ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.131.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენი ლ ება№42    

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებ აშ ი (რეგლამენტ შ ი) ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1. 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №-6 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“ 13.07.2010 წ., №-76, გვ.7) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. XIV1 თავს დაემატოს 806 მუხლი

,,806

1. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკრებულოს განკარგულებით იქმნება საზოგადოებრივი დარბაზი.

2. საზოგადოებრივი დარბაზი შედგება:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან, მათი ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე;

ბ)თვითმმართველობის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებისაგან, მათი განცხადების საფუძველზე.

3. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაცია ხდება რეგისტრაციის შესახებ საკრებულოს თავჯდომრის ბრძანების გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს შეზღუდული.

4.საზოგადოებრივი დარბაზის შემადგენლობის განახლების მიზნით საკრებულოს თავ მ ჯდომარე ყოველი წლის 1 თებერვლამდე გამოსცემს ბრძანებას. აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის განმავლობაში საკრებულოს აპარატი ახდენს საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას. საზოგადოებრივი დარბაზის ახალი წევრების რეგისტრაცია არ იწვევს დარბაზის ძველი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

5.საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საზოგადოებრივი დარბაზის წევრობის უფლება არ ეზღუდებათ პირებს, რომლებიც მანამდე იყვნენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრები.

6. საზოგადოებრივი დარბაზი შეკრების თარიღს და განსახილველ საკითხებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს აპარატთან შეთანხმებით შეუძლია განსაზღვროს საზოგადოებრივი დარბაზის შეკრების დღე, რის შესახებაც არანაკლებ 5 დღით ადრე უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს.

7. საზოგადოებრივი დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივი დარბაზის რეგისტრირებულ არა ნაკლებ 1/3 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.

8. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არ -ყოფნის შემთხვევაში მის მიერ უფლებამოსილი პირი.

9. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას შიეძლება დაესწროს გამგებელი (მერი) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

10. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია:

ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;

ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;

გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები;

დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;

ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და გამგებელს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;

ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილება, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.

11. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის შედგენას და სხდომის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

12. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა უფლებები და მოვალეობები, საქმიანობა, საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის წარმართვის წესი და პირობები განისაზღვრება საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის შესახებ საკრებულოს განკარგულებით.“.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                      ნ. ბერაძე