არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 03.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №216/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111228019, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink { color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.PlainTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.abzacixmlChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.BodyTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:13.5pt 42.5pt 13.5pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №216/ნ
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ1’’ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №447 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
დ
. შაშკინი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდება
პრეამბულა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტონომიური საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაფუძნებული საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილებით – 1989 წლის 14 მაისს შექმნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბაზაზე, აფხაზეთის უპირველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - 1932 წელს დაარსებული სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (1979 წლიდან – სოხუმის /აფხაზეთის/ სახელმწიფო უნივერსიტეტის) უშუალო სამართალმემკვიდრეა. ის არის მრავალსაუკუნოვანი ზოგადქართული საგანმანათლებლო ტრადიციების მატარებელი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ეფუძნება ქართველი და აფხაზი ხალხების სულიერ და ინტელექტუალურ ფასეულობებს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ჯეროვნად აქვს გაცნობიერებული თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ზოგადკულტურული ფუნქცია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელებისა და აფხაზეთში ქართულ-აფხაზური ისტორიული თანაცხოვრების აღდგენის საქმეში. მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო განათლების მიცემა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის წესდების მოქმედების სფერო
ეს წესდება აწესრიგებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში – უნივერსიტეტი)
საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უნივერსიტეტის მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს.
მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის სტატუსი
1. უნივერსიტეტი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“ უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „სსუ“. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას №
9, 0186 ქ. თბილისი, საქართველო.
3. უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური ვებ-გვერდი - www.sou.edu.ge.
4. უნივერსიტეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1დეკემბრის №
447 დადგენილებით.
მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის მიზნები
უნივერსიტეტის მიზანია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
ე) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;
ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან;
ზ)ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
თ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლიანობის გარემოში;
ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
კ) უზრუნველყოფს უმარლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
ლ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სიმბოლიკა და საუნივერსიტეტო დღესასწაული
1. უნივერსიტეტს აქვს თავისი გერბი, ლოგო და დროშა.
2. საუნივერსიტეტო დღესასწაულია 14 მაისი – უნივერსიტეტის დაარსების დღე.
მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის საქმის წარმოების ენა
უნივერსიტეტში სამუშაო და საქმის წარმოების ენაა ქართული ენა.
თავი II
უნივერსიტეტის მართვა
მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია – რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებია – „ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური .
3. უნივერსიტეტი შედგება - ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან (ფაკულტეტებისაგან), უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების და სამეცნიერო კვლევითი ინტიტუტებისაგან.
5. გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის სტრუქტურული ერთეულებისა შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობით საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესდებითა და ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი. 7. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და მრწამსისა;
ე) უნივერსიტერტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უნივერსიტეტის წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭო
1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო - სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს - რექტორს;
ე) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, უნივერსიტეტის ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოზე განხილვაში;
ვ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
თ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ი) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
კ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
ლ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ნ) წლიურ ანგარიშსს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ო) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროსს;
პ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ჟ) რექტორის წარდგინებით ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს;
რ) უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია საბჭოს წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, შექმნას დროებით კომისიები. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;
ს) საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს.
2. უფლებამოსილია რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების, ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
3. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალსიწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.
მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო.
2. აკადემიური საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ და საინფორმაციო მომსახურებას.
მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი
1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი.
2. აკადემიური საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ის მიერ.
3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 12🔗. აკადემიური საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი
1. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 დღისა.
2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
მუხლი 13🔗. გადაწყვეტილების მიღება
აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, თუ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 14🔗. ხმის მიცემა
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
მუხლი 15🔗. ოქმის წარმოება
1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი.
2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს სხდომის მდივანი.
მუხლი 16🔗. უნივერსიტეტის ხელმძღვანელი (რექტორი)
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
2. ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 17🔗. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი)
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უნივერსიტეტის კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აირჩევა 4 წლის ვადით.
მუხლი 18🔗. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილების სფერო
1. წარმომადგენლობითი საბჭო:
ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებას;
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
ვ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს,შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
თ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ი) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულების დეკანების, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს;
კ) განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საერთო რაოდენობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
მ) უფლებამოსილია მოტივირებული წარდგინებით მიმართოს რეგენტთა საბჭოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით;
ნ) ამტკიცებს უნივერსიტეტის დროშას და გერბს;
ო) ანხორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობით.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალსიწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.
მუხლი 19🔗. კვორუმი და სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა ნახევარზე მეტი, თუ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონით და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა.
მუხლი 20🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით - 4 წლის ვადით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი:
ა) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;
გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
დ) უფლებამოსილია დასვას საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ;
ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში;
ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.
მუხლი 21🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
მუხლი 22🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების ფორმირება
1. წარმომადგენლობით საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, წარმომადგენლობითმა საბჭომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს არანაკლებ 3 წევრით. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
მუხლი 23🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევა და მიმდინარეობა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა, როგორც წესი, მოიწვევა სემესტრში ორჯერ მაინც, საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგარეშე სხდომა (სხდომები).
2. წარმომადგენლობით საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მის მიერ დროებით უფლებამოსილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, განთავსდება საჯარო გაცნობისათვის უნივერსიტეტის შენობაში სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება საბჭოს წევრებს.
3. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს სპიკერი მისი მოწვევის აუცილებლობის შემთხვევაში.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმში. ოქმს ხელს აწერს სპიკერი (ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ან სხდომის მდივანი.
მუხლი 24🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)
1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, რეგენტთა საბჭოს წარდგინებით.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
მუხლი 25🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს უმაღლესი უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს წარმომადგენლობით საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, ხოლო დასამტკიცებლად რეგენტთა საბჭოს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს
თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ი) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, რაც განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
4. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეგენტთა საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 26🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.
2. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად.
3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკადემიურ სფეროში უნივერსიტეტის საქმიანობის თვითშეფასების პროცესის ხელმძღვანელობასა და განხორციელებას.
მუხლი 27🔗. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ამ წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.
2. ბიბლიოთეკა წარმოადგენს საინფორმაციო-სასწავლო და სამეცნიერო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მომსახურებას.
3. ბიბლიოთეკა წარმართავს სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიულ საქმიანობას.
4. ბიბლიოთეკის საქმიანობა განისაზღვრება წლიური გეგმით.
5. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წიგნადი ფონდისა და პერიოდულ გამოცემათა შეძენას, მათ აღრიცხვას, მოვლა-შენახვასა და გამოყენებას.
6. ბიბლიოთეკა აწყობს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინტერესთა გათვალისწინებით მუდმივმოქმედ და პერიოდულ გამოფენებს.
8. ბიბლიოთეკის მუშაობას წარმართავს ბიბლიოთეკის უფროსი, რომელსაც ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
9. ბიბლიოთეკის უფროსი არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
თავი III
უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები
მუხლი 28🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები
1. უნივერსიტეტში შვიდი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:
ა) მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი;
გ) იურიდიული ფაკულტეტი;
დ) განათლების ფაკულტეტი;
ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ზ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
2. გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის, მის შემადგენლობაში შემავალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულის შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურა და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დებულებით.
4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით.
5. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
6. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
მუხლი 29🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილება
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო:
ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესის გათვალისწინებით განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით სიითი შემაფდგენლობის უმრავლესობით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებას, რომელიც უნდა მოიცავდეს ფაკულტეტის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმოამდგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
ზ) უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს დასაბუთებული წერდგინებით აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების გამოყენების თაობაზე;
თ) უფლებამოსილია დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს.
ი) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს.
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 30🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. დეკანის თანამდებობა ერთი და იმავეე პირის მიერ შეიძლება დაკავებული იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ჰყავს მოადგილე.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს;
ვ) პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს დეკანის მოადგილის კანდიდატურას;
თ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამხმარე პერსონალის კანდიდატურას, წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რომელიც რექტორთან შეთანხმებით ნიშნავს თანამდებობაზე;
ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დეკანი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
5. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ინტერესებიდან გამომდინარე დეკანის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება) და შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 31🔗. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში.
