როინ ცაციაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №305/05
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
როინ ცაციაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“პუნქტის,49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:
1. დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადობის მოწმობა Nდ0892537, პირადი N01036002403), 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 თებერვლამდე სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდატორად, გაფორმდეს მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და მასში განესაზღვროს შრომითი ანაზღაურების ოდენობა.
2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატს უზრუნველყოს აღნიშნული აქტის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება ბეჭდვით ორგანოში, სებ-ის ვებგვერდზე და მისი წარდგენა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ მარეგისტრირებელ ორგანოში სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე