„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5511-რს
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.016559
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228081, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული აქვს სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულება, მაშინ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის დანიშვნა.“.

2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემ ი ს დებულებებს;“;

ბ) „დ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ3“ ქვეპუნქტი:

„დ3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;“;

გ) „ტ4ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;“;

დ) „ყ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ2“ ქვეპუნქტი:

„ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;“.

3. 282 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 283 მუხლი:

„მუხლი 283. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), რომლის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

ბ) თანამედროვე სა ინფორმაცი ო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა, აგრეთვე სკო­­ლის­გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეეს­ტრე­­­­ბის წარმოება;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მი სი მოვალეობის შემსრულებელ ი მოადგილ ი ს, დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლ ი ს ა და სამეურვეო საბჭოს წევრ ი ს რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ი უმაღლეს ი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელ ი ს ა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ი ს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერ ი ს რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამ­ტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუა­ლე­ბის მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყო­ბისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამო­ერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება­ში საქმიანობის უფლება;

 ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმა­ციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამი­ნის­ტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყო­ბა;

კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელე­ბული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;

ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელე­ბუ­ლი პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით კვლევა;

მ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შე­მუშავება;

ნ) დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) პროფესიულ ი საგანმანათლებლო პროგრამებ ი ს, აგრეთვე მოსამზადებელ ი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებ ი ს განხორციელება;

პ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ხელმძღვანელობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობას, პასუხს აგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ამოცანების შესრულებისათვის და ახორციელებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემი ს მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი წარდგენიდან 30 დღის ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მათი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.“.

6. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორი არჩევიდან/დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს იმ მოადგილეს, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უ გზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემ ას.“.

7. 42-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევნების ოქმებსა და სამეურვეო საბჭოს დადგენილებების დამოწმებულ ასლებს სარეგისტრაციოდ წარ უ დგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ს. არჩევნების შედეგები ძალაში შედის აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემი ს მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

5. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრირებულ არჩეულ დირექტორთან სამეურვეო საბჭო დებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.

8. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემი ს მიერ რეგისტრაციის მომენტიდან.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მე ც ნიერების სამი ნ ისტრომ 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აიტის“ რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემად;

ბ) საქართველოს განათლებისა და მე ც ნიერების სამი ნ ისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაცია;

გ) შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა.

მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აიტის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემად რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე, დიპლომების/სერ ტ იფიკატების გაცემა სა და საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

მუხლი 4. საქართველოს განათლებისა და მე ც ნიერების სამი ნ ისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სისტემაში სა ინფორმაცი ო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მონიტორინგ სა და შეფასებაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომ­დინა­რე შეგროვებულ, დამუშავებულ სტატისტიკურ მონაცემებზე და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე − განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელე­ბული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის და­გეგმვაზე,ამ შედეგების უშუალოდ ან მესამე პირ თა მეშვეობით კვლევაზე, შემუშავებულ განათლების სისტემის ძირითად ინდიკატორებზე,თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნაზე,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმა­ციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამი­ნის­ტროს გამართულ ი ფუნქციონირების ხელშეწყო­ბაზე, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მ ისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლის ა და სამეურვეო საბჭოს წევრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარებაზე,სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს ი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლეს ი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარებაზე და მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა სა და გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვარს.

საქართველოს პრეზიდენტი             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5511-რს