2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისგან. მათ გარდა, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა ნებისმიერი პირიც.
4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით.
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.
მუხლი 32🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობის, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულების საფუძველზე.
2. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებათან ხარისხის კონტროლის გამჭირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი შეიძლება იყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სრული ან ასოცირებული პროფესორი.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.
თავი IV
უნივერსიტეტისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) შექმნის წესი
მუხლი 33🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის ზოგადი პრინციპები
უნივერსიტეტისა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნები ტარდება თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 34🔗. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი
1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი.
2. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 1 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითად საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით.
5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითად საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგლილზე პირი აირჩევა მოქმედი აკადემიური საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
მუხლი 35🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
1. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის უფროსი. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ პირები, რომლებსაც უნივერსიტეტმა მიანიჭა კვალიფიკაცია.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.
3. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ-ცალკე, სტუდენტებისა და აკადემიური პერონალისათვის.
4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის უნივერსიტეტის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
6. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
9. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს ახლადარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
11. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო, თავისი რიგებიდან, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს.
12. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
13. წარმომადგენლობითი საბჭო სპიკერს ირჩევს საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით.
მუხლი 36🔗. რექტორის არჩევის წესი
1. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნები.
2. რექტორობის კანდიდატის მიმართ დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება „რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.“ კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიის (CV) წარმოდგენა.
3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირისა. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო.
4. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. პირმა, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
6. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
მუხლი 38🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების წესი
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას რეგენტთა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.
3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირმა, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან, რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 39🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევის წესი
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
მუხლი 40🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევის წესი
1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო არის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის ¼-ზე ნაკლები.
მუხლი 41🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობის დაკავების წესი
1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არაუმეტეს 2 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 2 კვირისა.
3. დეკანობის კანდიდატის მიმართ დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიის (CV) და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა.
მუხლი 42🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევის წესი
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
თავი V
უნივერსიტეტის პერსონალი
მუხლი 43🔗. უნივერსიტეტის პერსონალი
უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობები.
მუხლი 44🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.
4. პროფესორის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგელობითი საბჭო.
მუხლი 45🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
3. კონკურსის ჩატარების წესსა და ვადებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგელობითი საბჭო.
მუხლი 46🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს აკადემიურმა საბჭომ, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგელობითი საბჭო.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.
4. აკადემიური საბჭოს მიერ შესაძლებელია განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
მუხლი 47🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.
მუხლი 48🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აკადემიური წოდებები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით.
2. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის და თანამდებობიდან განთავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური თანამდებობა.
მუხლი 49🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები
აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) 5 წელიწადში ერთხელ პროფესიული განვითარების მიზნით აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ე) განახორციელოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 50🔗. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები
აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს ჩატარებული მუშაობის შესახებ.
მუხლი 51🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა მომსახურე პერსონალი
1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
3. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
4. მომსახურე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
მუხლი 52🔗. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ-ქმედუნარიანად აღიარება;
ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 53🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, დამხმარე თანამდებობასთან.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
5. პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა.
6. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
7. რეგენტთა საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იუმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობა.
თავი VI
სტუდენტი
მუხლი 54🔗. უნივერსიტეტში სტუდენტად მიღება
1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
2. უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.
მუხლი 55🔗. სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და უნივერსიტეტის ინდივიდუალუი აქტებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, კანონმდებლობისა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში.
მუხლი 56🔗. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და სამართლებრივი აქტები.
მუხლი 57🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით.
მუხლი 58🔗. სტუდენტური თვითმმართველობა
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის მართვის ორგანოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
5. უნივერსიტეტის ბიუჯეტში სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ასიგნება არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების 1 %-ს
მუხლი 59🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესავლამდე, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა;
გ) ფინანსური დავალიანება.
დ) აკადემიური შვებულება.
2. ამ მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეჩრდა სტუდენტის სტატუსი.
5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
ბ) პირადი განცხადება;
გ) ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე;
დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;
ე) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის აღსრულებაში ყოფნა;
ვ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
ვ) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
ზ) გარდაცვალება.
