესები განისაზღვრება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით.
3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია სენატის მოტივირებული გადაწყვეტილება, მიღებული აკადემიური საბჭოს წარდგინების ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) შეიმუშავებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ბ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელებთან კოორდინაციით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით;
გ) უზრუნველყოფს კავშირის დამყარებას და თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების მიზნით;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო ირჩევს მოვალეობის შემსრულებელს და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს არჩევნებს.
თავი
III
უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთული, მისი სტრუქტურა და მართვის ორგანოები
მუხლი 17🔗. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული
1. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი (სკოლა).
2. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის
, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, სასწავლო, სამეცნიერო -კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
3. ფაკულტეტის სტრუქტურასა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
4. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, სათათბირო, დეკანი, მენეჯერი.
მუხლი 18🔗. ფაკულტეტის საბჭო და მისი უფლებამოსილება
1.ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის: დეკანი (თავმჯდომარე), მისი მოადგილე, მენეჯერი, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
3. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით, ფაკულტეტის დებულებით და ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
4. ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ე) ამტკიცებს ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
მუხლი 19🔗. ფაკულტეტის სათათბირო
1.ფაკულტეტის სათათბიროში შედის: დეკანი (თავმჯდომარე), მისი მოადგილე, მენეჯერი, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსი, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში ამ ფაკულტეტის კვოტით არჩეული წარმომადგენლები.
2. სათათბიროს უფლებამოსილება განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.
მუხლი 20🔗. დეკანი და მისი უფლებამოსილება
1. დეკანს, აკადემიური საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.
2. დეკანი აირჩევა 4 წლის ვადით.
დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დეკანის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების წესები განისაზღვრება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
4. დეკანი:
ა) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოსა და სათათბიროს სხდომებს;
ბ) ადგენს ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ)უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
დ) შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს;
ე)მენეჯერთან ერთად ადგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ვ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის მართვის ორგანოების და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ზ)ადგენს ფაკულტეტის საქმის წარმოების წესს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
5. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოადგილე, დეკანის არჩევამდე.
7. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო ნიშნავს დეკანის არჩევნებს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 21🔗. მენეჯერი და მისი უფლებამოსილება
1. მენეჯერს ნიშნავს და ანთავისუფლებს რექტორი.
2. მენეჯერი:
ა) ახდენს შრომის ბაზრის მარკეტინგულ და პროგნოზულ ანალიტიკურ კვლევას, რის საფუძველზეც ადგენს საგანმანათლებლო პროგრამებისადმი წარდგენილ მოთხოვნათა ნუსხას საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით;
ბ)ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ფინანსურ და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის ზედამხედველობას;
გ)ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულების მიზნით, ადგენს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ყოველწლიურ გეგმას და პასუხისმგებელია მისი შესრულების მიზნობრიობასა და ეფექტიანობაზე;
დ) დეკანთან შეთანხმებით ადგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს;
ე) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის შესრულების ეფექტიანობასა და მიზნობრიობაზე;
ვ) კოორდინაციას უწევს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის, სტაჟირებისა და მათი შემდგომი დასაქმების პროცესს;
ზ) ახორციელებს ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.მენეჯერი ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
მუხლი 22🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზნები და უფლებამოსილება განსაზღვრულია შესაბამისი დებულებით.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნიშნავს რექტორი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით 4 წლის ვადით.
მუხლი 23🔗. სადისერტაციო საბჭო და მისი უფლებამოსილება
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტის შემადგენლობაში ან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იქმნება საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოები.
2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი, სადისერტაციო საბჭოს უფლებამოსილება და დისერტაციის დაცვის პროცედურა განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
თავი IV
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიები და არჩევნების ჩატარების წესები
მუხლი 24🔗. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიები
1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება საარჩევნო კომისიები.
2. რექტორის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის ასარჩევად საარჩევნო კომისიას ქმნის აკადემიური საბჭო.
3. აკადემიურ საბჭოსა და სენატში წარმომადგენლების ასარჩევად, ასევე, დეკანის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საარჩევნო კომისია.
4. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის მართვის ორგანოს წევრი ან შესაბამის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი.
5. საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა, კომისიების შექმნის წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით.
მუხლი 25🔗. არჩევნების ჩატარების წესები
არჩევნების გამოცხადების, ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის, საარჩევნო სიების შედგენის, წინასაარჩევნო სააგიტაციო კამპანიის წარმართვის, არჩევნების პროცესის ორგანიზების, ჩატარების, არჩევნების შედეგების შეჯამების, გამოცხადების, გასაჩივრების, საბოლოო შედეგების გამოქვეყნების წესებს, დამკვირვებელთა სტატუსს და დარღვევების ოქმის შედგენის წესებს ადგენს არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება.
თავი V
უნივერსიტეტის პერსონალი
მუხლი 26🔗. პერსონალი. პერსონალის თანამდებობრივი შეუთავსებლობა და თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლება
1. უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალი, ასევე მოწვეული სპეციალისტები და უნივერსიტეტის ან/და ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი პერსონალი.
2. უნივერსიტეტის პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. პერსონალის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრულისა, არის უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმების უხეში დარღვევა, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეუსრულებლობა.
მუხლი 27🔗. აკადემიური პერსონალი, მისი უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები
1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება სრული პროფესორებისაგან, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორებისაგან, რომლებიც წარმართავენ ან/და მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში.
2. აკადემიურ თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად. კონკურსის ჩატარების წესს ადგენს აკადემიური საბჭო.
3. აკადემიური თანამდებობაზე არჩევის პირობები რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, დაადგინოს სრული პროფესორის თანამდებობაზე პირის არჩევის დამატებით პირობები.
4. აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია აირჩეს აგრეთვე შესაბამისი პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის საჭირო კომპეტენცია. ამ კატეგორიის პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და კონკურსში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.
5. აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და უნივერსიტეტსა და აკადემიურ პერსონალს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით.
6. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
7 აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და შრომითი ხელშეკრულებით. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განთავისუფლების საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
8. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 28🔗. უნივერსიტეტის ჯილდოები და აკადემიური წოდებები
1. უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოა „გიორგი ნიკოლაძის მედალი“, უნივერსიტეტის ჯილდოა „საპატიო დიპლომი“.
2. უნივერსიტეტის ჯილდოების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
3. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.
4. უნივერსიტეტის პროფესორთათვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭება ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
5. ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების მიცემის საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
მუხლი 29🔗. მოწვეული სპეციალისტები და მასწავლებელთა პერსონალი
1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებელთა პერსონალის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (მოწვეული პროფესორი ან/და მოწვეული მასწავლებელი), რომლებიც მონაწილეობენ სასწავლო პროცესში.
2. მოწვეული პროფესორები იყოფიან „ს“ და “ა“ კატეგორიებად, რომელთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები ანალოგიურია, შესაბამისად, სრული და ასოცირებული პროფესორების სტატუსისა. მათი შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს სენატი.
3. მოწვეული სპეციალისტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ კვოტას.
4. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალი და მოწვეული მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. მასწავლებელთა პერსონალისა და სასწავლო პროცესში მონაწილე მოწვეული სპეციალისტების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით. ამ თანამდებობების დაკავების პირობები, პედაგოგიური დატვირთვის სახე, ზღვრული ოდენობა და თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.
მუხლი 30🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები. თანამდებობის დაკავების და განთავისუფლების წესი
1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული წესით.
3. რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და დეკანის მოადგილეები თანამდებობაზე ინიშნებიან რექტორის ბრძანებით სათანადო მმართველი სუბიექტის წარდგინებით.
4. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების საფუძვლები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით.
მუხლი 31🔗. სამეცნიერო-კვლევითი პერსონალი. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი
1. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პერსონალს მიეკუთვნება „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი პერსონალი. მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
2. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით.
3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (მოწვეული მკვლევარი) სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობისათვის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ მეცნიერთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებებით.
მუხლი 32🔗. დამხმარე პერსონალი, მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი
1. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო განრიგით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის საჭირო პერსონალი.
2. დამხმარე პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.
თავი VI
სტუდენტი
მუხლი 33🔗. სტუდენტი, მისი უფლებები და ვალდებულებები
1. უნივერსიტეტის სტუდენტი (შემდგომში – სტუდენტი) არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
2. სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით, უნივერსიტეტის სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირებისა და მობილობის ინსტრუქციით, სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციით, ასევე ფინანსური და სასწავლო ხელშეკრულებებით.
3. სტუდენტი ვალდებულია:
ა) ისწავლოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ყველა საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლებაც სავალდებულოა;
ბ) დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმები;
გ) შეასრულოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
4. უნივერსიტეტი ქმნის შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
5. უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო. დისციპლინური წარმოების წესი, აგრეთვე დისციპლინური წარმოების პროცესში სტუდენტის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით.
მუხლი 34🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) ადმინისტრაციული (ფინანსური) ან აკადემიური (სასწავლო) რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) ავადმყოფობა;
გ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
დ) აკადემიური შვებულება;
ე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც გამორიცხავს სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შესაძლებლობას;
ვ) სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს ექვსი კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი.
4. სტუდენტის სტატუსშეჩერებული პირი სტატუსის აღდგენისას, როგორც წესი, სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.
5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
გ) პირადი განცხადება;
დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესებით დადგენილ ვადებში;
ე) სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმების საფუძველზე;
ვ) გარდაცვალება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
6. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია მისი აღდგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
7. პირს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია მისი ხელახლა მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
8. სტუდენტის სტატუსის შეჩერების, აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე გამოიცემა რექტორის ბრძანება.
9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალიწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.
