⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.09.2013)
გაუქმებულია:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 09.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №217/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111228020, 28/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,392 სიტყვა · ~32 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2011 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა
09.09.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml0, li.adgilixml0, div.adgilixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:31.5pt 45.0pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №217/ნ 2011 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თ​1 ქვეპუნქტისა და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №477 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დ ამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. დ . შაშკინი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წ ე ს დ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. წესდების რეგულირების სფერო ეს წესდება არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესს, მართვის პრინციპებს, პერსონალის სახეებსა და უფლება-მოვალეობებს, პერსონალთან შრომით ურთიერთობებს, სტუდენტთა უფლება-მოვალეობებს, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პრინციპებსა და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის სტატუსი 1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგენტთა საბჭო; 3. უნივერსიტეტის სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი . 4. უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „აწსუ“. 5. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საკუთარი სიმბოლოები, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები; 6. უნივერსიტეტის დამფუძნებელია სახელმწიფო . 7. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი 4600,თამარ მეფის ქ. №59.     მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის მიზნები 1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: ა) უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; ბ) მეცნიერების განვითარება; გ) ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 2. თავისი მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი: ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების – საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) ახორციელებს პროფესიული უმაღლესი განათლებისა და სახელობო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს; დ) ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს; ე) ღია კონკურსის საფუძველზე ახდენს მაღალი სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალის მქონე აკადემიური პერსონალის შერჩევას; ვ) ახორციელებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს; ზ) ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის მაღალ ხარისხს; თ) ახდენს სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას თავისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მეშვეობით; ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო კვლევების შედეგებს; კ) უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას; ლ) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; მ) უზრუნველყოფს მართვის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; ნ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნისათვის; ო) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; პ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას; ჟ) კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას. თავი II უნივერსიტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები     მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.     მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის მართვა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.     მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნებისა და კონკურსების სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და საჯაროობას. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.     მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო 1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. 2. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი. 3. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წევრი. 4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. 5. აკადემიური საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით. 6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება 1/3-ით 2 წლის გასვლის შემდეგ; 7. აკადემიურ საბჭოს უწყდება უფლებამოსილება უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში; 8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 9. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.     მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს ფაკულტეტების წარდგინების საფუძველზე; გ) განსაზღვრავს სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების, სხვა უმაღლეს დაწესებულებებთან თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების ძირითად პრინციპებს; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3- ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს, ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; ე ) განიხილავ ს უნივერსიტეტის წესდება სა და ბიუჯეტს; ვ ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს; ზ ) სასწავლო წლის დასაწყისში, ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით, ადგენს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კოეფიციენტებს; თ ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს; ი ) ამტკიცებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოების მიერ არჩეულ სადისერტაციო საბჭოების თავმჯდომარეებს; კ ) ირჩევ ს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; ლ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; მ ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესებ ს; ნ ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; ო ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; პ ) წევრთა 2/3-ის თანხმობით იღებს გადაწყვეტილება ს ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ; რ ) განიხილავს და ამტკიცებს ფაკულტეტის სტრუქტურას; ს ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; ტ ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; უ ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ფ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი 1. აკადემიური საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით. 2. აკადემიურ საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი. 3. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რექტორი საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით იწვევს რიგგარეშე სხდომას. 4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 6. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. 7. აკადემიური საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 8. ოქმს ხელს აწერს რექტორი და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიური საბჭოს ბეჭედი.     მუხლი 10🔗. რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ თუ სამეცნიერო სფეროებში. 2. რექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. რექტორობის კანდიდატისათვის დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. 3. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. 4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება. 5. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 6. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 4 წლის გასვლის შემდეგ. 7. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 8. რექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი. 9. რექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 11🔗. რექტორის უფლებამოსილება რექტორი: ა) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს და შეთანხმებებს. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) აკადემიური/დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის აკადემიურ/დამხმარე პერსონალს.დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. დ) სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ შტატგარეშე პერსონალს; შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ე) სათათბირო ორგანოს სახით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებსა და კომისიებს; ვ) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან, წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგი ოდენობით. სტუდენტთა რაოდენობა წარმომადგენლობით საბჭოში განისაზღვრება წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ზე არანაკლები უმცირესი მთელი რიცხვით. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 4. წარმომადგენლობით საბჭოს უწყდება უფლებამოსილება უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში; 5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) უნივერსიტეტთან შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევები; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.     მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება წარმომადგენლობითი საბჭო: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; გ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას რეგენტთა საბჭოს წარმდგინებით; დ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; ე ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს; ვ ) რეგენტთა საბჭოსათვის დასამატკიცებლად წარდგენამდე ითანხმებს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს; ზ ) უნივერსიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში შეაქვს მუხლობრივი განწერის 15 პროცენტის ჩათვლით ცვლილებები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) უნივერსიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში შეაქვს მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტი ცვლილებები რეგენტთა საბჭოს თანხმობით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; ი ) მის წევრთა 1/3-ის დასაბუთებული ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ; ლ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 14🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო მის შემადგენლობაში შემავალი აკადემიური პერსონალიდან 4 წლის ვადით. 2. სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.     მუხლი 15🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის,აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის,რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნით. 3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 7. ოქმს ხელს აწერენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭედი.     მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. წარმომადგენლობითი საბჭო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო; 6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 7. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 4 წლის გასვლის შემდეგ. 8. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებებს მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში. 9. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 17🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს ე) ადგენს დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობას, პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს წარმომადგენლობით საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს; ზ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; კ) განსაზღვრავს შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების პირობებს და შრომის ანაზღაურებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 18🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადამდე გათავისუფლება გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე განთავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.     მუხლი 19🔗. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) რეგულარულად აფასებს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) ატარებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს; გ) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად; დ) ამზადებს უნივერსიტეტს პროგრამული და ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის; ე) ასრულებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე. 4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ირჩევს აკადემიური საბჭო. 5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. 6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 7. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზედიზედ არჩეული შეიძლება იქნეს ორჯერ. თავი III ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები     მუხლი 20🔗. ფაკულტეტის სტრუქტურა 1. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (დეპარტამენტი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 2. ფაკულტეტის სტრუქტურას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.     მუხლი 21🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. 3. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევა ფაკულტეტის ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებიდან აკადემიური პერსონალის მიერ, სტრუქტურულ ერთეულებში მათი რაოდენობების პროპორციულად. 4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა ხდება პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული წესით.     მუხლი 22🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3- ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს აკადემიური საბჭო. ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) დეკანის წარდგინებით ამტკიცებს დეკანის მოადგილის კანდიდატურას; თ) ირჩევს ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 23🔗. ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის წესი 1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით. 2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს დეკანი. 3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომას იწვევს დეკანი საკუთარი ან ფაკულტეტის საბჭოს 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის ან რექტორის ინიციატივით. 4. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 6. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. 7. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 8. ოქმს ხელს აწერენ დეკანი და ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის საბჭოს ბეჭედი.     მუხლი 24🔗. დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით, დეკანობის კანდიდატისათვის დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. 2. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს. 3. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. დეკანს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. 5. დეკანის მოადგილე/მოადგილეები შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. დეკანის მოადგილის/მოადგილეების კანდიდატურებს დეკანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - რექტორი, დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს“. 6. დეკანის მოადგილე ასრულებს დეკანის მოვალეობას მისი არყოფნისას, გარდა დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.     მუხლი 25🔗. დეკანის უფლებამოსილება დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დეკანის მოადგილის კანდიდატურას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ზ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; თ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 26🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 3. სადისერტაციო საბჭოში შედის ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორი. მათ გარდა, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირიც. 4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით.     მუხლი 27🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) რეგულარულად აფასებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) ატარებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს; გ) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად; დ) ფაკულტეტის ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებებს პროგრამული და ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის; ე) ასრულებს კანონმდებლობითა და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. 6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი.     მუხლი 28🔗. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამ ერთეულის სრული ან ასოცირებული პროფესორი. 2. ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მასში მომუშავე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 3. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აირჩევ ა არა უმეტეს ოთხი წლით. 4. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას; ბ) ამ სტრუქტურული ერთეულის სრულ პროფესორებთან და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას. თავი IV მართვის ორგანოების არჩევნები     მუხლი 29🔗. უნივერსიტეტში არჩევნების რეგულირება უნივერსიტეტის მართვის ორგანოების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ფაკულტეტის სტრუქტურტული ერთეულების ხელმძღვანელების არჩევნები რეგულირდება ამ წესდებითა და „უნივერსიტეტის საარჩევნო კოდექსით ", რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.     მუხლი 30🔗. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადება აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, ხოლო რექტორის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო.     მუხლი 31🔗. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია 1. არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები. 2. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობას გან საზღვრავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. 3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის საქმიანობა რეგულირდება უნივერსიტეტის საარჩევნო კოდექსით.     მუხლი 32🔗. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ფაკულტეტის საარჩევნო კომისია იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.     მუხლი 33🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიებ ის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წევრი, მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი და/ან არჩევნებში კანდიდატად მონაწილე პირი .     მუხლი 34🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების ცნობა 1. იმ შემთხვევაში თუ ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა აღემატება ამ წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რაოდენობას, მაშინ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ამ თავით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა არჩევნების ჩატარებას. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევიან 4 წლის ვადით. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომადგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 3. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.     მუხლი 35🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება აკადემიური საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.     მუხლი 36🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. წარმომადგენლობითი საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას.წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. 4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. 5. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 7 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.     მუხლი 37🔗. რექტორის არჩევნების გამოცხადება 1. რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ. 2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.     მუხლი 38🔗. რექტორობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება 1. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა.     მუხლი 39🔗. რექტორის არჩევა  1. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. 2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 3. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ. 4. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.თუ რექტორობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.     მუხლი 40🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად. 2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. 3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო აი რჩევს კანდიდატურას. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის არ არჩევ ის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს. 5. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები.     მუხლი 41🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აკადემიურ ი საბჭოს მიერ არჩევ იდან 10 დღის ვადაში ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს. 2. ფაკულტეტის საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ კანდიდატურის/კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში.     მუხლი 42🔗. ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადება 1. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აქვეყნებს ფაკულტეტის საბჭო კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი.     მუხლი 43🔗. დეკანობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება დეკანობის კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა.     მუხლი 44🔗. დეკანის არჩევა 1. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. 2. დეკანის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას ფაკულტეტის საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 3. კანდიდატი ფაკულტეტის საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ. 4. დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.თუ დეკანობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. თავი V უნივერსიტეტის პერსონალი     მუხლი 45🔗. პერსონალის სახეები უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.     მუხლი 46🔗. აკადემიური პერსონალი 1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორთა შემადეგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო. 5. აკადემიური პერსონალის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 47🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არაუგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე.განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესაში,გამოიკრას უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 4. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ წინადადებას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს დეკანი.     მუხლი 48🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.     მუხლი 49🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.     მუხლი 50🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია: ა) აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით (სპეციალისტის მოწვევევის შესახებ წარდგინებას რექტორის წინაშე აკეთებს ფაკულტეტის დეკანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით); ბ) საშტატო განრიგით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, კონკრეტული საქმიანობისათვის შტატგარეშე დამხმარე პერსონალი სახით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.     მუხლი 51🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; დ) 65 წლის ასაკის მიღწევა; ე) უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობა; ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 2. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის დაკავება ხდება უფლებამოსილება შეწყვეტილი პირის დარჩენილი ვადით.     მუხლი 52🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აღნიშნული პერსონალების სამსახურში მიღების წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით. თავი VI სტუდენტი     მუხლი 53🔗. სტუდენტის უფლებები და სტატუსი 1. სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის ან დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამის გასავლელად. 2. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაში; გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, ფაკულტეტის დებულებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. 3. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. 4. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასება. 5. სტუდენტის სტატუსი მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. 6. სტუდენტს შეიძლება შეუჩერდეს ან შეუწყდეს სტატუსი. 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია : აკადემიური შვებულება ; ავადმყოფობა ; უცხო ქვეყანაში , უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება . სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი , გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა . 8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება ამ წესდებით უკავშირდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით /პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას . 9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ . დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით , გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა . 10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში , მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით . 11. სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ ბრძანებას დეკანის წარდგინებით გამოსცემს რექტორი. 12. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით.     მუხლი 54🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია: ა) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა; ბ) დაიცვას შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას; დ) დაიცვას კანონმდებლობით,ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები.     მუხლი 55🔗. სტუდენტთა თვითმმართველობა 1. უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება სტუდენტთა თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტთა თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტთა თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტთა თვითმმართველობის საქმიანობაში. 5. სტუდენტთა თვითმმართველობა იღებს დაფინანსებას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. თავი VII უნივერსიტეტის ქონება და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა     მუხლი 56🔗. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისათვისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. უნივერსიტეტის ქონებას შეადგენს მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 3. უნივერსიტეტს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით და რეგენტთა საბჭოს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. რეგენტთა საბჭოს თანხმობით უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. რეგენტთა საბჭოს უარი ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია რეგენტთა საბჭ ოს თანხმობა. 7. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოა რეგენტთა საბჭო , რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონო მიკური საქმიანობის ზედამხედველობას. რეგენტთა საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 8. რეგენტთა საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს უნივერსიტეტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 57🔗. უნივერსიტეტის შემოსავლები და ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სტუდენტის მიერ, ასევე სხვა ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ე) კერძო გრანტის, შემოწირულობის ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; ვ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. 2. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება და ფინანსების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებ ს. 3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 4. უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო.     მუხლი 58🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VIII უნივერსიტეტის განვითარების ფონდი     მუხლი 59🔗. უნივერსიტეტის განვითარების ფონდი 1. უნივერსიტეტის ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი. 2. უნივერსიტეტის განვითარების ფონდს გადაეცემა უნივერსიტეტის ქონებისა და ფინანსების ნაწილი. 3. უნივერსიტეტ ის განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უნივერსიტეტი. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდებას ამტკიცებს რეგენტთა საბჭო, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები. თავი IX უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 60🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „ უმაღლესი განათლების შესახებ” და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. 3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი X წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა     მუხლი 61🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. ამ წესდებაში ცვლილებების ან დამატებების პროექტს შესაბამისი დასაბუთებით შეიმუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო. თავი XI გარდამავალი დებულებები     მუხლი 62🔗. უნივერსიტეტის რექტორია გიორგი ღავთაძე, დაბადებული: 1971 წლის 30 ივლისს, პირადი                   №60001009231, არჩეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო აკადემიური საბჭოს 2011 წლის 24 თებერვლის №69 (10/11) დადგენილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.    მუხლი 63🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია მერაბ ირემაძე, დაბადებული 1958 წლის 19 ივლისს, პირადი № 60002013603, არჩეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №29 (10/11) დადგენილებით და დამტკიცებული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის №39 დადგენილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.