„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35.34.1486
სარეგისტრაციო კოდი
300320000.37.101.016099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228049, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №35.34.1486

 2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით (სსმ, 77, 01.07.2010) დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

ა) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო;

ბ)განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.“

 ბ) წესის 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას პირველ პუნქტში დადგენილ საფასურს ემატება:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – უფასო;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 100 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 200 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 300 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 500 ლარი.

 გ) წესის 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 62–64 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გამოყენებაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.“

 დ) ამოღებულ იქნეს წესის 53 მუხლი;

 ე) წესის 54  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა

 „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 71 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – უფასო;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი.“

 ვ) წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა განცხადების მიღებიდან –

ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 5 დღის ვადაში – 150 ლარი;

დ) 3 დღის ვადაში – 250 ლარი;

ზ) 1 დღის ვადაში – 350 ლარი.“

 ვ) წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაინტერესებულ პირთან სარგებლობის უფლების ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა, ქ.თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან –

 ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

 ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

 გ) 5 დღის ვადაში – 150 ლარი;

 დ) 3 დღის ვადაში – 250 ლარი.“

 თ) წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის დადასტურებიდან:              

 ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

 ბ) 8 დღის ვადაში – 50 ლარი;

 გ) 5 დღის ვადაში –100 ლარი;

 დ) 3 დღის ვადაში – 200 ლარი;

 ე) 1 დღის ვადაში – 300 ლარი.“

 ი) წესის 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ანდა შეზღუდვის მოხსნა, განცხადების მიღებიდან:

 ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

 ბ) 10 დღის ვადაში – 50 ლარი;

 გ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი;

 დ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი;“

 კ) წესის 71 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან:

 ა) 15 დღის ვადაში – უფასო;

 ბ)10 დღის ვადაში - 50 ლარი

 გ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი;

 დ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი.“

 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                     გ. უგულავა