თავი XII — იურიდიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტის დადგენა
1. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტს ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
2. თუ განმცხადებელს აღარ აქვს ინტერესი დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის მიმართ, ის უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, თუ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა არის საჯარო ინტერესი ან/და მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2011).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-344(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
…დგინდება ლ... (ლე...) ც-ის პიროვნების შესახებ მონაცემები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ეროვნული არქივის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა იმ პერიოდის ამსახველი მეტრიკული (საეკლესიო) ჩანაწერების წიგნი. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტარციულმა ორგანომ სხვა წესით შეძლო დოკუმენტის მოძიება, რაც…
…არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. მოცემულ შემთხვევში, ქ. მ-ის დაბადების შესახებ მონაცემები არსებობდა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და მისი აღდგენა არც შეუძლებელი იყო და არც არათანაზომიერ ხარჯებს იწვევდა. იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის…
…ხარჯებსა და ძალისხმევასთან. მოცემულ შემთხვევში, ქ------------------–ის დაბადების შესახებ მონაცემები არსებობდა ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და მისი აღდგენა არც შეუძლებელი იყო და არც არათანაზომიერ ხარჯებს იწვევდა. იმავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის…