,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№865
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:
,,თავი VI1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის თავისებურებანი
1. პირს, საკუთარი სურვილის შესაბამისად, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის უფლება აქვს იმ შემთხვევებში, თუ იგი:
ა) ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა.ა) ექვემდებარება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას - სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებამდე;
ა.ბ) სარგებლობს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების ან გათავისუფლების უფლებით და კანონმდებლობა არ ზღუდავს მის მიერ საკუთარი სურვილით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას;
ბ) არის სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის გათვალისწინებულზე მეტი ასაკის.
2. ამ თავის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტით და მე-9 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილ ი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №865. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.08.002.016397.
- სად არის „,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №865, 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016397 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1540422/