არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2001
ძალის დაკარგვა 17.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №943
სარეგისტრაციო კოდი 080.040.030.05.001.000.940
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 04/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,952 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2001 მიღება
17.07.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (2)

დოკუმენტის ტექსტი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; color:black; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; color:black;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.MyPetit, li.MyPetit, div.MyPetit {mso-style-name:MyPetit; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 56.7pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. კანონის გამოყენების სფერო ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ა​1) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ბ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; გ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; დ) სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; ე) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ვ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273      მუხლი 2🔗. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახური ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი (შემდგომში – პრობაციის დეპარტამენტი) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები (შემდგომში – პრობაციის ბიუროები). საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273       მუხლი 2🔗​1. პრობაციის დეპარტამენტი 1. პრობაციის დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. პრობაციის დეპარტამენტის უფლებამოსილებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. პრობაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273     მუხლი 2🔗​2. პრობაციის ბიუროები          1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროებს. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის უფროსი ოფიცერი – პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – პრობაციის ბიუროს უფროსი), რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ოფიცერთა (შემდგომში – პრობაციის ოფიცრები) შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273     მუხლი 3🔗. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და კონტროლი მის აღსრულებაზე 1. აღსასრულებელ სამართლებრივ აქტს პრობაციის ბიუროს უფროსი რეგისტრაციაში ატარებს სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც აღინიშნება: ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი; ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი; გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის თარიღი; დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი; ე) მსჯავრდებული პირის მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი); ვ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი და პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა; თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ; ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი. 2. პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული პირის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით. 3. პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსათვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს და მათ აღსრულებაზე პასუხისმგებელია პრობაციის ბიუროს უფროსი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273     მუხლი 4🔗. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება 1. თუ სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან შეიცავს რაიმე უზუსტობას, პრობაციის ბიუროს უფროსი აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს სასამართლოს. 2. პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით აცნობებს სასამართლოს. 3. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად გადაუგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს. 4. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებაში მის უფლება-მოვალეობათა გასაცნობად. მსჯავრდებულისათვის ამ უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ პრობაციის ოფიცერი ადგენს სათანადო ოქმს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოუცხადებლობა წარმოადგენს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველს. 6. სამართლებრივი აქტი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს ეგზავნება ამ აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.“. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 5🔗. აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე 1. (ამოღებულია). 2. თითოეული სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე, რომლის რიგითი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერს. საქმეს ასევე უნდა გააჩნდეს კოდი, რომელიც წარმოადგენს პრობაციის ოფიცრის წარმოებაში არსებული საქმის რიგითობის მაჩვენებელს, რომლის უზრუნველსაყოფად პრობაციის ოფიცერი აწარმოებს სათანადო ჟურნალს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. 3. სააღსრულებო საქმეში შეიტანება: ა) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; ბ) მსჯავრდებულის შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალში არსებული მონაცემები და მისი ფოტოსურათი; გ) პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ოქმები; დ) სასამართლოში გაგზავნილი შეტყობინებების ასლები; ე) მოხსენებითი ბარათი, პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის შესახებ; ვ) პრობაციის ბიუროს უფროსის სასამართლოსათვის წარდგინების ასლი; ზ) სააღსრულებო წარმოების პროცესში შედგენილი სხვა დოკუმენტები; თ) სამართლებრივი აქტით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობები და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით პრობაციის ოფიცრის მიერ დაწესებული მოთხოვნები. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 6🔗. ოქმი 1. პრობაციის ოფიცერი, სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც შედგენილია ოქმი; გ) ოქმის შემდგენი პრობაციის ოფიცრის სახელსა და გვარს; დ) ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირების მონაცემებს; ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს. 2. ოქმის სისწორე დასტურდება პრობაციის ოფიცრის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირების ხელმოწერებითა და პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. უარი, ოქმზე ხელის მოწერაზე, აღინიშნება ოქმში. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 7🔗. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით განსაზღვრული საფუძველი სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვისათვის, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასამართლოსათვის შეტყობინების შესახებ; ე) მისი პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა, ბეჭედი და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 8🔗. პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები 1. პრობაციის ბიუროს უფროსი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოში შედის ერთ-ერთი შემდეგი სახის წარდგინებით: ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ; დ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ; ე) პირობით მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ; ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ; ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ; თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ; ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებები სასამართლოში შეიტანება შეფარდებული სასჯელის გამოსაცდელი, მოუხდელი ან გადავადების ვადის გასვლამდე. 3. წარდგინება სასამართლოში შეიტანება მსჯავრდებული პირის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით. 4. წარდგინების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273     მუხლი 9🔗. წარდგინება 1. სასამართლო წარდგინებაში უნდა აღინიშნოს: ა) სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესში წარმოიშვა სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა; ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები; გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის მიზეზი; დ) წარდგინების შინაარსი. 2. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი. 3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 10🔗. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება 1. (ამოღებულია). 2. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს აკრძალული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 4. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) გამასწორებელი სამუშაოს სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 5. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას; ბ) სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას; გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი. 6. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი. 7. ორსული ქალისათვის ან ქალისათვის, რომელსაც ჰყავს ხუთ წლამდე ასაკის შვილი, სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) იმ ვადის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება. 9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. 10. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 11🔗.   სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა და ინფორმაცია სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის დეპარტამენტი. 2. პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის დეპარტამენტს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სტატისტიკურ ინფორმაციასა და ანგარიშს ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს ამტკიცებს პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 12🔗. პრობაციის ოფიცრის მოქმედების გასაჩივრება მსჯავრდებულს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს პრობაციის ოფიცრის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასთან. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 თავი I​1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა სამართლებრივი სტატუსი, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვა საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 12🔗​1.  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა სამართლებრივი სტატუსი 1. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას პრობაციის ოფიცერი ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 12🔗​2.  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები 1. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). პრობაციის ოფიცრის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მისი სამუშაო და დასვენების დრო, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით. 3. პრობაციის ოფიცერი უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ხარჯზე სამსახურებრივი ტანსაცმლით. პრობაციის ოფიცრის დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივ ტანსაცმელს გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდების ამსახველი ნიშნები. 4. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს შეინახოს და ატაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავდაცვის სპეციალური საშუალებები, რომელთა ნუსხას, შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით. 6. პრობაციის ოფიცერს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით. 7. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურის სხვა თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 თავი II თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების წესი საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 13🔗. (ამოღებულია) საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 14🔗.   თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულის შრომის წიგნაკში აკეთებს აღნიშვნას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მითითებით. 2. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. 3. თუ პრობაციის ოფიცერი დაადგენს, რომ მსჯავრდებულს დაკავებული აქვს ის თანამდებობა ან ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალული აქვს სამართლებრივი აქტით, იგი სამუშაოს მიმცემ თანამდებობის პირს წინადადებით მიმართავს გაათავისუფლოს მსჯავრდებული დაკავებული თანამდებობიდან ან აუკრძალოს მას სამართლებრივ აქტში მითითებული საქმიანობა. 4. პრობაციის ოფიცრის მიერ სამუშაოს მიმცემი თანამდებობის პირისათვის გაგზავნილი წინადადება უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობისათვის ან მისი შესრულების ხელის შეშლისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. 5. თუ სამუშაოს მიმცემი თანამდებობის პირი პრობაციის ოფიცრის წინადადების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში არ გაათავისუფლებს მსჯავრდებულს დაკავებული თანამდებობიდან, ან არ შეუცვლის მას საქმიანობის სფეროს, შესაბამისი მასალები გადაეგზავნება პროკურატურის ორგანოს. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1357 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.129     მუხლი 15🔗.   საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება 1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებისას პრობაციის ოფიცერი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამის ორგანოს უგზავნის მოთხოვნას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის განსაზღვრის შესახებ. მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მთლიანი ვადა და სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ასეთი სახის შრომის ყოველდღიური ხანგრძლივობა. 2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება განხორციელდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მსჯავრდებულის თავისუფალი დროის გათვალისწინებით. 3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში წერილობით აცნობოს პრობაციის ოფიცერს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს სახის, მისი ხანგრძლივობისა და მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოს მიმცემის დასახელება და მისამართი. 4. თუ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განსაზღვროს და აცნობოს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის ახალი სამუშაო ადგილი. 5. მსჯავრდებულს თავისი სურვილით, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლოდ იმუშაოს დასვენების დღეებში. 6. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს და შესაბამის ჩანაწერებს აწარმოებს სამუშაოს მიმცემი. პრობაციის ოფიცერი, მსჯავრდებულისათვის დაკისრებული სასჯელის ამ სახის ვადის შესაბამისად, პერიოდულად აკონტროლებს სამუშაოს მიმცემის ჩანაწერების სისწორეს და მონაცემები სამუშაოს შესრულების შესახებ შეაქვს ოქმში. 7. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს არიდებს მას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 16🔗. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება 1. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულის სამუშაოს მიმცემს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის შესახებ. 2. სამუშაოს მიმცემისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის ან მისი შესრულების ხელის შეშლისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. 3. პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს სამუშაოს მიმცემის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მასალებს უგზავნის პროკურატურის ორგანოს. 4. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში სამუშაოს მიმცემის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, პრობაციის ოფიცერი შესაბამის დასაქმების სამსახურს მიმართავს თხოვნით მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ. არსებული სამუშაო ადგილის შეთავაზების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მსჯავრდებულს. 5. თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს არიდებს გამასწორებელ სამუშაოს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართავს წარდგინებით გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1357 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.129 თავი III.   მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 17🔗. პრობაციის ოფიცრისა და პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიებათა გამოყენებისას 1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის პირველი მუხლის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიების გამოყენების შესახებ: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და უწევს მას დახმარებას; გ) ატარებს მსჯავრდებულთან აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მას შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. 2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს, მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: ა) პერიოდულად დაიბაროს მსჯავრდებული და ჩამოართვას მას ახსნა–განმარტება; ბ) მიიღოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან; გ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ არსებული ინფორმაცია სახელმწიფო და შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებებიდან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ (ან ცალკეულმა პირმა) პრობაციის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის სოციალური სამსახურის მუშაკმა. სოციალური მუშაკი, როგორც წესი, უნდა იყოს უმაღლესი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური ან პედაგოგიური განათლების მქონე პირი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 18🔗.   მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა 1. თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი. 2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში. 3. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ ერთი თვით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სარეგისტრაციო ჟურნალში. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 19🔗.   სასჯელის აღსრულებაგადავადებული მსჯავრდებულისათვის გაფრთხილების მიცემა თუ მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლომ გადაუვადა სასჯელის მოხდა, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მას წერილობით ასეთი ქმედების შესაძლო შედეგების შესახებ, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 20🔗. პრობაციის ოფიცრის მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის სასამართლოსათვის შეტყობინება 1. პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ყოველ ფაქტს ატყობინებს აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმღებ სასამართლოს, სხვა შემთხვევაში კი – სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) შეტყობინების გაგზავნის თარიღს; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის საფუძველზედაც მოხდა მსჯავრდებულისათვის მოვალეობის დაკისრება; გ) მსჯავრდებულისათვის დაკისრებულ მოვალეობას; დ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერას, რის შედეგადაც არ შესრულდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობა და აღნიშნული ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ფაქტებს; ე) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერასა და ბეჭედს. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 21🔗. მსჯავრდებულის მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა 1. მსჯავრდებულის მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობად ჩაითვლება მსჯავრდებულის დაუმორჩილებლობა პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნისადმი ან მისი უარი დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. 2. მსჯავრდებულის მიერ დაკისრებული მოვალეობის სისტემატურ შეუსრულებლობად ჩაითვლება დაკისრებული მოვალეობის არანაკლებ სამჯერ შეუსრულებლობა, რაც წარმოშობს სასამართლოსადმი სათანადო წარდგინებით მიმართვის საფუძველს. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 თავი III​1  იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273     მუხლი 21🔗​1. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება 1. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს შესაბამისი იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის თაობაზე აღნიშვნის მიზნით. 2. თუ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ეხება იურიდიული პირის სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის აკრძალვას, პრობაციის ოფიცერი აცნობებს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებიდან 3 დღის ვადაში. 3. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს იურიდიული პირის მიერ საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას. 4. თუ იურიდიული პირი თავს არიდებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას და აგრძელებს აკრძალულ საქმიანობას, პრობაციის ბიუროს უფროსი, ამ კანონით დადგენილი წესით, მიმართავს სასამართლოს წარდგინებით იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. 5. იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი აღსრულების შესაბამისი დებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმის შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელია მათი გამოყენება იურიდიული პირის მიმართ. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273 თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი     მუხლი 22🔗.   ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულება 1. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული სამართლებრივი აქტები აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში არსებული ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტების სააღსრულებო ბიუროებისათვის აღსასრულებლად გადაცემა. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82     მუხლი 23🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი   ე. შევარდნაძე თბილისი, 2001 წლის 19 ივნისი. №943–IIს შეტანილი ცვლილებები: 1.     საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 2.     საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1357 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.129 3.     საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273 4.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4956 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.219