6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.
7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება
დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII
უნივერსიტეტის განათლების საფეხურები
მუხლი 60🔗. განათლების საფეხურები
1. უნივერსიტეტში მოქმედებს სამსაფეხურიანი უმაღლესი აკადემიური განათლება. პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
2. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია:
ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) - საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;
ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) - საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს;
გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) - საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს;
3. უნივერსიტეტში ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
მუხლი 61🔗. აკადემიური ხარისხის, დიპლომის ან სერტიფიკატის მინიჭება
1. აკადემიურ ხარისხს, დიპლომს, სერთიფიკატს უნივერსიტეტი ანიჭებს დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რომელიც საკმარისია სწავლების მოცემული საფეხურის დასასრულებლად.
2. განათლების ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი გასცემს სათანადო სერტიფიკატს, დიპლომს სტანდარტული დანართით.
3. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.
მუხლი 62🔗. საპატიო დოქტორის წოდება
აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
მუხლი 63🔗. ჯილდოები, მედლები
სამეცნიერო, პედაგოგიურ ან/და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აწესებს სხვადასხვა სახის ჯილდოს. გადაწყვეტილებას ჯილდოს მინიჭების თაობაზე იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. სამთავრობო ჯილდოზე წარდგენას აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილბის საფუძველზე ანხორციელებს რექტორი.
თავი VIII
უნივერსიტეტის დაფინანსება, უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 64🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით ამზადებს უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს წარმომადგელობით საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს.
3. დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობა.
4. ბიუჯეტში სხვა ცვლილების შეტანა ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
მუხლი 65🔗. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა
1. უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.
მუხლი 66🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით და სტუდენტის მიერ ან სხვა კანონიერი წყაროებიდან;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
3 უნივერსიტეტის ფინანსები მთლიანად ხმარდება არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 67🔗. უნივერსიტეტის ქონება
უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადაგენილი წესით სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
მუხლი 68🔗. უნივერსიტეტის ქონებით სარგებლობა
უნივერსიტეტისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება ან დატვირთვა საჭიროებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებას და რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
მუხლი 69🔗. უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგება
უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
თავი IX
უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 70🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.
3. უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შედეგად სახელმწიფოს მიერ გადმოცემული ქონება უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი X
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 71🔗. უნივერსიტეტის წესდების მიღების, შეცვლისა და გაუქმების უფლებამოსილება
1. უნივერსიტეტის წესდების პროექტს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით, შეიმუშავებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო და დასამტკიცებლად გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. უნივერსიტეტის წესდების მიღება, გაუქმება მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.
თავი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 72🔗. გარდამავალი დებულებები
1. უნივერსიტეტის არჩეული აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდების ძალაში შესვლიდან დარჩენილი უფლებამოსილების ვადით ( 2013 წლის 23 იანვარი).
2. უნივერსიტეტის არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდების ძალაში შესვლიდან დარჩენილი უფლებამოსილების ვადით (2013 წლის 17 მარტი).
3. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 21.05.2009 №8 დადგენილების საფუძველზე არჩეული რექტორი ჯონი აფაქიძე დაბადებული 11.06.1960, პირადი ნომრით №62001000724 ანხორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
4. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 22.04.2009 №3 გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შოთა ახალაია დაბადებული 31.08.1954, პირადი ნომრით №62001002674 ანხორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.
5. უნივერსიტეტის ფაკულტეტების არჩეული დეკანების უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი უფლებამოსილების ვადით (2015 წლის 22 ივლისი).
6. ამ წესდების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა ძირითადმა საგანმანათლებლო ერთეულებმა უნდა უზრუნველყონ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს ფორმირება ამ წესდებით დადგენილი წესით.
7. ამ წესდების ძალაში შესვლის დროისათვის მოქმედი აკადემიური საბჭოს წევრებზე წევრად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევის შეზღუდვა ვრცელდება მათი მიმდინარე უფლებამოსილების ვადის დასრულების შემდეგ.
8. ამ წესდებით გათვალისწინებული უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესი მიღებული იქნას წესდების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში.