„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5552-რს
სარეგისტრაციო კოდი
450130010.05.001.016567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111228080, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 24, 29.06.2006, მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სახელმწიფო თეატრის დაფუძნება და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა

1. სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარდგინებით.

2. სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს სამინისტრო. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებ ენ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები, ხოლო სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი შეიძლება ჰყავდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ სახელმწიფო თეატრებს – შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით.“;

ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ სახელმწიფო თეატრებში – შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად ი წყარო ა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, – სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5552-რს