"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228022, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/173         

  2011 წლის 1 ნოემბერი        

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 131  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 131. გურჯაანის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას გურჯაანის რაიონული სასამართლო.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3.გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტში.“.

2. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3.58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, წალკისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“.

4. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 628 მუხლი:

     „მუხლი 628. გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2011 წლის 2 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2011 წლის 2 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გურჯაანის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 2 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები  2011 წლის 2 დეკემბრიდან გადაეცეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.“.

     მუხლი 2

1. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 2 ნოემბრიდან.

2. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის           2 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის                         ვ. ცერცვაძე

უმაღლესი საბჭოს მდივანი