მუხლი 35🔗. სტუდენტური თვითმმართველობა
1. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და თავისი დებულების მიხედვით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის წესდებას.
2. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არჩევნების ორგანიზება-ჩატარებას განსაზღვრავს თავისი დებულებით.
3. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოსა და სენატში;
დ) ხელს უწყობს სტუდენტთა თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტების ან უნივერსიტეტის მართვის სისტემების და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შესაბამის მართვის ორგანოებს;
ვ) კოორდინირებულად მუშაობს უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, სენატის წევრ სტუდენტებთან;
ზ) ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის ურთიერთობა განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი VII
უნივერსიტეტის განათლების საფეხურები
მუხლი 36🔗. განათლების საფეხურები
1. უნივერსიტეტი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის პროგრამებს. განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
2. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია:
ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;
ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს;
გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.
3. უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
4. უნივერსიტეტში ხორციელდება ქართულ ენაში მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა.
5. უნივერსიტეტში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
7. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
8. პირს, რომელმაც არ/ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.
9. საგანმანათლებლო პროგრამების გავლის ვადები, სწავლების დამატებითი სემესტრის/სემესტრების აღების და სპეციალობის შეცვლის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესებით.
10. საქართველოს ან საზღვარგარეთის სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 37🔗. ხარისხის /კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა
1. შესაბამისი განათლების დამადასტურებელ ხარისხს/კვალიფიკაციას უნივერსიტეტი ანიჭებს დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რომელიც საკმარისია სწავლების მოცემული საფეხურის დასასრულებლად.
2. განათლების ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი გასცემს სათანადო დიპლომს სტანდარტული დანართით.
თავი VIII
უნივერსიტეტის დაფინანსება, უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 38🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს სენატთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს.
3.დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობა. სხვა ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება სენატის მიერ დამტკიცებული „უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესის“ შესაბამისად.
მუხლი 39🔗. უნივერსიტეტის განვითარების ფონდი
1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია უნივერსიტეტის ქონებისა და ფინანსების ნაწილის მართვის მიზნით შექმნას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება და/ან ფინანსები;
2. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდება, რეგენტთა საბჭოს თანხმობით, მტკიცდება სენატის მიერ;
3. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორს რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს სენატი.
4. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის მიზნები, საქმიანობის მიმართულებები და მართვის პრინციპები განისაზღრება ფონდის წესდებით.
მუხლი 40🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით, სტუდენტის მიერ ან სხვა კანონიერი წყაროებიდან;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
მუხლი 41🔗. უნივერსიტეტის ქონება
უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ან სხვა პირის მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
მუხლი 42🔗. უნივერსიტეტის ქონებით სარგებლობა
უნივერსიტეტის მიერ საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება ან დატვირთვა საჭიროებს უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებას და რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
მუხლი 43🔗. უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგება
უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
თავი IX
სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 44🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს რეგენტთა საბჭო.
2. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობას და
ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
თავი X
უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 45🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.
3. უნივერსიტეტის ლიკვიდაცია იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის ლიკვიდაციასაც.
4. უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი XI
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 46🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს სენატი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
თავი XII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 47🔗. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესდების ძალაში შესვლის პერიოდისათვის აკადემიური საბჭოს მოქმედი შემადგენლობის უფლებამოსილება გრძელდება ახალი შემადგენლობის არჩევამდე.
2. ამ წესდების ძალაში შესვლის პერიოდისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდებით განსაზღვრული
სენატის არჩევამდე.
3. რექტორის (არჩილ ფრანგიშვილი, დაბ.13.04.1961წ. პირადი №01005010430, არჩეულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 2009 წლის 14 თებერვალს, სხდომის ოქმი №54, საარჩევნო კომისიის 2009 წლის 14 თებერვლის რექტორის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე) უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდების ძალაში შესვლის შემდეგ, ამ წესდების შესაბამისად, რექტორის ახალი ვადით არჩევამდე.
4.უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდების ძალაში შესვლის შემდეგ ამ წესდების შესაბამისად ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ახალი ვადით არჩევამდე.
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) (ქეთევან ქოქრაშვილი, დაბ. 16.05.1965წ. პირადი №01025001929, არჩეულია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 11 თებერვლის №8 სხდომის №3 გადაწყვეტილების საფუძველზე) უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდების ძალაში შესვლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის)დანიშვნამდე.
6. უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანების ფუნქციების შემსრულებლების უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდების შესაბამისად დეკანების ახალი ვადით არჩევამდე.
7. ამ წესდების ძალაში შესვლის პერიოდისათვის ფაკულტეტის საბჭოების უფლებამოსილება გრძელდება მათი უფლებამოსილების სრულ ამოწურვამდე.
8. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ორგანოებისა და მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული ორჯერადი არჩევის/დანიშვნის შესაძლებლობის ვადის დენა დაიწყოს ამ წესდების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ განხორციელებული არჩევის/დანიშვნის მომენტიდან.