⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2013)
გაუქმებულია:

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2011
ძალაში შესვლა 01.01.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2013
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,111 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2011 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა
01.01.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2011 წლის  28   დეკემბერი ქ. თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მულხი 1. დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი.  მუხლი 2🔗.  ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისის №24 დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.  მუხლი 3🔗 .   ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.  საკრებულოს თავმჯდომარე           ს.   გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ან/და მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტ ში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია     მუხლი 1🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება 1. ერთჯერად(200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის პირველი ან მე-2 ჯგუფის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დევნილის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 2🔗. ხანდაზმულთა (ოთხმოცი და მეტი წლის ასაკის) დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეუსრულდათ 80 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 3🔗. მარტოხელა პენსიონერების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა პენსიონერები. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ)ინფორმაცია გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – გამგეობის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) დევნილის მოწმობის ასლი;  ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 4🔗. მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება 1. იძულებით გადაადგილებული ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგულები, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით. 2. აჟარის (ზემო აფხაზეთის)   მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) დევნილის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 5🔗. ომში დაღუპულ პირთა ოჯახის დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაეწევა სოციალური დახმარება იძულებით გადაადგილებულ ომში დაღუპულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 6🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლამდე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ)ინფორმაცია გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – გამგეობის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) დევნილის მოწმობის ასლი;  ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 7🔗. მარტოხელა დედების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა დედები. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – გამგეობის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი ან/და შესაბამისი დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 8🔗. ახალშობილთა ( მე-3, მე-4, მე-5 და ა.შ ) ბავშვების დაბადებისათვის ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი  9🔗. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. 3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 10🔗.   2007,  2008 და 2009  წელს დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2007,  2008 და 2009  წელს წელს დაბადებული ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 70 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით,  კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.     მუხლი 11🔗.  2010, 2011 და 2012  წელს დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2010, 2011  და 2012 წელს დაბადებული ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 70 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.     მუხლი 12🔗  კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ ი დევნილი ოჯახებისათვის წყლის მილებითა და წყლის ავზებით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არ გააჩნიათ სარწყავი სისტემა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისათვის. 2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება წყლის მილების და ავზების შეძენა კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.     მუხლი 13🔗. გადაუდებელი ოპერაციების თანადაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების (3-დან 60 წლამდე) გადაუდებელი ოპერაცია,  რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, თუ მათ არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვეო პოლისი, ან იგი არ ითვალისწინებს ასეთი ოპერაციების დაფინანსებას. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 500  ლარს. 3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის (პაციენტის)პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) დ) ხარჯთააღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.     მუხლი 14🔗. ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულ პირთა დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის ხარჯები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. 3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.     მუხლი 15🔗. დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება 1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და  რომელთაც არა აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა. 2. დახმარება გაეწევათ ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით ერთ ოჯახზე – 250 ლარის ოდენობით,  კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.     მუხლი 16🔗. დევნილი პირველკლასელი ბავშვებისათვის სასკოლო ჩანთებით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.     მუხლი 17🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება. 2. აჟარის (ზემო აფხაზეთის)   მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 3. თანხა გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება     მუხლი 18🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 201 2 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.     მუხლი 19🔗  კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვამელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს. 4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.     მუხლი 20🔗 . კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ.     მუხლი 21🔗.  კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.     მუხლი 22🔗.  სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.